ემიგრაციის ბნელი მხარე - რა ხდება იტალიაში და რისი გაძლება უწევთ ქართველ ქალბატონებს
რა ხდება ტარანტოში და რას უძლებენ ქართველი ქალები იქ!!!! - იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, ლელა ლაჩაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს და იმ შემზარავ ფაქტებზე ჰყვება, რომელიც თავს, პირადად მას გადახდა.
exclusivetv.ge-ს მკითხველს ლელა ლაჩაშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ.
„ნაახალწლევს უმუშევარი დავრჩი, ცუდი პერიოდი იყო კოვიდ19-ის გამო დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები, იტალიელები სახლში ისხდნენ და თვითონ უვლიდნენ თავის მოხუცებს. ძნელი გახდა სამსახურის შოვნა ქალაქ ბარში და გადავწყვიტე ტარანტოში წავსულიყავი, რატომ ტარანტო? არ ვიცი, ყოველთვის მესმოდა ტარანტოში სამსახურებიაო, ხელფასებიც მაღალიაო, პირველი კარანტინის დროს, ჩემი ჯგუფის საშუალებით პროდუქტით და თანხით ვეხმარებოდით ბარში და მის ახლომახლო მდებარე ქალაქებში, მაშინ ძალიან იყოჩაღეს ქართველმა გოგოებმა, ყოველდღე შემოდიოდა შემოწირული თანხა უმუშევრებისთვის.
რომის საელჩოც გვაწვდიდა თანხას, მეც ვმუშაობდი მაშინ და ფული რომ გამოილეოდა საკუთარი ჯიბიდან ვიღებდი და ვაწვდიდი უმუშევრებს, ტარანტოშიც ხშირად მოგვიწია დახმარება გამოკეტილ ბინებში მსხდომ უმუშევრებისთვის. ვიცნობდი რამდენიმე ბინის მეპატრონეს და ესეც იყო მიზეზი ალბათ ჩემი იქ წასვლის.
ჩავალაგე ჩემოდნები და გავუდექი გზას, ფული ფაქტობრივად აღარ მქონდა, ბინაში რომ შევედი 70 ევრო 10 დღის წინასწარ გადავიხადე და დამრჩა ცოტაოდენი პურისფული თავი რომ გამეტანა. ტარანტო ძალიან მომეწონა ზღვისპირა ლამაზი და მყუდრო ქალაქია ძველი რომაული არქიტექტურით. რასაც ვერ ვიტყვი ბინაზე ნესტიანი და უჰაერო პირველი სართული, მაგრამ რას დავეძებდი, თავიდანვე შევთანხმდით რომ სამ ადამიანზე მეტი არ უნდა ჰყოლოდა ოთახში, როგორც აღვნიშნე ვირუსი მძვინვარებდა და საშიში იყო. ორი გოგო დამხვდა, ერთი ახალი ჩამოსული, მეორე ძველი გამოცდილი. თვეზე მეტია უმუშევრები ვზივართო, გამიკვირდა - რატომთქო, განა ტარანტოში სამსახური ჭირს? გოგოებმა თქვეს, რომ იყო ერთი ქალბატონი იტალიელი, კატია, რომელმაც რომ დაგასაქმოს, ჯერ გარეგნულად უნდა მოეწონო და მის შემოთავაზებულ სამსახურზე უარი არ უნდა თქვა, მიუხედავად იმის რომ არ გაჩვენებს რა ტიპის სამსახურში შეჰყავხარ, აუცილებლად უნდა თქვა თანხმობა თორემ დაგბლოკავს და სამსახურს აღარ შემოგთავაზებსო.
სწორედ ამ იტალიელი დამსაქმებლისგან იყვნენ დაბლოკილი ეს გოგოები. პირველივე შეთავაზებაზე, „აპუნტამენტოს“ (წინასწარ დაჯავშნილი შეხვედრა) გარეშე არ წავიდა ერთ-ერთი, იმან კი გაბრაზებულმა მეორეც დაბლოკა. რამდენიმე დღის შემდეგ ბინაში ხალხი მოგვემატა, ბინის მეპატრონეს რა თქმა უნდა აღარ ახსოვდა ჩვენი შეთანხმება, რომ ბინა ხალხით არ უნდა გავსებულიყო. მთელი დღე ქუჩაში დავდიოდი იმ ნესტში და ხალხმრავლობაში ყოფნას ასე მერჩივნა.
