ცნობილი იტალიელი ასტროლოგის კვირის ჰოროსკოპი

გთავაზობთ, ცნობილი იტალიელი ასტროლოგის, პაოლო ფოქსის კვირის ჰოროსკოპს

18 ოქტომბერი - 24 ოქტომბერი

ვერძი - ვალდებულებები, რომელთა აღებაც მოგიწევთ, იმდენია, რომ გაფრთხობთ, ამასთანავე გამოწვევების წინაშეც დაგაყენებთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ 2022 წლის მაისიდან მომდევნო ორი წელი, საოცრად კარგი იქნება თქვენი ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, ამიტომ სჯობს ახლა  გაუძლოთ და შემდეგ შედეგით დატკბეთ. რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებთ, მაგრამ ბევრი რამ თქვენს ხელშია რომ სიის სათავეში მოექცეთ.

კურო - თითქოს უძრავ მდგომარეობაში იმყოფებით. ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ არაფერი ხდება და მუდმივად ელით ხვალინდელ დღეს, მაგრამ ეს მდგომარეობა დიდ ხანს არ გაგრძელდება. მთავარია, თავად მოინდომოთ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები. სიყვარულის მხრივ ცოტა იფრთხილეთ, რადგან შეიძლება ამ პერიოდში კუროს სასიყვარულო ურთიერთობებს წერტილი დაესვას.

ტყუპები - ამ კვირის ასტროლოგიურ რეიტინგში, მესამე საპატიო ადგილს იკავებთ. ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან და მომავალი რამდენიმე დღე, კიდევ უფრო დაგეხმარებიან წინსვლაში, ამიტომ გამოიყენეთ ეს პერიოდი ინიციატივებისთვის. კიდევ უფრო გაგიმართლებთ სიყვარულში, თქვენგან დამოუკიდებლად ისეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდით.

კირჩხიბი - რეიტინგში ბოლო ადგილზე ხართ, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ, მიიღეთ როგორც გაფრთხილება, რომ მომავალი კვირა იმაზე პოზიტიური იყოს, ვიდრე მიმდინარეა. ამისთვის ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტები.

ლომი -  წინა ორ კვირასთან შედარებით, როდესაც ლომები მთელი თავისი ბრწყინვალებით იყვნენ ასპარეზზე წარმოდგენილნი, მიმდინარე პერიოდი შედარებით უღიმღამო და პესიმისტურია, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს კონკრეტული ურთიერთობის დასასრულით. სატურნი გაბრკოლებთ, მაგრამ თქვენი მებრძოლი ბუნება გიშველით.

ქალწული - კვირას ოპტიმალურად დაიწყებთ. მერკური სტიმულს გაძლევთ, ვენერა კი ნოემბრის თვიდან გააქტიურდება. ყოველ ახალ წამოწყებას, იქნება ეს საქმიანი თუ სასიყვარულო, პოზიტიური გაგრძელება მოჰყვება. გაგიჩნდებათ უფრო მეტის გაკეთების სურვილი, მიეცით თავს მოქმედების საშუალება, რადგან ამ კვირაში თქვენი პოტენციალი გაორმაგებულია.

სასწორი - ეს თქვენი კვირაა, ასტროლოგიურ რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებთ. განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში ელოდეთ სიახლეებს. თუ მარტო ხართ, შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდეს ის ადამიანი, რომელსაც ელოდით და გაუცნობიერებლად ეძებდით.

მორიელი - რეიტინგში, მეხუთე პოზიციას იკავებთ. ეს არის პერიოდი, როდესაც გარშემომყოფებს იმაზე მეტ სივრცეს უთმობთ თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე საჭიროა, ან იმსახურებენ. ამან კი, შესაძლოა გადაგღალოთ, თუმცა, თქვენთვის შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მორიელებისთვის თვის ბოლო კვირა, მიმდინარესთან შედარებით, გაცილებით პოზიტიური იქნება.

მშვილდოსანი - ეს პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ. ვისაც პარტნიორი ჰყავს, ურთიერთობა ახალ და გაცილებით უფრო რომანტიკულ ფაზაში გადავა, ვინც ჯერ კიდევ თავისუფალია, სიახლეებს ელოდეთ.

თხის რქა - ბოლოსწინა პოზიციამ რეიტინგში, არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ ძალების აღდგენას დაუთმოთ ეს პერიოდი, რადგან გადაღლილი გაქვთ რაც მოქმედებს როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებზე. წლის ბოლოდან სიახლეებს ელოდეთ.

მერწყული - შესანიშნავ მეორე პოზიციაზე ხართ, ეს არის პერიოდი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ იმ მიზნების და გეგმების განხორციელების დასაწყებად, რომლებიც დიდი ხანია გონებაში გაქვთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.

თევზები - მართალია ამ კვირაში მერვე პოზიციას იკავებთ, მაგრამ ეს კვირა მაინც ძალიან კარგი იქნება საქმიანი თვალსაზრისით. რასაც ვერ ვიტყვით სასიყვარულო ურთიერთობებზე, რადგან ვენერა ისევ ცოტა კონტრაშია თქვენს ნიშანთან, თუმცა ნოემბრიდან პირადი ურთიერთობებიც დასტაბილურდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787329801

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები

„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები...

თენგიზ შარმანაშვილი

1787327140

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაა...

პროკურატურა

1787325239

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ „მაშა და დათვის“ აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ-ლიბერალ-ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ

„რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა „მაშა და დათვს“. ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა „მაშა და დათვი“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. მისივე თქმით, „მაშა და დათვის“ აკრძ...

ჯაბა ხუბუა

1787324565

ახალი ამბები

მარიამ ქებურია: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლისთვის...

მარიამ ქებურია

1787322152

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. „ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდ...

ირაკლი ზარქუა