საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს უმასპინძლა (ფოტორეპორტაჟი)

29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩომ ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე თანამემამულეებს უმასპინძლა. მოწვეული იყვნენ აგრეთვე ჩვენი თანამემამულე პონტოელი ბერძნები - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"გაიმართა ქართულ-ბერძნული დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო ფოტო-გამოფენა.
დავით დონდუამ სტუმრებს ეროვნული დღესასწაული და ასევე ქართული დიასპორის დღე მიულოცა.
ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიულ არჩევანზე, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში თავისი ღირებულებებით, ისტორიით, ფასეულობებითა და დამოუკიდებლობით. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ კავშირებს, ჩვენს ხალხებს შორის დამყარებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს, რომლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნიკალური საარქივო ექსპონატებიც. დავით დონდუამ აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება, თუმცა, რეალურად, დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 1919 წელს დაიწყო, როცა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და საბერძნეთის სამეფომ პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობები გაცვალეს. ამ პერიოდის ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა შეირჩა დღევანდელი გამოფენისთვის",-ნათქვამია, საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..
სტუმრებმა საქართველოს საელჩოს ახალი შენობა, საკონსულოს მოქალაქეთა მისაღები და „დიასპორის დარბაზი“ დაათვალიერეს.


მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790184550

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...

მაკა ბოჭორიშვილი

1790183135

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...

მაკა ბოჭორიშვილი:

1790182026

ახალი ამბები

მარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს

ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...

მარკო რუბიო

1790179717

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპი...

ირაკლი კობახიძე

1790178569

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.   შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასა...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა