“ამბობენ, რომ იმიგრანტები მუშაობენ ისეთ სამსახურებში, რომელთაც იტალიელები არ კადრულობენ, ეს ასე არ არის!” - ჯორჯა მელონი

25 სექტემბერს იტალიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია. პარტიები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში შევიდნენ და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა, ერთიმეორეზე მწვავე განცხადებებს აკეთებენ.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, პარტია Lega Nord-ის ლიდერი მატეო სალვინი, თითქმის აღარ, ან ძალიან ცოტას საუბრობს საემიგრაციო პრობლემებზე, ეს როლი ახლა ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა პოლიტიკურმა ფიგურამ, Fratelli d'Italia-ს ლიდერმა ჯორჯა მელონიმ შეითავსა.

ახლახან, ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, მწვავედ ისაუბრა საკითხზე, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც იტალიელების, ასევე იტალიაში მცხოვრები უცხოელებისთვის. საუბარია დასაქმების და სამუშაო პირობების პრობლემებზე უცხოელებთან კავშირში და ცალსახად სუბიექტური დამოკიდებულება გამოხატა.

"იმიგრაცია უნდა გავაკონტროლოთ Flussi-თ და უცხოელები ლეგალურად უნდა შემოვიდნენ იტალიაში, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში ხდება. ამბობენ, რომ იმიგრანტები მუშაობენ ისეთ სამსახურებში, რომელთაც იტალიელები არ კადრულობენ. ეს ასე არ არის! უცხოელები მუშაობენ ისეთ პირობებში, რომელთაც იტალიელები არ შეეგუებიან. თუ იტალიაში ცხოვრება გინდა, ლეგალურად შემოდი. ჩვენი პოლიტიკა უფრო ჰუმანურია, ვიდრე მემარცხენე პარტიების," - აცხადებს მელონი.

ნინა მამუკაძე

იტალია|ფლორენცია

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

კვარაცხელიამ იმ რკინის ფარდის აწევა დაიწყო, რომლის მიღმაც 30 წელია, ბებერი ევროპა არ გვახედებს

შალვა გუჩმაზოვი, ტიტულოვანი მოკრივე საქართველოდან, კარიერას ნეაპოლში გააგრძელებს

ექსკლუზივი: ყველაზე მსხვილმა იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ Corriere dello Sport-მა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილ სტატიაში საქართველო “დიდი დედა რუსეთის” ნაწილად მოიხსენია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770230437

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...

მარკო რუბიო

1770228410

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...

მაკა ბოჭორიშვილი

1770227247

ახალი ამბები

ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....

ვახტანგ თოფურია

1770226159

ახალი ამბები

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა

დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...

ევროკავშირი

1770224443

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!

სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...

გიორგი ჩაკვეტაძე