ვინ იქნება შემდეგი კვირის ფავორიტი - ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
დღეიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 8-14 ნოემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს👇
♈ ვერძი
ამ პერიოდში თქვენი ენერგია არც ისე მაღალია, თუმცა ქმედებისა და მომპოვებლობის უნარი ზომიერადაა შენარჩუნებული. ზოგადად, უმჯობესია ენერგიის დაზოგვა, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ მიზნებს ვერაფერი გაუდგება წინ. მიმდინარე კვირის განმავლობაში, თქვენი პოზიცია, სამუშაო ადგილზე თუ სოციალურ გარემოში, ძალიან მყარია. ახლა თქვენს სიტყვას დიდი ფასი აქვს. არაა რეკომენდებული უკონტროლო ხარჯვა. თავი შეიკავეთ მფლანგველობისაგან.
კვირის დადებითი ენერგეტიკა სასიყვარულო, ან ზოგადად ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს, სადაც გარკვეულ შემთხვევებში დაქორწინებაც კია შესაძლებელი. ასევე, კარგი ეტაპია ყველანაირი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებებისათვის.
სიფრთხილით აკონტროლეთ მიღებული დოკუმენტები, ან ინფორმაცია. ბევრჯერ გადაამოწმეთ წყაროს ნამდვილობა და ასევე თავად დოკუმენტის გამართულობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობა და შეცდომები.
♉ კურო
მიმდინარე კვირას გაორებული, მერყევი ენერგია დაჰყვება. ამდენად, თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხი არჩევანში დგება, რაც კუროსთვის ზოგადად დისკომფორტულია. ამავდროულად, ეს მოსავლის აღების, თქვენი გაწეული შრომის შედეგების მიღების პერიოდია. თუმცა მეტი ყურადღება გმართებთ სამყაროსეული შემოთავაზებების მიმართ. თქვენივე შრომის შედების მიღებაზე ორიენტირებულებს, არ გამოგრჩეთ რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი.
კვირის დადებითი ენერგეტიკა თქვენს განწმენდა-გასუფთებას ემსახურება. სწორედ ახლაა დრო ხისტად და უკანმოუხედავად მოიშოროთ თავიდან ყველანაირი ნეგატიური აზრები, ზრახვები, წყენა, რა თქმა უნდა,, ნეგატიური ადამიანები და ზოგადად სიტუაციები.
ფრთხილად იყავით თვალისმომჭრელ შემოთავაზებებთან, ან დაპირებებთან. „ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არაა“. განსაკუთრებით აკონტროლეთ სამშენებლო სამუშაოები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
♊ ტყუპები
ეს კვირა თქვენთვის დიდი წარმატებისა და მაქსიმალურად პოზიტიური ენერგიების კვირაა. სამყაროს უმაღლესი გონი, წინაპართა სულები თქვენი მფარველობის ზენიტში არიან. ამდენად თქვენთვის ყველა მნიშვნელოვანი თემა წარმატების აურაშია გახვეული. ზედმეტი ძალისხმევა არაფერში არაა საჭირო. დაელოდეთ მოვლენებს. ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც თქვენთვისაა უკეთესი. გაითვალისწინეთ , რომ ამ ეტაპზე ნეგატივიც კი სამომავლო პოზიტივია.
არაჩვეულებრივი დროა ყველანაირი საზღვრების გადალახვისათვის, იქნება ეს მოგზაურობა, ქალაქისა და სამსახურის ცვლილება თუ მენტალური გაფართოება, რაც გულისხმობს კომპლექსებისა და შებოჭილობების დამარცხებასაც. ყველანაირი ნებაყოფლობითი დანაკარგიც კი სათქვენოდ მუშაობს.
მიუხედავად ამ მშვენიერი პერიოდისა, ფრთხილად იყავით თქვენკენ წამოსულ პირფერობასთან, დათაფლულ სიტყვებთან. მხოლოდ ამ გზით თუ შემოგეპარებათ ახლა მანიპულატორი და გამომყენებელი ადამიანი.
♋ კირჩხიბი
მიმდინარე კვირა თქვენთვის მატერიალური სიკეთეებით გამოირჩევა. შესაძლოა, მიიღოთ კარგი ანაზღაურება, გარკვეული ბონუსები ან საჩუქრები. ოჯახში შემოდის კეთილდღეობა და სიუხვე. ზოგთან ეს მართლა ფინანსებია, ზოგთან აღიარება, შენაძენი, და სხვა. ამ პერიოდში არ დაიშუროთ ხარჯები ზოგადად სახლისთვის და ასევე ოჯახის წევრებისათვის. რა თქმა უნდა საკუთარი თავიც არ გამოგრჩეთ. ახლა ოჯახში ჩადებული ფინანსები ასმაგად დაგიბრუნდებათ.
