ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება - ემიგრანტი ჟურნალისტი
ძალიან ბევრ კითხვას მისვამენ ეს იტალიელები. ქართველებივით ცნობისმოყვარეები ყოფილან.
მაგალითად აინტერესებთ, რატომ ჩამოვედი? რა მიზეზი მქონდა ასეთი, რომ ორი შვილი მარტო დავტოვე და აქ ამოვყავი თავი? ახსნით კი აუხსნი, მაგრამ კარგად არ ესმით, ესენი სხვა სიხშირეზე არიან, პარალელური სამყაროს კიდევ უფრო პარალელურ ვერსიაში. ასე იცის გაზულუქებულმა ცხოვრებამ, სხვისი გასაჭირი ძნელი გასაგები ხდება.
საქართველოში სულ ევროპელების ლეგენდარულ შრომისმოყვარეობაზე მესმოდა ამბები. ზუსტად არ ვიცი დანარჩენ ევროპაში როგორაა, მაგრამ ამათ მაგალითზე, ეს ყბადაღებული შრომისმოყვარეობა უფრო მითს ჰგავს.
პატარა ქალაქში ვცხოვრობ, ყველა ერთმანეთს რომ იცნობს, ისეთში. ყოველდღე ვუყურებ მეზობლების მოძრაობას, მისვლა-მოსვლას. სულ ერთობა ეს ხალხი, როდის მუშაობენ არ ვიცი. ამასწინათ რაღაც ინფორმაცია შემხვდა, 60 მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 22 მილიონი მუშაობსო და ეტყობა, მართალია. ამას როგორ მიაღწიეს, ჩემთვის ისევე გაუგებარია, როგორც კორეული ენა. მე რასაც აქ ვუყურებ, იტალიელი კაცის მაგივრად მუშაობს აფრიკელი, ინდოელი, პერუელი, ალბანელი, რუმინელი, იტალიელი ქალის მაგივრად - რუსი, უკრაინელი და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველები
ჰო, ისევ ჩემს ამბავს დავუბრუნდები. რას ვაკეთებ, უთქმელადაც გასაგებია, მაგრამ ამათ აინტერესებთ, ჩემს სამშობლოში არ სჭირდებათ მომვლელები მოხუცებისთვის? აი აქ ვიჭედები. არ მინდა ამათ ვუთხრა, რომ ღარიბზე ღარიბი ქვეყნიდან ვარ, რომ იქ ჩემს ხელობაში მიხდიდნენ ხუთჯერ ნაკლებს ვიდრე აქ მიხდიან მომვლელობაში, რომ იქ პატარა გოგო-ბიჭებს სტაჟირებაში ისე აძრობენ სულს, ერთ კაპიკს არ უხდიან, რომ შეიძლება დღეში ათი საათი, კვირაში ექვსი დღე გამუშაონ და თვის ბოლოს 80 ევრო მოგცენ ხელფასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მაგრამ ვერ ვამბობ ამას სირცხვილით და ვიწყებ ზღაპრების მოყოლას ჩიქორთული იტალიურით. ყველა ჩვენს უბედურებას ვაბრალებ მეზობლად გადაჭიმულ მონსტრს - რუსეთს, მე კი ასე მჯერა, მაგრამ სხვათა შორის, ესენიც იჯერებენ.
ლუიჯინას ერთი დისშვილი დადის ჩვენთან, სენიორ კორნელიო, განათლებული მოხუცი კაცი, საქართველოშიცაა ნამყოფი. ის რომ მოვა, აი მაშინ იწყება ამბავი, პოლიტიკაზე რომ გავაჩაღებთ ხოლმე ლაპარაკს.
უყვართ ამათაც, ჩვენსავით, პოლიტიკაზე ლაპარაკი. ვლანძღავთ რუსეთის საგარეო პოლიტიკას უნისონში. ორივე მხარე კმაყოფილი ვრჩებით! მე კარგი, გასაგებია, ქართველი ვარ და ვერ ვიტან ჩემს მტერს, მაგრამ არ ვიცი, კორნელიოს რატომ უნდა ძულდეს რუსეთი.
