როგორ ინარჩუნებს ფორმას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი - წონის კლება ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი
ვერძს ფიზიკური აქტივობა სჭირდება - არა იმდენად სიმძიმეების აწევა, რამდენადაც დაგროვილი დაძაბულობისა და სტრესისგან გათავისუფლება. იმ ვერძთათვისაც კი, ვინც არ გრძნობს დაძაბულობას ან დაგროვილ აგრესიას, ფიტნესი ხელს შეუწყობს შინაგანი მდგომარეობის დაბალანსებას. სპორტის კატეგორიული უარყოფის შემთხვევაში, შეგიძლიათ იმღეროთ (მაგრამ მხოლოდ ხმამაღლა, მთელი ძალით) ან უბრალოდ იყვიროთ ენერგიულ მუსიკაზე ( საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის გაკეთება მიზანშეწონილია მხოლოდ დახურულ სივრცეში!).
კურო
თქვენ უნდა დაკავდეთ ნებისმიერი მოქმედებით, რომელსაც შემოსავალი, ანუ მატერიალური სარგებელი მოაქვს. გამდიდრებისთვის კი ენერგიას არ დახარჯავთ. კუროები იღბლიანები არიან, რომლებსაც ფიტნესის ნაცვლად, საყიდლებზე წასვლა ურჩევნიათ. ისეთი, რომ დღის ბოლოს დაღლილობისგან ძირს დაეცემით და სიამოვნებით გაიხსენებთ, თქვენ მიერ გავლილ კილომეტრებსა და ასობით გაზომილ ნივთს.
ტყუპები
ტყუპები თითებზე ითვლიან დარჩენილ დროს, როცა სადმე წასვლას შეძლებენ. შაბათ-კვირას ახლომდებარე ქალაქში ან პიკნიკზე, ველოსიპედით სიარული მათი საუკეთესო ფიტნესია. გარდა ამისა, ტყუპებს სჭირდებათ ბევრი კომუნიკაცია, ინფორმაციის გადაცემა და მუდმივად აქტიურად ყოფნა.
კირჩხიბი
შოპინგი, ჭორაობა- ფიტნესის კიდევ რა საინტერესო სახეები არსებობს? აქ კირჩხიბებისთვის ერთი უცნაურობაა, ისინი რჩებიან გამხდარი, როცა არაფრის გამო ღელავენ. მათ იციან როგორ დაკარგონ მადა, სტრესის ნაცვლად. მაშასადამე, კირჩხიბებისთვის მოზომილ რიტმში მშვიდობიანი ცხოვრება ხშირად შეუსაბამოა. ხანდახან უნდა დაიტვირთოთ პრობლემებით და ცოტა მეტად შეიწუხოთ საკუთარი თავი. თუ, მაგალითად, პური გინდათ, მაღაზიაში ნუ გარბიხართ, ძალიან მარტივია. თავად გამოაცხვეთ.
ლომი
ლომები თავს შესანიშნავ ფორმაში ინარჩუნებენ, როცა აპლოდისმენტების მოგების პერსპექტივით უწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. მაყურებლის წინაშე მღელვარება წვავს დამატებით კალორიებს. მნიშვნელოვანია, მუდმივად გამოიჩინოთ თავი და ზოგადად, იყოთ აქტიური.
ქალწული
ქალწულებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი თავისთვის მკაფიო, დეტალური-ფიტნეს გეგმა და აუცილებლად შეიტანონ ის განრიგში. რაც არ უნდა დატვირთული იყოთ სამსახურსა თუ საოჯახო საქმეებში, უნდა შეგეძლოთ, გამორთოთ ყოველდღიური რუტინა და დაუთმოთ დრო ვარჯიშს. დიახ, ქალწულებს უჭირთ ჩვეული ცხოვრებისეული განრიგის აღდგენა, მაგრამ ჰოროსკოპი არ გთავაზობს რაიმე საინტერესო რეცეპტს - წვეულებებს ან შოპინგს. სპორტდარბაზში წასვლა მოგიწევთ...