არაჩვეულებრივი პერიოდია ყველა სახის ოპერაციისათვის. ზოგადად სხეულისა და სულის მკურნალობისათვის. ვიზუალის გალამაზებაც ამ კვირის შემადგენელი ნაწილია, იქნება ეს ვიზიტი სალონში თუ სავაჭრო ცენტრში.
ამ ეტაპზე სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო-პარტნიორულ ურთიერთობებში. მოერიდეთ უმნიშვნელო ფლირტსაც კი. სკრუპულოზურად გადაამოწმეთ ყველა შემოთავაზება. დიდია იმისი, რომ ერთმა არასწორმა სიტყვამ ან ქმედებამ მოგიტანოთ გულის ტკივილი და იმედგაცრუება.
♌ ლომი
ამ ეტაპზე, თქვენს ცეცხლოვან ენერგიას დასვენება და ძალების მოკრება ესაჭიროება. არაა რეკომენდებული გადამღლელი სამუშაოების შესრულება, თუმცა აქტივობის ენერგია მაინც ძლიერია, რაც გიიოლებთ ყოველდღიურ რუტინას. ამ კვირის მანძილზე თქვენი ლიდერის უნარები შეფასებული და დაფასებულია. მიუხედავად მატერიალური წონასწორობისა, არაა რეკომენდებული უმიზნო შენაძენების განხორციელება. ხარჯვითი ნაწილი მკაცრად გააკონტროლეთ.
კვირის დადებითი ენერგეტიკა თქვენს ოჯახსა და მის ფასეულობებს უქმნის კარგ გარემოს. კარგი პერიოდია ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად, ზოგადად ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ახლო გარემოსთან ურთიერთობისათვის.
სიფრთხილე გმართებთ ხისტ გადაწყვეტილებებთან. ახლა არაა მართებული თუნდაც ძალიან ნეგატიური ურთიერთობებიდან, არასასურველი სამსახურებიდან გამოსვლა. უმჯობესია ასეთი ქმედებები დროში გადადოთ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.
♍ ქალწული
ამ პერიოდის ენერგეტიკა თქვენთვის ცოტა დამაბნეველია. არჩევანი ბევრია, სადაც ვარიანტებს შორის გიწევთ სათქვენო გადაწყვეტილების მოძებნა. თუმცა კვირა ზოგადად ნაყოფიერია. თქვენი შრომა დაფასებულია, ახლა უხვად იმკით შედეგებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ჯერ კიდევ არაა თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. კიდევ უფრო შორს გახედვა გმართებთ, სადაც თქვენთვის სამყაროსეული საჩუქრებია გამზადებული.
ზოგადად ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმყარესია. აქ გადასარევად იცით საკუთარი თავის ფასი, მაღალია ეგო. ამდენად კარგი პერიოდია სერიოზული საქმეების დასაწყებად, ასევე მკურნალობისათვის, ან თავის მოვლის პროცედურებისთვის.
მიუხედავად ასეთი სიძლიერისა, ამ ეტაპზე მოერიდეთ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას, კონფლიქტებში შესვლას, ზოგადად „ცხრაკლიტულების მტვრევას“, რაც არ უნდა სამართლიანად და დროულად გეჩვენებოდეთ ახლა ასეთი ტიპის ქმედებები. ამისი დროც დადგება და მოგეცემათ უკეთესი საშუალება.
♎ სასწორი
ამ კვირის ენერგიები ძალიან დადებითია თქვენთვის. თქვენი ლოცვა თუ აფირმაცია შესმენილია სამყაროს მხრიდან. გააქტიურებულნი არიან თქვენი დამხმარე ანგელოზები. მფარველობის მანტია გიცავთ ყველანაირი ნეგატივისაგან. ამ პერიოდში მომხდარი უსიამოვნებაც კი, საბოლოოდ თქვენივე კეთილდღეობისათვისაა საჭირო. გააძლიერეთ საკუთარი მიმღებლობა ყველანაირი მოვლენის მიმართ, სამყაროს წყალობის რწმენით.
განსაკუთრებით კარგი პერიოდია სასიყვარულო, თუნდაც მეგობრულ-ნათესაური ურთიერთობებისათვის. ბევრი თქვენგანი მიიღებს მატერიალურ საჩუქრებს, ყურადღებასა და პატივისცემას საყვარელი ადამიანების მხრიდან.
