22 წელი მელოდა სანთელი სახლის ნანგრევებში... ნანგრევებში, სადაც ჩემი ბავშვობა დამარხეს - თამო არაბული
თაფლის სანთელს ახვევდა ბებო, ჩამოთლიდა დანით, გადაზელდა ხელისგულზე, ცხელ ღუმელს მიუფიცხებდა, კიდევ გადაზელდა, ოთახში სასიამოვნო სურნელი დგებოდა. გამოაბამდა რკინის საწოლს ბამბის ფითილს ერთი ბოლოთი, მეორეს მე დამაჭერინებდა და დიდი ლამაზი ხელებით დაიწყებდა სანთლის ჩამოქნას, მისი ხელები დღემდე მახსოვს, ლამაზი, გრძელი თითები, ჯაფით გადიდებული ხელები, ალაგ-ალაგ ჭორფლით უფრო გალამაზებული.
ხელის გულზე დაიდებდა სანთელს და ასე მოჭრიდა ყველას ერთ ზომაზე. ბოლო გადანაჭერი თუ პატარა მოვიდოდა ,,ეს კვირაცხოვლისაა-ო,, იტყოდა ხოლმე. ჩამოქნილ სანთელს სუფთა ქაღალდში შეახვევდა და როგორც დიდ სიწმინდეს, მომდევნო ხატობა დღისთვის შეინახავდა.
მიუჯდებოდა მერე საჩეჩელს და დაიწყებდა მატყლის ჩეჩვას დიდი სისწრაფით, ხვალ უქმეა და მოვასწრო-ო.
დაიწყებდა გარდასული წლების გახსენებას და ამბების მოყოლას, ოთახში სასიამოვნო სითბო იყო, სიმშვიდე იყო, მივუჯდებოდი გვერდით და ვაყოლებდი უკვე ბევრჯერ მოსმენილ ამბებს.
დედის დედამ გამზარდა, დედისდედამ მასწავლა:
,,დისშვილი დედიძმათასა
სკამს უკითხავად დაჯდება,
ეს თუ დედიძმას ეწყინა,
ის სკამი ოხრად დარჩება-ო!,,
დედისდედა ფშაველი იყო, ბევრი უწმაწური ლექსებიც მასწავლა, ყურში საჩურჩულებელი, ხმამაღლა ვერსათქმელი 🙂
სადაც მიდიოდა ყველგან თან დავყავდი, დავიღლებოდი და ზურგზე მომიკუჩებდა, წამიყვანდა ბოსტანში, ღრინჭოლას მიფრცქვნიდა და მაჭმევდა, შენ კარგი დედა დადგებიო ხშირხშირად მიმეორებდა.
დედისდედას სიტყვას ვერ შეუბრუნებდი, ისე გავიზარდე არასოდეს გამიბრაზებია. ვერავენ გაუბედავდა ვერაფერს, მისი თვალები ყინულით ივსებოდა, როცა ბრაზობდა და მისი სიტყვები გულში გაყრილ ხანჯლებს გავდა, ამიტომ ყველას შიში და რიდი გვქონდა მისი-დიდსაც და პატარასაც.
ჩემგან გამოწვეულმა გულისტკენამ მოკლა დედისდედა, ჩემმა ბავშვურმა, მცდარმა ნაბიჯმა მოცელა მისი სიცოცხლე, რაც 20 წელია დარდად დამყვება, სიზმარი ვნახე, ეზოში ქათმებს აჭმევდა, მე ძალიან შორი ქალაქიდან ვუყურებდი, ჩემსკენ მობრუნდა, გაშალა უზარმაზარი ხელები, რომლებიც სამყაროს გაწვდა და მითხრა ,,ამდენი ხანია გელოდები და რით ვეღარ გადმოხვედი“? დამსხვრეულ შუშებზე დავდიოდი ფეხშიშველი, ტერფებიდან სისხლი მდიოდა, ხელები დასერილი მქონდა და შუშის უზარმაზარი ნატეხი ამოვიღე მარცხენა ხელისგულიდან. ჰო, დღემდე დიდი ნაიარევი მაქვს მარცხენა ხელზე. დედისდედამ ზურგი მაქცია და ჩემსკენ აღარ მოუხედავს.
კვირაცხოვლის სანთელი ვიპოვე დედისდედას დიდი ხელებით ჩამოქნილი, მტვერი მოვაცილე, კედელს მივაკარი, ავანთე, 22 წელი მელოდა სანთელი სახლის ნანგრევებში... ნანგრევებში, სადაც ჩემი ბავშვობა დამარხეს და სასაფლაოს დიდი რკინის მესერი გაუკეთეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მოსამართლეებს, პროკურორებს, თანამდებობის პირები - სააკაშვილი ე.წ. შავი სიის შეექმნის იდეით გამოდის
🔵ემიგრანტი იტალიიდან: “კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"
🔵კორონავირუისით ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირი - მღვდელი მოსე ჯანელიძე გარდაიცვალა
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