ჩემი შვილების გამო ჩამოვედი, მათი განათლებისთვის რომ გადავიხადო მეთქი, ძირითადად ასე ვაკმაყოფილებ იტალიელის ცნობისმოყვარეობას, როცა კითხვების დასმა არ ეზარებათ. სხვათა შორის, ასეთი პასუხი მათ აშკარა კეთილგანწყობას იწვევს. მგონი, " გმირი დედის" სტატუსიც კი დავიმსახურე ამასობაში. რა ვიცი, რამდენიმეჯერ ასეც მიწოდეს.
ნელ ნელა მომეჩვია ეს ხალხი, არაადეკვატურ კითხვებს აღარ სვამენ. ჯორჯიას რომ ვახსენებ, მაშინვე ხვდებიან რომ ამერიკის ჯორჯიიდან არ ჩამოვიდოდი იტალიელი მოხუცების მოსანახულებლად. მაშინვე "რუსია" და "მარნერო" ახსენდებათ.
ისე, რაღაცებით მართლა გვგვანან, განსაკუთრებით ღვინის და გემრიელად ჭამის სიყვარულში, ჭორაობაც მშვენივრად ეხერხებათ და მე თუ მკითხავს ვინმე, არც სიზარმაცეში ჩამოგვრჩებიან. სამხრეთელები არიან რა, ჩვენსავით. ზუსტად ჩვენნაირად აღნიშნავენ დაბადების დღეებს, ახალ წელს და შობას, არაფერი განსაკუთრებული არ შემინიშნავს, უბრალოდ საჭმელი აქვთ განსხვავებული, ვერ ვიტყოდი რომ უფრო გემრიელი. ქართველი ბებიებივით, იტალიელებიც აღმერთებენ შვილიშვილებს და მონაწილეობენ მათ აღზრდაში. კუდიანი დედაბერიც კი ჰყავთ, ბეფანას ეძახიან. მაგრამ მაინც არის ეეერთი უზარმაზარი განსხვავება ჩვენს შორის, თავდაჯერებულები არიან და ეს იგრძნობა ყველაფერში, მათ სიარულში, ქცევებში, ურთიერთობებში, მანქანის მართვაშიც კი. თავდაჯერებულობას ფული, კარგი ხელფასი ანიჭებს ამ ხალხს, ევროგრანტებით, თითქმის უპროცენტო კრედიტებით და ათასი ჯურის სუბსიდირებით წელმომაგრებულებმა კარგად იციან საკუთარი შრომის ფასი და იღებენ იმას, რასაც მოელიან.
ამ ქვეყანას რომ ვაკვირდები და საკუთარ თავს ამ ქვეყანაში, გენიალური იტალიური ფილმი "პური და შოკოლადი" მახსენდება. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ მაშინ, როცა მე საბავშვო ბაღში დავდიოდი, იტალიელები უფრო მდიდარ შვეიცარიაში არალეგალ ემიგრანტებად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და გაცილებით უფრო არასახარბიელო პირობებში, ვიდრე მე ვარ აქ დღეს. გავიდა წლები, მოტრიალდა ისტორიის ჩარხი და ახლა იტალია არჩენს მსოფლიოს ღარიბი ნაწილის შვილებს.
იქნებ ჩვენთვისაც შემობრუნდეს ბედის ბორბალი რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს სამყაროშიო და მაინცდამაინც ჩვენი გამდიდრებაა გამორიცხული?
P.S. ბლოგი ახალ წლამდე დავწერე და დღეს პოსტსკრიპტუმის დამატება გახდა საჭირო. შობა-ახალ წელს გილოცავთ ქართველებო, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მალე სახლში დაბრუნებას გისურვებთ, ვისაც ამისი სურვილი გაქვთ, ოღონდაც უფრო აწყობილ და მოწყობილ სამშობლოში
ავტორი: ლალი იმედაიშვილი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 „ერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყვებოდა“ - ამბავი, რომელიც ძალიან გაგახალისებთ
1793082005
ახალი ამბებიგიორგი გვარაკიძე ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალური მოწვევით, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ინფორმაციას საქა...
1793081867
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ოქტომბერს საქართველოში
27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793081282
მსოფლიოWELT: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ
გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გა...
1793079999
მსოფლიოისრაელში ქნესეთის არჩევნები დაიწყო
ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) 26-ე მოწვევის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე...
1793077529
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის...






