მოერიდეთ მელანქოლიასა და ნეგატიურ ფიქრებს. ამ დადებით ენერგეტიკას ნუ გაანეიტრალებთ საკუთარი შიშებითა და ფობიური ფიქრებით. თუ დააკვირდებით, თქვენი ქვეცნობიერის უფსკრულში უკვე მზე იწყებს გამონათებას.
♏ მორიელი
ამ ეტაპზე, თქვენი მატერიალური პოტენციალი დადებით ენერგიაში დგას. შემოსავლები ზოგადად მოეზიდება მთელ თქვენს ოჯახს. თქვენი ენერგიაც სწორედ რომ ოჯახურ გარემოზე, მის კეთილდღეობაზე, თუნდაც სახლის სარემონტო სამუშაოებზე უნდა იყოს მიმართული. ახლა სახლსა და ახლობლებზე გაწეული ყველა ხარჯი გამართლებულია. ასევე, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი. თქვენ ეს დაიმსახურეთ.
კვირის დადებითი ენერგეტიკა, თქვენში გაააქტიურებს დაფარულ უნარებს, მისტიციზმისაკენ და ყველაფერი არაორდინალურისაკენ მიდრეკილებას. არაა გამორიცხული, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძინოთ ახალი მფარველი ანგელოზი, წასული ადამიანის სახით. ზოგადად ახლა, ისე როგორც არასდროს, ახლოს ხართ მიღმიერ სამყაროსთან. მოუსმინეთ მას და მიიღეთ მისი გზავნილები.
ამ ეტაპზე, თქვენთვის ძალიან საზიანოა მოდუნება და უარგუმენტო მოლოდინი. როცა არ იცით რა, საიდან და რატომ მოვა. რწმენა კარგია, მაგრამ ახლა ის შეიარაღებული უნდა იყოს მიზნებითა და ქმედებებით.
♐ მშვილდოსანი
ამ პერიოდში თქვენი ქმედების ენერგია არც თუ ისე მაღალია, თუმცა ზოგადად არაა ხელის შემშლელი აუცილებელი სამუშაოების შესასრულებლად. მაგრამ სერიოზული პროექტების განხორციელებისათვის, არაა საკმარისი. მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენი ბიზნესი, სამუშაო ადგილი ძალიან მყარია. შესაძლოა ოდნავ აჭარბებდეთ კიდეც საკუთარი უფლებამოსილების გამოვლინებას. მიუხედავად სტაბილური მატერიალური ეტაპისა, არაა რეკომენდებული დაუფიქრებელი ხელგაშლილობა.
ამ კვირის დადებითი ენერგეტიკა საშუალებას გაძლევთ სწორედ ახლა შეძლოთ იმ გადადებული, მოუგვარებელი საქმეების მოგვარება, რაც რისკებს მოიცავდა. გაიაროთ ის ბეწვის ხიდი, ერგვარი ხვრელი, რაც უმტკივნეულოდ და დანაკარგების გარეშე გაგიყვანთ მეორე ნაპირზე.
ამ ეტაპზე მოერიდეთ გეოგრაფიულ გადაადგილებას, მოგზაურობას, სახლისა და სამსახურის ცვლილებასაც კი. ასევე, სიფრთხილე გმართებთ წარსულიდან მობრუნებული ადამიანების ან სიტუაციების მიმართ.
♑ თხის რქა
თქვენთვის მიმდინარე კვირას უხვად მოაქვს საფიქრალი, რადგან შესაძლოა ბევრ თემაში დაგჭირდეთ არჩევანის გაკეთება. ახლა თქვენთვის შედეგების მიღების დროა, სადაც თქვენი ნაშრომი დაფასებულია და შეფასებული. თუმცა, არ დაკმაყოფილდეთ უკვე არსებულით. მიიხედეთ ზურგს უკან, სადაც თქვენთვის გამზადებულია სამყაროსეული საჩუქარი, რასაც შემჩნევა სჭირდება.
კვირის დადებითი ენერგეტიკა ხელს გიწყობთ, რომ სწორედ ახლა გაიხსნას ის შეფერხებული, დაბლოკილი თემები, რომლისთვისაც ადრე არც შრომა დაგიკლიათ და არც თავდადება, მაგრამ თითქოს არ გიმართლებდათ. ამ პერიოდში კიდევ ერთხელ მიიხედეთ უკან და ისევ მიუბრუნდით მსგავს თემებს.
