„უცებ მესმის ქართულად - გამარჯობა! გამარჯობაო და დატრიალდა იტალიაც და საქართველოც და მასთან ერთად მთელი სამყარო“ - ხათუნა შარაძე

ღმერთის ნამდვილ არსებობაზე უნდა მოგიყვეთ, კი ზუსტად ასე მჯერა, როგორც დასაწყისში წაიკითხეთ. ღმერთი არსებობს და ის ყველგან არის. ვფიქრობ, ჩემმა ღმერთმა, ჩემთან ერთად ჩაალაგა ჩემოდნები და მე, კოტეს და მარიამს ფეხდაფეხ გამოგვყვა. იცოდა უღმერთოდ, რომ ვერ გადავრჩებოდით!

ჯერ კიდევ შეცვლილი ცხოვრების ელდაში ვარ გახვეული და ვერც დასაწყისს ვხედავ და ვერც დასასრულს. ფიზიკურად კი ვარ უცხო ქვეყანაში, მაგრამ მთელი შეგნებით საქართველოში ვარ. ვერც სხეული და ვერც ჩემში არსებული სული, გონზე ვერ მოდის. მოკლედ, დაკარგული ვარ.

ამ დაკარგული დღეებიდან ერთ-ერთში, მიკავშირდება ჩემი იტალიელი, უკვე მამობილი და მეუბნება, რომ სასწრაფოდ მეზობელ ქალაქში უნდა წავიდეთ, - ჩემთვის სამსახური გამოჩნდა.
მთელი, ჩემი ქართული წარმოდგენით გამოვიპრანჭე, შევდექი ქუსლებზე, თარჯიმნობა ქართველ გოგოს ვთხოვე და ასე კოხტად გამოპრანჭული გავეშურე ერთ-ერთი რესტორნის დამლაგებლის დამხმარეს პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად.

(აქ აღარ მოგაცდენთ, რაოდენ დიდი სიხარულია, როცა ახალბედა ემიგრანტისთვის სამსახური გამოჩნდება და რას დაეძებ რა არის. ქართული სიამაყე, პატივმოყვარეობა, თავმოყვარეობა და მთელი რიგი პროცესები, რომლითაც საქართველოში „კუდი ყავარზე გვაქვს შემოდებული“, მომენტალურად გაქრნენ - სამსახურია - ე.ი. გადარჩები)

იმ დროისთვის, არ ვიცი არცერთი იტალიური სიტყვა, გარდა გამარჯობა, მე ხათუნა მქვია და ნახვამდის... რა ცოცხი, ჩვარი, ოთახი, დარბაზი, მაგიდა, სკამი და ა.შ. მივდივარ რობოტივით, მაგრამ კოხტად გამოპრანჭული რობოტივით.

მივედით ხსენებულ რესტორანში. მისაღებში დგას როიალი, ბროლის ვაზები და რესტორნის პრესტიჟის დამადასტურებელი წიგნი, თავისივე სიგელებით, დიპლომებით, ვარსკვლავებით და ყველა საჭირო „პერო“ ამბებით.

რესტორნის მეპატრონე, რესტორნის ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პირი და ჩემი „მამობილი“ დგანან როიალის წინ, პირისპირ ვდგავარ მე და ჩემი მეგზური (თარჯიმანი). დიდი ზარ-ზეიმით გამაცნეს ქალბატონი მარია (რესტორნის მფლობელი) და ჯერი მიდგა, მის გვერდით მდგარ ახალგაზრდა მამაკაცზე ანუ ჩემს მომავალ უფროსზე და უცებ მესმის ქართულად - გამარჯობა! გამარჯობაო და დატრიალდა იტალიაც და საქართველოც და მასთან ერთად მთელი სამყარო.

იმ დღეს, ჩემ წინ ღმერთი იდგა, ქართველი ღმერთი, ჩემი იტალიური ცხოვრების მეკვლე, რომელიც მშობლიურ ენაზე გამიკვალავდა ეკლიან გზას.

მოულოდნელი სიხარულისგან, ისე რომ არც დავფიქრებულვარ ჩავეხუტე, ჩემს წინ მდგარ ღმერთს და მივხვდი, რომ მთავარი ღმერთი არ მიმატოვებდა.

ამ ფოტოზე ლაშა წერედიანია, ქართველი ბიჭი, რომლის დედას შეუძლია იამაყოს, იამაყოს და დიდხანს იცოცხლოს, იცოცხლოს ამ მადლიან დედამიწაზე და ლოცოს, მისი ნაგრამი.

დღეს ლაშას და ჩემმა ოჯახმა, იტალიაში, სხვისი ცის ქვეშ, ერთად აღვნიშნეთ შობის ღამე, გურული ღვეზლები დავაცხვეთ და ჩვენი ოთხწლიანი დაძმობა დავლოცეთ.

ბედმა, ისიც ისურვა, რომ მე და ლაშა ჟურნალისტ ნინო ლურსმანაშვილის მიერ გამოცემული წიგნის „უცხოეთის ცის ქვეშ“ გმირები ვყოფილიყავით. წიგნი დღეს ვნახე და ემოციები ვერ დავმალე, მოლოდინს გადააჭარბა. კიდევ ერთხელ ქედი უნდა მოვიხარო, ასე საჯაროდ ნინო ლურსმანაშვილისა და თამარ ოთიაშვილის წინაშე.

პირველი, რაც წიგნის ფურცვლისას გავიფიქრე, - წლების შემდეგ, როცა ჩემი შვილი ზრდასრული ქალი იქნება, როცა მას მოგონებები დასჭირდება, როცა საკუთარ წარსულს გადახედავს, როცა პიროვნების აღქმას დაიწყებს, როცა ცხოვრება უამრავ თავგადასავალში გაახვევს, ეს წიგნი, მას ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება, მას ექნება საინტერესო წარსული, საინტერესო ადამიანებით და მას ექნება საკუთარი ისტორია!

p.s. ლაშა დღეს, ერთ-ერთი რესტორნის შეფია და მე მედიამაუწყებელ exclusivetev.ge-ს გენერალური დირექტორი.

შობას გილოცავთ ქართველებო!

ხათუნა შარაძე. 2022. იტალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

📌 ტირილით ნამღერი ქართული იავნანა - ემიგრანტი ძიძის ისტორია

📌 როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან

📌 „არა მგონია ამისგან ექიმი გამოვიდეს, ამას აწი საწერ კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდანო“ - ემიგრანტი ჟურნალისტი

📌 ვაქცინით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო აანაზღაურებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი