1000 ევრომდე ჯარიმა Green pass-ის გარეშე მგზავრობისთვის და პირბადე ღია სივრცეში - იტალია რეგულაციებს ისევ ამკაცრებს
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაინფიცირების ინდექსის გაზრდის ფონზე, იტალია კოვიდრეგულაციებს ისევ ამკაცრებს. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
იტალიის მთავრობის ბოლო, 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 6 დეკემბრიდან Green pass-ი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვისაც სავალდებულო იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტროლის შემთხვევაში სამგზავრო ბილეთთან ერთად, "მწვანე საშვის" წარდგენაც მოგიწევთ. სწორედ 6 დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. Super Green pass-იც.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს აღნიშნულ საშვი? ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, 600-დან 1000 ევრომდე.
კონტროლს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის წარმომადგენლები და პოლიცია, ან კარაბინერები, ერთობლივად განახორციელებენ, მაგრამ Green pass-ის მოთხოვნის უფლება, მხოლოდ კონტროლიორსაც აქვს და მოქალაქის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ის უფლებამოსილია, პოლიცია გამოიძახოს.
გარდა ამისა, მთელი რიგი ქალაქების ცენტრებში, პირბადე კვლავ სავალდებულო ხდება ღია სივრცეშიც.
მთავრობის განცხადებით, ეს ზომები წინასაშობაო პრევენციისთვის მიიღეს, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის ისევ სწრაფად გავრცელება.
ბოლო მონაცემებით იტალიაში, 16 806 ახალი შემთხვევა და დაფიქსირდა და 72 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ19-ის 5 060 430 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ნინა მამუკაძე
1794229413
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...
1794228598
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და...
1794228363
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქა...
1794228205
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება. დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკ...
1794227569
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩ...