ახლა ყველაზე მეტად სიზარმაცე არ გამოგადგებათ. არ შეგაფერხოთ უკვე არსებულმა საკუთარმა „კომფორტის ზონამ“. არ შეგეშინდეთ მისი დატოვება, რადგან ახლა თქვენი დანიშნულება მოძრაობაა, ახალი საქმეებითა და ახალი გეგმებით, მომავლისაკენ.
♒ მერწყული
მიმდინარე კვირა თქვენთვის ძალიან დადებითი ენერგიებითაა შემოსილი. უმაღლესი ძალები, თქვენი მფარველი ანგელოზები, წინაპართა სულები თქვენს სამსახურში დგანან. მოსალოდნელია გამართლებების სერია, რომელიც სწორედ რომ თქვენივე დამსახურებების შედეგად უნდა დადგეს. თქვენი ნაშრომი და ნაღვაწი შედეგს მოიტანს. ახლა სიმშვიდისა და სასიკეთო მოლოდინის დროა.
კვირის დადებითი ენერგეტიკა დგას ყველა იმ თემაში, რაც დროში გაწელილი იყო. მოლოდინები მიაღწევს გარკვეულ ფინიშს. ბევრ თემაში იგრძნობთ, რომ „ამისი დრო დადგა“. დააფასეთ დრო, არ დაკარგოთ არცერთი წუთი. ყველა დროში გაწერილი დავალება შეასრულეთ სკრუპულოზური სიზუსტით, რაც მოგიტანთ საუკეთესო შედეგებს.
ამ კვირის მანძილზე განსაკუთრებით მოერიდეთ ჭორებს. შესაძლოა არასასურველი ენები თქვენს ზურგს უკანაც გააქტიურდნენ. იყავით ყურადღებით, თუმცა თავად ამ ჭორებში ჩაბმა შეცდომაში და გაუგებრობაში შეგიყვანთ.
♓ თევზები
მშვენიერი პერიოდია თქვენი საოჯახო და მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ახლა დანაზოგის დახარჯვისა და გონივრულად მოხმარების დროა. მაქსიმალურად ჩადეთ თქვენი ფიზიკური და მატერიალური რესურსი ზოგადად სახლის საქმეებში, იქნება ეს რემონტი, მშენებლობა, შენაძენი თუ რაღაც ამდაგვარი. დაიხარჯეთ ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის გულისათვის. ახლა გაცემული თანხები, ერთი-ათად დაგიბრუნდებათ.
ზოგადად ძალიან კარგი პერიოდია ყველა ტიპის საქმიანი ურთიერთობებისათვის. თქვენ ახლა დინების მიმართულებით მიცურავთ. თქვენი პროფესიონალიზმი შემჩნეულია. რაც „სუფთა ხელებითაა შექმნილი“ ის სამართლიანად შემოგიბრუნდებათ. ზოგიერთ თქვენგანს გამოუჩნდება მფარველი და ხელის შემწყობი ადამიანი.
ამ პერიოდში დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ სხვათა აზრებსა და შეხედულებებს. რაც არ უნდა კომპეტენტური იყოს თქვენი გარემოცვა, ახლა დიდია შეცდომაში შესვლის ალბათობა. ის რაც სხვისთვის მისაღებია, შესაძლოა თქვენთვის უკან დამხევი აღმოჩნდეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔴 ზოდიაქოს ნიშნით გამორჩეული მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
🔴 4 ყველაზე მეტად თავქარიანი ზოდიაქოს ნიშანი - სასიყვარულო ჰოროსკოპი
1732433757
სოციალური მედია📸 ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა - პატარა სანის ნათლიები ბერა ივანიშვილი და გიორგი ამილახვარი არიან
„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარ...
1732431772
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ნისლის გამო, დაბალი ხილვადობის გამო გამთენიისას რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, სარეზერვო აეროპორტებში. თბილისის აეროპორტში რეისების მოძრაობა დ...
1732428350
საზოგადოება„ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი, მთებში თოვა და ქარბუქი“ - მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდზე
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ტემპერატურა სეზონურ ნორმას აღემატება, ბათუმში ახლა +25 გრადუსია! ხვალისთვის სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება...
1732394170
საზოგადოებაშუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 სა...
1732388748
ჰოროსკოპირიტუალი, რაც 24 ნოემბერს ფულის მოსაზიდად უნდა ჩაატაროთ!
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 24 ნოემბრის დღე საშუალებას იძლევა თქვენს ცხოვრებაში ფინანსები მოიზიდოთ. ამისთვის მხოლოდ ფურცელი და კალამი დაგჭირდება...