"აგრესიისა და სექსუალურობის პლანეტა მარსი კუროს ნიშანში 5 ივლისს გადავიდა და იქ 20 აგვისტომდე დარჩება" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ასტროლოგი რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური, მიმდინარე თვის ტენდენციებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს: 

"მარსის კუროს ზოდიაქოში ინგრესია:

ნელი და მუდმივი წინსვლა

ენერგიის, ბრძოლის, აგრესიისა და სექსუალურობის პლანეტა მარსი კუროს ნიშანში 5 ივლისს გადავიდა და იქ 20 აგვისტომდე დარჩება.

მარსმა დატოვა რა „თავისი“ ნიშანი - ვერძი, სადაც გაცილებით აგრესიული და სახიფათოა, დავინახეთ, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტემპი შედარებით დაეცა. თუმცა ეს მხოლოდ ამ ინგრესიის პირველ ეტაპზე იქნება მშვიდობიანი.

მისი გავლენა გაცილებით სახიფათო გახდება ივლისის მესამე დეკადიდან (რომლის შესახებ ცალკე პროგნოზს გამოვაქვეყნებ)
მარსი კუროში გამოძევებულ პოზიციაშია, ამიტომ მისი მოქმედება აქ შეზღუდულია.

ამ დროს ადამიანებში იკლებს ფიზიკური (და ფსიქიკური) ენერგია და მიზანსწრაფვა.

წინ გამოდის ხასიათის ისეთი ნეგატიური თვისებები როგორიცაა სიზარმაცე და სიჯიუტე.

ამ დროს ადამიანებში მოქმედებების ინტენსივობა შეზღუდულია.

ხშირად საჭირო ხდება ბევრი ენერგიის ხარჯვა, ხოლო მომენტალური შედეგების მიღება შეუძლებელი ხდება და მათი მიღწევა თითქოს „იწელება“. საჭიროა მოთმინება და ნელი, მაგრამ ორგანიზებული შრომა. ასეთი მიდგომით გაცილებით რეალური გახდება გრძელვადიანი პროექტების მიღწევა.

კუროს - სილამაზის, სიყვარულის, ფინანსების და კომფორტის პლანეტა ვენერა მართავს.

სწორედ ამიტომ მარსის კუროში ინგრესიის დროს მისი მოქმედება მიმართული ხდება სწორედ ფინანსური საკითხების და პირადი ცხოვრების დალაგებისთვის.

ადამიანები გაცილებით მგრძნობიარეები ხდებიან ამ თემების მიმართ.

აქ „შემსრულებელი“ - მარსია, ხოლო „ბრძანების გამცემი“ ვენერაა.

ამიტომ მარსს „უწევს“ ტემპის დაგდება.

თუმცა კურო დამგროვებელი ნიშანია და ამ პერიოდში მოხდება ენერგიის დაგროვება.

მთავარია, რომ ადამიანებმა დააგროვონ დადებითი ენერგია და არა უარყოფითი, თუნდაც აგრესია, რომელიც დაგროვების შემდეგ აუცილებლად გადმოიღვრება და თანაც ერთბაშად.

5 ივლისი - 20 აგვისტომდე მოხდება იმ მოქმედებების შეფასება და შეჯამება, რომლებიც მარსის ვერძში ყოფნისას დაგროვდა (ეს იყო 25 მაისიდან - 5 ივლისამდე).

სწორედ 5 ივლისიდან 20 აგვისტომდე პერიოდში გამოვლინდება მანამდე დაშვებული შეცდომები.

ეს ეხება როგორც ინდივიდუალურ დონეზე არსებულ თემებს, ისე გლობალურ საკითხებს (თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომს). დიდი ალბათობით უკრაინის ფრონტზე მოხდება შესამჩნევი გარდატეხა უკრაინის სასარგებლოდ, რადგან ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ უკრაინას სწორედ კუროს ნიშანი მართავს.

!!! ზოდიაქოს ნიშნებთან დაკავშირებით მარსის ეს ინგრესია მნიშვნელოვანი იქნება:

>> მიწის სტიქიის ნიშნებისთვის: კურო, ქალწული, თხის რქა. ეს ნიშნები შეძლებენ ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენებას.

>> ასევე პროდუქტიული და სასიკეთო შესაძლოა აღმოჩნდეს კირჩხიბისა და თევზებისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების ძალისხმევა უმეტესწილად დადებით შედეგების მიღებას უზრუნველყოფს.

>> შედარებით რთული იქნება მორიელისთვის. მარსი კუროდან დაუპირისპირდება მორიელის მზეს და ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები იგრძნობენ ენერგიის ნაკლებობას. გარდა ამისა, მათ ცხოვრებაში მოიმატებს აგრესიულ ადამიანებთან დაპირისპირების ალბათობა.

>> დაძაბული იქნება იქნება ლომისთვის და მერწყულისთვის. მათ მოუწევთ დაძაბული მუშაობა, რათა თავი გაართვან იმ პრობლემებს, რომლებიც ბოლო 1,5 თვის განმავლობაში მათ ცხოვრებაში გაჩნდა.

>> ვერძისთვის, ტყუპისთვის, სასწორისთვის და მშვილდოსნისთვის - მარსის ეს ინგრესია შედარებით ნეიტრალური იქნება და მათ ცხოვრებაში მისაღები შედეგები დამოკიდებული იქნება მათ წინდახედულობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაზე", - წერს გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე

1790515794

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა

 „სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს...

ცოტნე ანანიძე

1790511779

ახალი ამბები

ავარია ბათუმში - დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი

 ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამავე ინფორმაციით, მ...

ლენტი ლენტი