ბიჭვინთის ტაძარი იტალიურ მარკაზე - საფოსტო მარკა იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობის აღსანიშნავად

"საფოსტო მარკა იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობის აღსანიშნავად.

იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ საფოსტო მარკაზე გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი," - ინფორმაციას იტალიის საელჩო თბილისში აქვეყნებს.


"დღეს იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტრო მიმოქცევაში ჩაუშვებს საიუბილეო საფოსტო მარკას, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება.

იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ საფოსტო მარკაზე (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება "B" ტარიფით: 2,40 ევრო) გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი (ნახატი ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება).

შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა - ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში.

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცდაათი წლისთავი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე აღინიშნება და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც.

დეკემბრის ბოლოს საქართველოს ფოსტა გამოუშვებს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკას, რომელზეც კრისტოფორო კასტელის იგივე ნახატი იქნება გამოსახული. პარალელურად გამოშვებული ორივე საფოსტო მარკის პრეზენტაცია 2022 წლის 27 დეკემბერს თბილისში გაიმართება."

In segno di amicizia tra Italia e Georgia.Oggi viene emesso dal Ministero delle Imprese e del Made in Italy un francobollo celebrativo del trentesimo anniversario delle relazioni diplomatiche fra Italia e Georgia. 

Il francobollo, stampato dall’Istituto Poligrafico e Zecca dello Stato S.p.A. con la tiratura di trecentocinquantamiladieci esemplari per il valore della tariffa B pari a 2,40 Euro, riproduce un disegno raffigurante la Cattedrale di Bichvinta (custodito oggi nella Biblioteca Comunale “Leonardo Sciascia” di Palermo) del religioso italiano Cristoforo Castelli, che operò per quasi venticinque anni in Georgia nel corso del XVII secolo.

La scelta di adoperare uno degli innumerevoli disegni che Cristoforo Castelli realizzò in loco intende rendere testimonianza dell’intensità e della profondità storica dei legami fra i due Paesi, così come del contributo assicurato dagli Italiani alla formazione, nella famiglia culturale europea, di una maggiore conoscenza circa la Georgia.

L’anniversario del trentennale del ristabilimento delle relazioni diplomatiche fra Italia e Georgia, celebrato all’insegna di eccellenti rapporti in campo politico, economico e scientifico-culturale, rappresenta la naturale occasione non solo per constatare con soddisfazione il percorso compiuto insieme negli ultimi tre decenni, ma anche per ripercorrere una plurisecolare tradizione di collaborazione e amicizia.

Le Poste georgiane provvederanno nel corso di dicembre a un’emissione parallela, avente medesimo soggetto e parimenti dedicata al trentesimo anniversario del ristabilimento delle relazioni diplomatiche. La presentazione al pubblico georgiano dei due francobolli avverrà a Tbilisi il 27 dicembre

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795257050

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაც...

ვახტანგ თოფურია

1795256026

საზოგადოება

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგა...

პროკურატურა

1795254822

საზოგადოება

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი: დღეის შეფასებით, 11 წლის ბიჭის და 3 წლის გოგოს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, ბავშვების მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია

დღეის შეფასებით, პაციენტების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ორივე პაციენტთან მუშაობს ფსიქოლოგთა გუნდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთი ბარ...

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი

1795252055

საზოგადოება

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი კაცი

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარ...

სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი

1795250572

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ელექტროენერგიის ექსპორტი

„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედ...

მარიამ ქვრივიშვილი