იტალიაში მყოფი ემიგრანტების საყურადღებოდ – ყველაფერი პოლიტიკური თავშესაფარისა და ოჯახური გაერთიანების შესახებ
საჭირო ინფორმაცია, იტალიის კანონმდებლობის ფარგლებში, პოლიტიკური თავშესაფრისა და ოჯახური გაერთიანების შესახებ.
ამ საკითხებზე ამომწურავ პასუხებს, ასოციაცია Tutto Insieme Georgia-ს პრეზიდენტი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ხათუნა ტატუნაშვილი გვთავაზობს.
იმ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დროებითი, ან ჰუმანიტარული დაცვის სტატუსი, აქვს უფლება, გააკეთოს ოჯახური გაერთიანება. ოჯახის წევრები, რომლებზეც შესაძლებელია ოჯახური გაერთიანების მოთხოვნა:
- მეუღლე, რომელიც ოფიციალურად არ არის განქორწინებული და ქორწინებაში არ იმყოფება სხვა პირთან;
- არასრულწლოვანი შვილები (მეუღლის შვილები, ან ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილები) იმ პირობით, რომ მეორე მშობელი (თუ არსებობს) აძლევს თანხმობას. (შვილად აყვანილი და მეურვეობის, ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი გათანაბრებულია შვილთან);
- სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ობიექტური მიზეზების გამო (ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებლობების სრული “100%-იანი” შეზღუდვა), არ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ საარსებო საშუალებებზე;
- მშობლები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში არ ჰყავთ სხვა შვილები, ან ქორწინებაში არ იმყოფებიან სხვა პირთან;
- 65 წელზე უფროსი ასაკის მშობლები, თუ სხვა შვილები ვერ ახერხებენ მათზე ზრუნვას ჯანმრთელობის მიზეზების გამო (ჯანმრთელობის მიზეზების დოკუმენტური დამოწმებით) და თუ, აღნიშნული მშობლები, არ იმყოფებიან ქორწინებაში სხვა პირთან;
- იტალიაში ლეგალურად მობინადრე არასრულწლოვანი შვილის ბიოლოგიური მშობელი.
როგორ ხდება ოჯახური გაერთიანება?
ამისთვის არსებობს ორი გზა:
1. “Ricongiungimento familiare”-ოჯახური გაერთიანება სამშობლოდან მოწვევით (იგზავნება “Nulla osta” საქართველოს საელჩოში და გაიცემა ერთწლიანი ვიზა_ეს პერიოდი განსაზღვრულია საბუთების სისრულეში მოყვანისათვის);
2. „Coesione familiare”-ოჯახური გაერთიანება ადგილობრივად (როდესაც ოჯახის წევრები იმყოფებიან იტალიაში და აღნიშნულ ქვეყანაში მათი ვიზიტი არ აღემატება 1 წელსა და 3 თვეს).