ერთ საღამოს, როცა შინ დავბრუნდი, შუახნის ქალბატონი თავწაკრული დამხვდა. გოგოებმა თქვეს ლამის ხელში ჩაგვაკვდაო, ვიცოდი ამ ქალბატონს გულზე რამდენიმე შუნტირება ჰქონდა გაკეთებული, შემეშინდა და ვიკითხე რა მოხდა-თქო. იმ სამსახურიდან საიდანაც გამოვიდა, 400 ევრო აქვს დარჩენილი ხელფასი და „აჯენცია“ (დასაქმების ბიურო) აღარ აძლევსო. გაირკვა რომ ეს ქალბატონიც იმ იტალიელი კატიას დასაქმებული ყოფილა და სამი თვის წინ ასე „აპუნტამენტოს“ გარეშე (უნახავად) შეუყვანია იმ სამსახურში, ორ ფსიქიკურად აშლილ პირთან. მას შემდეგ ყოველდღე სთხოვდა ეს ქალბატონი, ენახათ შემცვლელი რომ გამოსულიყო იმ საშინელი ოჯახიდან. ბოლოს რომ ვეღარ გაჩერდა, დატოვა და წამოვიდა, ამიტომ ეს ქალბატონი კატია, რომელსაც ქართველი დამხმარეები ჰყავს (ასეთი საქმეების მოკვარახჭინებაში) კუთვნილი ხელფასის მიცემას აღარ აპირებდა და მისგან ასეთი საქციელი ჩვეულებრივი, ამბავი იყო.
არ მსურს საკუთარ თავზე ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი ბინაში ყოფნა აშკარად ძაბავდა სიტუაციას, მაშინვე არა მაგრამ, მეორე მესამე დღეს ქალებმაც მიცნეს, ინტერნეტიდან. უხეშად ჩარევა არ მინდოდა, ვთქვი რომ ამ ქალბატონს არაფერი დაემართოს აქ თორემ იმედი ნურავის ექნება რომ გავჩუმდებითქო. შემდეგ ორიოდე დღით სამსახურში მომიწია შესვლა, მომცეს რაღაც, რასაც ვერ გაყიდდნენ (იგულისხმება სამსახური) და მეც მომიმადლიერებდნენ. მოკლედ ორ დღეზე მეტი ვერ გავჩერდი იქ, მოხუცი ალცჰაიმერით იყო დაავადებული და დილიდან საღამომდე საზარელი ხმით ყვიროდა. რომ დავბრუნდი გავიგე რომ ქალბატონისთვის ფული მიუციათ. სამაგიეროდ ეს ახალი ჩამოსული გოგო გაუშვიათ ტარანტოდან 5 საათის სავალზე, გაურკვეველი მიმართულებით კატიას გოშიებს და ბინაში გოგოებმა ისიც არ იცოდნენ რომელ ქალაქში თუ სოფელში წაიყვანეს. იმ გოგოს სოციალური ქსელით დავუკავშირდი, აბობდა, რომ არ ეუბნებოდნენ ქალაქის სახელს ოჯახის წევრები, უენო და გამოუცდელი გოგო ორ პირთან შეუშვეს სამუშაოდ, საჭმელს არ აჭმევდნენ და ბაბუას გვერდით უნდა დაეძინა.
იმ გოგომ იყოჩაღა, მეოთხე დღეს დაავლო ხელი ჩემოდანს და ტრასაზე გამოვიდა, მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა და მიუხედავად იმის რომ სად იყო ისიც არ იცოდა. ღმერთმა უშველოს ვიღაც გამვლელს საღებავებით მოსვრილ (მღებავი იყო ალბათ) იტალიელს ჩაუსვამს მანქანაში და უახლოეს სადგურამდე, (მაინც რომ საათ-ნახევარი იყო სავალი) მიუყვანია.შეშინებული გოგო გაქცევას აპირებდა საქართველოში, აღარც იმას დაეძებდა ვალებით რომ იყო ჩამოსული.
ამ ამბიდან, მეორე დღეს ვიღაც ქალი შემოიჭრა ბინაში და წესიერად სალამიც არ უთქვამს ისე გამოაცხადა: ხვალ ათ საათზე სუპერმარკეტ „ლიდლთან“ იდექით ყველანი კატია მოვა და დაგათვალიერებთო, ჩაიცვით წესიერად და მოწესრიგდითო თქვა ტუჩაბზუებით და წავიდა.
დატრიალდნენ გოგოები, მოწესრიგება არც ისეთი ადვილია ბინაში, სადაც დაბანა და გარეცხვა დიდ ფუფუნებად ითვლება კვირაში ერთხელ, მაგრამ თუ გარეცხე სად გაფინო ისიც არ იცი. მე, ასეთ სიტუაციაში, 6 წელია იტალიაში ვარ და არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობდი მიმეტოვებინა ყველაფერი და დავბრუნებულიყავი ბარში, მაგრამ რაღაც ისეთი დამემართა მძაფრ სიუჟეტიან ფილმს რომ უყურებ, გინდა დაანებო თავი და ვერ ანებებ, ბოლომდე აგრძელებ ყურებას.
