ალექსანდრე ტაბატაძე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ვინარჩუნებთ მშვიდობას, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ვიცავთ სუვერენიტეტს
პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენა დასრულდა.
საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა, მოსმენის დასრულების შემდეგ, მედიასთან შეაფასეს 2025 წლის ანგარიში.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პრევენციული ზომების გატარების შედეგად, ქვეყანა სტაბილურობას ინარჩუნებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი მიმართულება არის ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებების გატარება. პრევენციული ღონისძიებების შედეგია, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს სტაბილური მდგომარეობა, ვინარჩუნებთ მშვიდობას, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა და ვიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტს.
რაც შეეხება ოკუპაციის ხაზზე გამოწვევებს, იქ დინამიკა ცვალებადია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აწარმოებენ, სადაზვერვო საქმიანობას, თუ რა ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა.
ამდენად, ყოველდღიურ რეჟიმში, ისევე, როგორც IPRM-ის, ასევე, სხვადასხვა ფორმატში, აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამ კუთხით, პირველი გამოწვევა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არის ოკუპაციის თემა“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.
1795611296
მსოფლიო„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა...
1795610674
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ზუგდიდის ტექნოპარკში AI ინოვაციის კვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. AI ინოვაციის კვირეული 5-დღიანი პრაქტიკულ...
1795609740
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. შეხვედრაზე გ...
1795609552
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, რუსეთი რეგიონში უფრო გაძლიერდა
„ჩვენმა თაობამ კარგად იცის, რომ რეალურად, აქ ე.წ. აგენტურის რევოლუცია მოხდა და მას ე.წ. ვარდების რევოლუცია დაარქვეს. სინამდვილეში, ეს იყო რუსეთის მიერ ხელშეწყობით გადატრიალება, რათა ხელისუფლებაში თავი...
1795608470
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...































