მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 10 იანვრიდან 16 იანვრის შუალედში, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 10 იანვრიდან 16 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈

მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ამყოფებს ერთგვარ ემოციონალურ სიმშვიდესა და წონასწორობაში. ახლა ყველა მოვლენა და ადამიანი თქვენს გარშემო მეტნაკლებად გაკმაყოფილებთ, რაც განგაწყობთ ქველმოქმედებისადმი, ადამიანთა დახმარების გაწევისადმი. და სწორედ ასეთი აქტივობაა ახლა თქვენთვის რეკომენდირებული. ყველა მიმართულებით მოგეთხოვებათ ლიდერობა, პასუხისმგებლობის აღება, სხვათა თანადგომა, ოჯახური საქმეების საკუთარ თავზე აღება, რადგან ახლა ხართ გამორჩეული და ძლიერი.  ასევე, საუკეთესო დროა საჩუქრების მისაღებად და გასაცემად, ყოველგვარი ქველმოქმედების გასაკეთებლად. და არც არაფერი დაინანოთ ამისათვის.  გაეცით გულით და დაუნანებლად. ახლა გაცემული მადლი, წინ დაგხვდებათ მომავალში.

მიმდინარე პერიოდში ეცადეთ თქვენი ოჯახური გეგმები, მიზნები, არ გახმაურდეს. ზოგადად არ გასცეთ არავითარი ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და მათი საქმიანობის შესახებ. ამჟამად ამ კუთხით გმართებთ სრული ჩაკეტილობა.

კურო ♉

თქვენს ნიშანთან ამ კვირის განმავლობაში ვლინდება გარკვეული გაორებულობა და გადაწყვეტილებებში ჩამოუყალიბებლობა. მაგრამ,  ეს ამჟამად არაა ცუდი მდგომარეობა. კვირის ენერგეტიკა თქვენგან სწორედ მსჯელობას, აწონდაწონვას, სიდინჯეს მოითხოვს. ძირითადად ეს ტენდენცია ეხება მატერიალურ, ფინანსურ თემებს, თუმცა ფულის შემოდინებას ხელს არ უშლის. სწორედ ახლაა შესაძლებელი მიიღოთ  დასაქმების ახალი შესაძლებლობა, მცირე შეკვეთები, ზოგადად მცირე საჩუქრები.  ასევე, უპრიანია თქვენც დაასაქმოთ ადამიანები თუნდაც ყოველდღიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რაც შემდგომში გააძლიერებს თქვენი ფულის არხს.

მაქსიმალურად მოერიდეთ საქმეების სამომავლოდ გადადებას, „აქ  და დღეს“  შეასრულეთ ყველაზე წვრილმანი ქმედებებიც კი. ახლა ყველაფერი რაც სახვალიოდაა გადაწეული, კარგავს აქტუალურობას და ენერგეტიკულად იჭედება.

გადასარევი დროა ყველაფრის დასაკანონებლად, ოჯახის ტრადიციების შესასრულებლად, პირადად თქვენი ან ოჯახის წევრების ქორწინებისათვის, სასიყვარულო პარტნიორის ოჯახის გასაცნობად.

ტყუპები ♊ 

ამ პერიოდში თქვენს ნიშანში ძლიერდება და განსაკუთრებით აქტუალური ხდება საბრძოლო ენერგეტიკა. ერთის მხრივ ის ხელს შეუწყობს თქვენი პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით, მაგრამ მეორეს მხრივ შემოაქვს აგრესიულობის ელემენტები, რაც შეძლებისდაგვარად დასარბილებელია. კვირის ენერგეტიკა განსაკუთრებით გეხმარებათ ყველაფერი აქამდე არეულის, დაბნეულის გარკვევაში. არაა გამორიცხული სულ სხვა რაკურსით შეხედოთ მოვლენებსა და ადამიანებს, სწორედ ამიტომაც არ იჩქაროთ საყვედურების თქმა. ხვალ შესაძლოა სრულიად სხვა მოცემულობა აღმოაჩინოთ.

ამჟამად ყველაზე მეტად მოერიდეთ გადამეტებულ თვითშეფასებას. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მართლაც გამოვლინდეს ერთგვარი „განდიდების მანია“. ამ ეტაპზე განსაკუთრებით იწონება თვენი ყველა ქმედება სამყაროს გონის მიერ. ეცადეთ იყოთ ობიექტურები და სამართლიანები.