რა თქმა უნდა გასასინჯად გასვლას არ ვაპირებდი და რაც ამ ქალაქში ჩამოვედი სულ გავურბოდი ამ ქალთან შეხვედრას, რომელსაც ქართველები ძალიან არ უყვარდა თურმე, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ფული ეკეთებინა და ესარგებლა მათი უსუსურობით იმდენად რომ, ოჯახში შეყვანის და დასაქმების მერე კანონით კუთვნილი, მეცამეტე ხელფასით, დასვენების დღეების ანაზღაურებით და ყველა პრივილეგიით მათ მაგივრად ესარგებლა. დასაქმებაში ხომ უხდიდნენ ფულს მას და მის გოშიებს, თან ხელფასზეც მათი შემყურენი უნდა ყოფილიყვნენ. ოჯახი ხელფასს დასაქმების ბიუროს ურიცხავდა ყოველთვე, ერთი და იგივე დროს, თუმცა კატია და მისი ხალხი ხელფასიდან თანხასაც აკლებდნენ და თან ათი დღის დაგვიანებითაც უხდიდნენ ქართველებს.
მოკლედ, რომ გითხრათ სრული განუკითხაობაა ის რაც ტარანტოში ვნახე. სხვა ქალაქებში არ მინახავს თუმცა პულიაში ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი. ახლა ვწერ და მოგონებაც მზარავს, რამდენს უძლებენ ჩვენი ქალები და რა ძნელად ინარჩუნებენ სახეს რომ თვითონაც ისეთები არ გახდნენ.
ძალიან გამიგრძელდა თხრობა და იმის ნაწილიც ვერ მოვყევი რაც იქ ხდება, შეუძლებელია ყველაფრის დაწერა, მაგრამ რაც დავწერე ესეც საკმარისი უნდა იყოს მგონი იმისთვის რომ ვინმემ, ვისაც ხელეწიფება ყურად იღოს ემიგრანტის გასაჭირი და იფიქროს იმაზე, როგორ შეიძლება ეშველოს ამ საქმეს.
თხრობას იმით დავასრულებ, რომ ბოლოს მეც მომიწია ამ ქალბატონთან შეხვედრა, თუმცა არ ვიცოდი რომ ის იყო ვისზეც ამდენი მსმენოდა. მანქანით მომაკითხა და წამიყვანა სამსახურის სანახავად, ასე მგონია ჩემს შესახებ რაღაც იცოდა, საკმაოდ თავაზიანად იქცეოდა, თუმცა ოჯახში მოლაპარაკების დროს თავი ვერ შეიკავა და როდესაც დასვენების დღეებზე, მუშაობის ანაზღაურებაზე მირიგდებოდა დამსაქმებელი ოჯახი, თქვა რომ ქართველები ამაში ფულს არ იღებენო და ეტყობა ისეთი სახე მქონდა მეტი ხმა არ ამოუღია. იტალიელები ვერც მიხვდნენ, რისი თქმა უნდოდა ამ ქალს, მათთვის წარმოუდგენელი იყო ადამიანს სადღესასწაულო და დასვენების დღეებზე ანაზღაურების გარეშე ემუშავა. იმ სამსახურისთვის აღარ დამიცდია, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი აქ დარჩენა არ გამოვიდოდა. მეორე დღეს დავბრუნდი ბარში, თუმცა ხშირად ვფიქრობ ტარანტოზე და იქ დარჩენილ, მგლის ხახაში ჩავარდნილ ქალებზე. და რაც ყველაზე ცუდია ასეთი დასაქმების ბიუროები იქ უამრავია.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.“ - წერს ლელა ლაჩაშვილი.
სტატიაზე იმუშავა ხათუნა შარაძემ
1778822078
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი კშიშტოფ ბრეიზაზე: რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, ნაცი რომ არ იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას ეხმაურება, ევროპარლამენტის მიერ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალ...
1778821294
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...
1778790923
ახალი ამბებინინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ
ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე. მისი თქმით, მათ გაა...
1778789037
ახალი ამბებინინო წილოსანი: ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აშშ აკრიტიკებს
ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა...
1778787368
ახალი ამბებისადღობელაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: სხვადასხვა პატრონი ჰყავდათ, მაგრამ მიზანი ყოველთვის იყო - ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო, გვარამიას განცხადებები და კოლექტიური გახარიების გააქტიურებაც ამ სცენარის ნაწილია
„ეს ადამიანები დიდი ხანია, ერთ თამაშს თამაშობენ! თამაშს, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება. დღეს უკვე აშკარაა, რომ როცა გარედან დავალება მოდის, ყველა განსხვავება ავიწყდებათ და ერთ ხაზზე დგე...