სასწორი
თქვენ აუცილებლად გჭირდებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, იდეების გაცვლა, ბალანსის წერტილების პოვნა. ინტერესი და ღიაობა სხვების მოსაზრებებისა და მოთხოვნილებების მიმართ, ამასთან, ემოციური წინააღმდეგობები სასწორს ფორმაში შენარჩუნებაში ეხმარება.
მორიელი
მორიელებს გადატვირთვა სჭირდებათ, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. მშვიდობიანი ცხოვრება და კომფორტული საშინაო გარემო მათთვის ზედმეტი წონის პირდაპირი გასაღებია. ეს ნიშანი მუდმივად უნდა ეძებდეს რაღაცას ახალს, გარდა ამისა, ივარჯიშეთ და ირბინეთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ტონუსი ირთვება მაშინ, როცა ეუბნებიან, რომ რაღაც არ გამოუვათ ან ვერ შეძლებენ. ამის შემდეგ იწყება მიდმივი მუშაობა და საპირისპიროს დამტკიცება. ენერგიის გაცვლა მშვილდოსანს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება.
თხის რქა
თხის რქებს, ისევე როგორც ქალწულებს, უნდა ჰქონდეთ მკაფიო გეგმა, რომელიც უნდა დაიცვან, მაშინაც კი, თუ მიწისძვრა მოხდება და სამყარო ჩვენს თვალწინ იშლება. ის, რაც ნამდვილად ეხმარება თხის რქებს ხარისხობრივად ურთიერთქმედებაში და ენერგიის გაცვლაში გარე სამყაროსთან, არის ნებისმიერი სოციალური მიღწევა: მათი მასშტაბები შეიძლება იყოს ნებისმიერი, მთავარია, რომ ის მნიშვნელოვანია თავად ადამიანისთვის.
მერწყული
მერწყული საუკეთესოდ ინარჩუნებს ოპტიმალურ წონას... ფრენისას: თქვენი ფიტნესი არის ბატუტი, პარაშუტი, სიჩქარე, მოტოციკლი. ასევე, როკჯგუფის გამოსვლაზე წასვლა, ხმამაღლა სიმღერა. გარდა ამისა, სასარგებლოა რაიმე გრანდიოზულის ძიებაში ჩართვა ან რთული პროექტის განხორციელება: მერწყულები არ ნებდებიან, პირიქით - საქმეში თავით გადაეშვებიან და საჭმელს ივიწყებენ.
თევზები
თევზები, ისევე როგორც, კირჩხიბი, ემოციებზე არიან დამოკიდებულნი. მაგრამ ეს არც ისე მარტივია: ნეგატიურმა ემოციებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. უმჯობესია, ფოკუსირდეთ დადებითზე: მაგალითად, პროფესიონალურად ცეკვით ტრენერთან, რომელიც გაგრძნობინებთ მუსიკას და ივარჯიშებთ სრულყოფილ შესრულებაზე. გარდა ამისა, კრეატიულობა და მოგზაურობა თევზებს დაეხმარება, ფორმა შეინარჩუნონ.
წყარო: beaumonde.ge
ასევე საინტერესოა:
🔵 დაიღუპა შვიდი და დაშავდა 32 ადამიანი - შემზარავი ტრაგედია ბრაზილიაში (ვიდეო)
1789741087
ახალი ამბებიშალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს
„მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე“, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგან...
1789739422
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მ...
1789737697
ახალი ამბებიპროკურატურა: ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს...
1789736897
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6071 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6076 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1789736338
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: არავის მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინის მსგავსად აქ პოლიგონი მოგვიწყონ
მმართველი გუნდის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, გარკვეული ძალები უკრაინასა და საქართველოს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში მსხვერპლად და „პოლიგონად“ მოიაზრებენ, რათა ომის გზით რუსეთი დაასუსტონ. როგორც მმართვ...




