კირჩხიბი ♋  

მიმდინარე კვირა თქვენი ნიშნისათვის ძალიან სტაბილურია ყველა მიმართულებით და თქვენშიც აძლიერებს შინაგან ენერგიებს. ამდენად, ჯანმრთელობაც მყარი გაქვთ და ფსიქიკაც. მენტალური შესაძლებლობებიც იმატებს და ბევრ საშუალებებს გაძლევთ ყველანაირ კონკურენციაში გასასვლელად. ახლა სწორედ ბრძოლის, მოთხოვნის ენერგიაა თქვენი წინამძღოლი და თქვენგან ითხოვს გარკვეულ აქტიურობას. ამ მაღალი თვითშეფასებითა და ლოგიკით, შეგიძლიათ გაარღვიოთ ის წინააღმდეგობები, რაც აქამდე გაბრკოლებდათ.

ამ პერიოდში მოერიდეთ მარტოობასა და საკუთარ თავში ჩაკეტვას. ახლა ყველანაირი ფობია და შიში ხელიდან გაგაშვებინებთ ამ საუკეთესო პერიოდს.  ყოველგვარი ძიება, ქმედება განახორციელეთ ადამიანებთან ერთად და მათი დახმარებით. გამოიყენეთ კომუნიკაციის ფართე სპექტრი. გაიხსენეთ და მოიკითხეთ ყველა, დაუნანებლად დაასაჩუქრეთ გარშემომყოფები.

ლომი ♌

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანთან  ძირითადად მატერიალურ საკითხებში რეზონირდება. მეტ-ნაკლებად შემოსავლიანი პერიოდი გაქვთ ფინანსური კუთხით. კარგი დროა ყიდვა გაყიდვისათვის, ყველანაირი დანახარჯისათვის.

ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემოთავაზებებს, დაპირებებს, რადგან სწორედ აქ დგას ერთგვარი გამართლება. მთავარია  სწორად გამოარჩიოთ  სათქვენო ვარიანტი შემდგომი წინსვლისათვის, თუმცა, სწორედ აქვეა  ცდომილების ალბათობაც. რადგან ამ ეტაპზე თქვენთვის ძალიან საფრთხილოა სახიფათო, არაკანონიერი, გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობა. ახლა არც ურთიერთობის გაოფიციალურება ან ქორწინებაა რეკომენდებული, გეხებათ ეს თქვენ თუ თქვენი ოჯახის წევრებს.

თუმცა, ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანებს, ვინც წარსულიდან მოყოლებული იჩენდა თქვენს მიმართ ერთგულებასა და სიყვარულს. ალბათ დროა სწორედ ისინი გამოიყვანოთ იგნორირების ზონიდან.

ქალწული ♍ 

პერიოდი პირდაპირ ხელს გიწყობთ ახალ იმპულსებში შესასვლელად. ბევრი თქვენგანი აღმოაჩენს ახალ ტალანტებს, ახალ ინტერესებს საკუთარ თავში. ზოგადად სამყაროს შეჰყავხართ ახალ ციკლში, რომელიც აუცილებლად მოდის ახალი ამოცანებით. კვირის ტენდენცია აძლიერებს ფულის არხს, შემოსავლები დასტაბილურდება, ზოგ შემთხვევაში გაძლიერდება კიდეც. ახლა კარგი დროა ყველანაირ ცხოვრებისეულ არეულ თემებში დასალაგებლად, სადაც მენტალურად ახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა საშუალება მოგეცემათ არჩევანი გააკეთოთ რამდენიმე შემოთავაზებას შორის, ზუსტად დასვათ აქცენტები ყველაზე საჩოთირო თემებშიც კი.

ამ პერიოდში თქვენთვის რეკომენდებული არაა სიჩქარე არც ქმედებებში და არც გადაწყვეტილებებში.  ამ კვირის განმავლობაში ზოგადად მოერიდეთ მგზავრობას, ქალაქის ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას.

მიმდინარე ეტაპი კარგი დროა ადამიანების პატივსაცემად, გარკვეული მენტალური ან მატერიალური ვალების გადასახდელად. შეძლებისდაგვარად უხვად გაეცით საჩუქრები და ადამიანური სითბო.

სასწორი ♎ 

თქვენი ნიშნისათვის ენერგეტიკულად მართლაც რომ მშვენიერი პერიოდია, რადგან სწორედ ახლაა შესაძლებელი ყველაფრის გაწონასწორება, დაბალანსება, „ოქროს შუალედში“ ჩასმა, ზედმეტი რყევებისა და შეფერხებების გარეშე.

მიმდინარე ეტაპი საშუალებას გაძლევთ კარგი და სასიამოვნო კონტაქტების დასამყარებლად. თქვენთვის ახლა სწორედ გართობის, რელაქსის, გადაადგილების, ახალი ნაცნობების შეძენის დროა.

მოერიდეთ ყველანაირ აგრესიას, საყვედურს, მბრძანებლობას. ამ დადებით პერიოდში სიმკაცრე და მომთხოვნელობა არც გაჭრის და ამ ენერგეტიკასაც გააფუჭებს.

