ეკუთვნის თუ არა, სამუშაო კონტრაქტის გარეშე მომუშავე "ბადანტეს" მეცამეტე ხელფასი და როგორ უნდა გამოითვალოთ, რა თანხა გეკუთვნით

მეცამეტე ხელფასი ეს არის წლიური დამატებითი ანაზღაურება, რომელსაც დამსაქმებელი, სამუშაო სფეროს მიუხედავად, ყველა დასაქმებულ პირს უხდის. იგივე ხდება ოჯახში დასაქმებული პერსონალის შემთხვევაშიც, მაგალითად როგორიცაა მოხუცის მომვლელი, იგივე "ბადანტე". "ბადანტეს" მეცამეტე ხელფასი ეკუთვნის მიუხედავად იმისა, მას უვადო სამუშაო კონტრაქტი აქვს გაფორმებული, თუ ვადიანი, სრულ განაკვეთზე მუშაობს, თუ ნახევარ განაკვეთიან სამუშაოზე.

როგორ გამოითვლება მეცამეტე ხელფასი?

პირველ რიგში აღვნიშნოთ ის, რომ მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება, წლის ბოლოს, დეკემბერში, ან სამუშაო კონტრაქტის დახურვის მომენტში, ანგარიშსწორებისას ხდება. "ბადანტის" მეცამეტე ხელფასი, მისი ყოველთვიური ანაზღაურების ერთი მეთორმეტედია. მაგალითად, თუ ხელფასი შეადგენს 800 ევროს, თვეში გამოდის 66.66 ევრო, რომელიც აკუმულირდება და წლის ბოლოს, ან როგორც აღვნიშნეთ სამუშაო კონტრაქტის დახურვის მომენტში, პირს მთლიანი თანხა გადაეცემა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დამსაქმებელმა მეცამეტეს თანხა, შესაძლოა გადაანაწილოს და ეტაპობრივად, ხელფასთან ერთად გადაუხადოს დასაქმებულს.

მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ "ბადანტე" სამუშაო კონტრაქტის გარეშე, "შავად" მუშაობს ოჯახში, ეკუთვნის თუ არა მას, მეცამეტე ხელფასი?

კითხვაზე პასუხი გახლავთ - დიახ, ეკუთვნის!

მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დამსაქმებელს არ სურს გადახდა? ამ შემთხვევაში, დასაქმებულმა პირმა უნდა იმოქმედოს. პირველ რიგში, მან დამსაქმებელს უნდა გაუგზავნოს მოთხოვნის წერილი, უმჯობესია, თუ ეს იქნება დაზღვეული წერილი, მიღება/ჩაბარების ქვითრით (Raccomandata), ან სერტიფიცირებული ელექტრონული ფოსტის (PEC) საშუალებით, სადაც "ბადანტე" ხაზგასმით აღნიშნავს მის მიერ ნამუშევარი თვეების რაოდენობას. ბუნებრივია, დასაქმებულს უნდა ჰქონდეს რაიმე დამადასტურებელი, რომ მან ნამდვილად იმუშავა აღნიშნულ ოჯახში.

თუ ამან შედეგი არ გამოიღო, დასაქმებულმა უნდა მიმართოს "პროფკავშირებს", ან შრომითი ინსპექციის სამსახურს. ასეთ დროს, ძირითად შემთხვევაში, დამსაქმებელი იხდის დავალიანებას. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდა შეთანხმება, დასაქმებულს შეუძლია შრომითი უფლებების საკითხზე მომუშავე მოსამართლეს მოსთხოვოს განკარგულების გაცემა, რომელიც დამსაქმებელს დავალიანების დაფარვას დაავალდებულებს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, "ბადანტეს" ასევე უფლება ეძლევა მოითხოვოს უმუშევრობის დახმარება "Disocupazione".

შეგახსენებთ, რომ მეცამეტე ხელფასის დავალიანების კანონით მოთხოვნის ვადა არის 3 წელი.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება