3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვისთვის არის აღნიშნული პერიოდი დადებითი
მთვარის მე-5 დღე 3.06-ის 8:13 სთ.დან 4.06-ის 9:13 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისები: კუროს მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
მოქმედება: კვება.
სახელწოდება: მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, თუმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიკური ზეგავლენა: კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა: იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე: ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის საქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია: საკვები.
მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის '' ზოდიაქოში 1.06-ის 9:49 სთ.დან 3.06-ის 22:37 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და კუროს ზოდიაქოს. საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.
დღის პროგნოზი: ახლოვდება პლანეტა მერკურის რეტრო მოძრაობიდან ისევ დირექტულ მოძრაობაზე გადასვლა, ადგილზე შეჩერება მცირე ხნით, 3 ივნისის დღის საათებში და შემდეგ მოძრაობის დაწყება სწორი მოძრაობით. 2 დან -6 -8 ივნისამდე ამინდის ანომალიებით იქნება გამოხატული მსოფლიოს მრავალ რეგიონში, ასევე მოლაპარაკებებს და კომერციას ზოგადად ხელს შეუშლის მერკურის მიმართულების შეცვლა.
2 ივნისი ნეიტრალური დღე იქნება, საჭიროა ზომიერების დაცვა ყველაფერში, განსაკუთრებით ადამიანებთან, მასასთან ურთიერთობის დროს.
ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1790190583
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მ...
1790187959
ახალი ამბებიგაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას შეუერთდნენ
გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი, მათ შორის საქართველო, შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი 23 სექტე...
1790184550
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად გან...
1790183135
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
2026 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მეექვსე სამიტში - „ერთიანობის გამოცდა, მოქმედებისკენ...
1790182026
ახალი ამბებიმარკო რუბიო: უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ-იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსე...





