ამავდროულად, დადგა ის დრო, როცა სათქვენოდ გმართებთ წარსულის ფასეულობების გადაფასება. ყველაფერი რაც იყო ადრე, მნიშვნელოვანი იყო იქ და იმ დროს, დღეს კი აღარ აქვს იგივე ფასეულობა. ის ვინც გიყვარდათ და გწამდათ წარსულში, დღეს აღარაა ამისი ღირსი. გაუშვით ყველა ძველი განცდა, მიჰყევით ახალ დროებას ახალი ენერგიითა და ახალი იმედებით.

მორიელი ♏  

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა ერთგვარად ასუსტებს თქვენს ენერგიას. ახლა ბევრი თქვენგანი იკეტება საკუთარ თავში. შესაძლოა გამოვლინდეს სიზარმაცე, გადაღლილობა, კონტაქტების იგნორირება და განმარტოების სურვილი. ესეც ენერგიის ავსების შესაძლებლობაა და რაღაც დროით დასაშვებია. თუმცა, გადასარევი ეტაპია სწავლისა და სწავლებისათვის, თვით განვითარებისათვის. ამდენად მაინც ჯობს აქტიურობა ამ კუთხით. სწორედ ახლაა შესაძლებელი აღმოაჩინოთ თქვენთვის საკრალური მასწავლებელი, წინამძღოლი, თუნდაც რაიმე დარგის სპეციალისტი.

ამ პერიოდში მოერიდეთ საზღვარგარეთ გასვლას, ქალაქის, საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის ცვლილებას. ზოგადად ყველანაირი საზღვრის რღვევას, იქნება ეს ოჯახის ტრადიცია თუ საკუთარი მენტალობა.

კარგი დროა თქვენი ან ოჯახის რომელიმე წევრის ქორწინებისათვის, სასიყვარულო პარტნიორის ოჯახის გასაცნობად, ყველანაირი ოფიციალური გარიგების,  ხელშეკრულების დასადებად.

მშვილდოსანი ♐

მიმდინარე კვირა ერთგვარად საკრალურია თქვენი ნიშნისათვის. ახლა ყველაფრის დაბალანსება, გაწონასწორებაა შესაძლებელი ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებების დრო ჯერ არ დამდგარა. ეცადეთ საბოლოო პასუხი, რაიმე პირობის დადება გადადოთ შემდეგი პერიოდისათვის.

სამყაროსეული ძალები ხელს გიწყობენ ყველანაირი ნეგატიური, უარყოფითი ფიქრებისა და განცდებისაგან განთავისუფლებაში. დააკვირდით საკუთარ ხილვებს, წინათგრძნობას. არ უარყოთ ისინი, რათა ამით არ გაანაწყენოთ ზედა ძალები. მიიღეთ მათი მინიშნებები წყალობითა და მადლიერებით.

დროა გადახედოთ წარსულის ადამიანებს, იქნება ეს დიდი ხნის თაყვანისმცემელი თუ სამეგობროდ განწყობილი პირი, რომელსაც აქამდე არ წყალობდით. ეგებ სწორედ იმ ძველი ბიზნეს-შემოთავაზების განხორციელებაა  ახლა უპრიანი. მანამ სანამ სიახლეს ეძებთ, რაღაცას ხომ არ კარგავთ აქვე, გვერდით. გადახედეთ ყველაფერ ძველს ახალი განწყობითა და ახალი რაკურსით.

თხის რქა ♑

კვირის ენერგეტიკა თქვენს მატერიალურ და მენტალურ სიძლიერეს უწყობს ხელს. ბევრი თქვენგანი დაიკავებს შედარებით მაღალ საფეხურს სამსახურსა თუ ოჯახში. თქვენს პროფესიონალიზმს, ახლა არ ჰყავს კონკურენტი. ამ პერიოდში თქვენი ნიშნისათვის აუცილებელია წინსვლა, ყველანაირი „კომფორტის ზონიდან“ გამოსვლა, არაფრის მომტანი და ჩიხური სამსახურების ან ურთიერთობების დატოვება. რადგან დადგა წინსვლის დრო, თუ თქვენ დააყოვნებთ ან დაიზარებთ,  ამას სამყარო მაინც განახორციელებს.

მოერიდეთ ყველანაირ ავტორიტეტებს, ქედმაღალ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ საქმეს და არა სიტყვებს. ბოსების ფუჭი დაპირებების გამო არ გადადოთ თქვენი განვითარება და წინსვლა. ამჟამად რომანტიზმი  არც პირად ურთიერთობებშია თქვენი პრიორიტეტი.  ამ ეტაპზე ცხოვრების ყველა სფეროში მშრალი მტკიცებულებები გჭირდებათ.