ოჯახური გაერთიანებისათვის საჭირო დოკუმენტები:
1. 16,00 ევროს ღირებულების “Marca da bollo”, რომელიც უნდა დაერთოს მოწვევის განაცხადს და ჩაჰბარდეს პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებაში - „Sportello Unico”_ ასლის, ან ორიგინალის სახით;
2. ბინადრობის ნებართვის ასლი ან საფოსტო ქვითარი, რომელიც ითხოვს ბინადრობის ნებართვის გაცემას__(იგულისხმება საბუთის განახლება ვადის ამოწურვის შემთხვევაში);
3. განმცხადებლის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის – “Titolo di viaggio”, ან პასპორტის ასლი. ქსეროასლები უნდა იყოს იმ გვერდებზე, რომლებიც ეხება პერსონალურ მონაცემებს, გამოშვების თარიღსა და ვარგისობის ვადას (ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ სასურველია სრული იდენტიფიცირების მიზნით);
4. ოჯახის სტატუსის სერტიფიკატი (ნათარგმნი იტალიურად, ან ინგლისურად და ლეგალიზებული/დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით, რომელიც მოქმედებს 6 თვის განმავლობაში);
5. ოჯახის წევრების პირადი დოკუმენტების ასლები და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნათარგმნი და ლეგალიზებული საკუთარ ქვეყანაში); სად უნდა გაიგზავნოს განაცხადი? – განაცხადი უნდა წარდგეს იმ ქალაქის პრეფექტურაში, სადაც განმცხადებელი ცხოვრობს. განაცხადი კეთდება ინტერნეტის საშუალებით. განაცხადის წარსადგენად, შევსებასა და გაგზავნაში, შეგიძლიათ (და გირჩევთ) დახმარება მოითხოვოთ ავტორიზებული ასოციაციებიდან, როგორიც არის “Patronato” და ა.შ.პრეფექტურის საემიგრაციო განყოფილებაში, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნის ელექტრონულად გაგზავნის შემდეგ, საქმე განიხილება 180 სამუშაო დღის განმავლობაში, რომლის დროსაც, აღნიშნული საკითხი გადამოწმდება ყველა ინსტანციაში, მათ შორის პოლიციის შტაბში. ეს უკანასკნელი გამოიკვლევს და დააყენებს მოსაზრებას იმ მიზეზების არსებობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდეს ხელის შემშლელი ოჯახის წევრების იტალიაში შესვლისთვის (დაბრკოლებები შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგისთვის საშიშროების შემთხვევებით), ხოლო დადებითი ანალიზის შემთხვევაში, პოლიციის შტაბი დაადასტურებს ოჯახის წევრების შემოსვლის აკრძალვის მიზეზების არარსებობას.
შემდეგი პროცედურები:
შემდეგ, „Sportello Unico” დააყენებს ავტორიზაციის “Nulla Osta”- ს საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება (დოკუმენტური შეფერხებები) ,,პრეფექტურა გამოსცემს უარის ბრძანებას (რომლის წინააღმდეგაც შესაძლებელია ადგილობრივ სასამართლოში გასაჩივრება) . “Nulla Osta” ასევე გაიგზავნება განმცხადებლის მშობლიურ ქვეყანაში მდებარე იტალიის საკონსულო ოფისში, რომელიც პასუხისმგებელია მიწვეული პირებისთვის ვიზის გაცემის სუბიექტური მოთხოვნების შემოწმებაზე (ამ შემთხვევაში იგულისხმება ოჯახური კავშირების არსებობა). ამის შემდეგ, ოჯახის წევრები წარდგებიან, თავისი ქვეყნის იტალიის საკონსულო დაწესებულებაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად.
პ.ს. ოჯახური გაერთიანების მიზნით, იტალიაში ოჯახის წევრების შემოსვლის დღიდან 8 დღის განმავლობაში, აუცილებლად უნდა ეცნობოს (ტელეფონით) პრეფექტურას ამ ფაქტის შესახებ. შემდეგ დაინიშნება ვიზიტის თარიღი და ყველა ოჯახის წევრი ერთად წარდგება პრეფექტურაში განმცხადებელთან ერთად. ლტოლვილის სტატუსის მფლობელი, ოჯახური გაერთიანებისას, არ არის ვალდებული, წარმოადგინოს შემოსავლების არსებობა „Reddito” და საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფა „L’idoneità alloggiativa”.
წყაროები: საკანონმდებლო განკარგულება, 2008 წლის 3 ოქტომბერი, N 160._მუხლი 28. ფინანსთა შესახებ გაერთიანებული კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტი 286/98._251/07 საკანონმდებლო განკარგულების 22-ე მუხლი „კვალიფიკაციის შესახებ.“ მე -5 მუხლი, მე -6 პუნქტი DL 286/98._29-ე მუხლის მე -3 პუნქტი და 30-ე მუხლი. 286/98._საკანონმდებლო განკარგულება n. 5, 2007 წლის 8 იანვარი (შესწორებული სახით).
Exclusivetv.ge – ხათუნა შარაძე
ამავე თემაზე:
⭕ დროებითი „Codice fiscale"-ს წყალობით შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულების დადება
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