ყველა გადაწყვეტილება გაუზიარეთ დედას, ან  თქვენს მოამაგე ახლობელ ქალბატონს. სწორედ აქაა ახლა თქვენთვის საჭირო რჩევა და თანადგომა.

მერწყული ♒ 

მიმდინარე კვირა სრულიად ესადაგება იანვრის თვის ზოგად ენერგეტიკას, რაც გულისხმობს ყველაფერ ახალს. თქვენი ნიშანი ზოგადად დადგება სიახლეების, ახალი გამოწვევების წინაშე. სრულიად იცვლება თქვენი საკუთარი ხედვა და რაკურსი მოვლენების მიმართ. ამდენად გადასარევი დროა სწავლის დასაწყებად, პროფესიის ან სამსახურის, ცხოვრების წესის სრული ცვლილებისათვის. გაიხსენეთ რა გინდოდათ ბავშვობაში, რა დაგრჩათ განუხორციელებელი. გადახედეთ იმდროინდელ ოცნებებს განახლებული მიდგომით. პერიოდი თავისთავადაც  მოგიტანთ სიახლეებს, ახალ შემოთავაზებებს. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ვერ მოხდება რაიმე შედეგების მიღება, მაგრამ ყველანაირი სტარტისთვის სწორედ რომ შესანიშნავი დროა.

ამ საინტერესო ეტაპზე კატეგორიულად მოერიდეთ ადამიანების გაკიცხვას, ყოველგვარ ანგარიშსწორებას, ურთიერთობების დახურვას. საერთოდ არ შეეხოთ არანაირ „სიკვდილის“ ენერგიას.

თევზები ♓ 

თქვენი ნიშანი ამ კვირის განმავლობაში ძირითადად ემოციონალურად სასიამოვნო გარემოში ტრიალებს. ახლა ისე ხართ, როგორც  „თევზი წყალში“.  ადამიანების კეთილგანწყობა, მიწვევები, შეხვედრები იმდენად უხვია, რომ თავს უფლებასაც კი მისცემთ ზოგ მათგანზე უარიც  თქვათ. არის საქმიანი შემოთავაზებების ალბათობაც, თუმცა ყველაფერი ვითარდება ახლო წრეში, ნაცნობობის გავლითა და გამოყენებით.

ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე არასასურველია აგრესიის, ზეწოლის ენერგიის გამოვლინება. სასიამოვნო ურთიერთობებს აცალეთ თავისი მიმართულებით დინება, დაძალების, საყვედურის, მოთხოვნის გარეშე. რაც მოსასვლელია ისედაც თავისით და ლამაზად მოცურდება.

ყურადღება მიაქციეთ წარსულის ადამიანებს. მათ, ვინც წლებია თქვენს მიმართ ამჟღავნებს ყურადღებას, სიყვარულს, თუმცა რატომღაც ვერ მოიცალეთ მათთვის. გადახედეთ ერთგულების ფენომენს, ეგებ სწორედ აქაა ის ნამდვილი და ჭეშმარიტი, რასაც სხვაგან ეძებთ. 

წყარო: Her Mit

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან

📌 „უცებ მესმის ქართულად - გამარჯობა! გამარჯობაო და დატრიალდა იტალიაც და საქართველოც და მასთან ერთად მთელი სამყარო“ - ხათუნა შარაძე

📌 ,,როგორც კი, ხელოვნების ნიმუშს ცუდად შეეხები, სამწუხაროდ, უკან ძველი სახით, მისი დაბრუნება შეუძლებელია." - ინტერვიუ იტალიელ რესტავრატორთან

📌 22 წელი  მელოდა სანთელი სახლის ნანგრევებში... ნანგრევებში, სადაც ჩემი ბავშვობა დამარხეს - თამო არაბული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776075640

მსოფლიო

რომის პაპი დონალდ ტრამპზე: არ მსურს მასთან დებატებში შესვლა, გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს

რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს გააგრძელებს. „არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახ...

 რომის ახალი პაპი

1776074449

ახალი ამბები

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტ...

 მოძრაობა აკრძალულია

1776073138

ახალი ამბები

როგორ უნდა მიესალმონ მორწმუნე ადამიანები ერთმანეთს 40 დღის განმავლობაში

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. დღეიდან, აღდ...

სააღდგმო კვერცი

1776072039

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-მა პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაშალა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა პროდუქტიული მოლაპარაკებები ჩაშალა. არაღჩის თქმით, ირანმა შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები კეთილს...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

1776069354

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა. „ეს პირველ...

მაკა ბოჭორიშვილი