იტალიური "ფესტები" - როდის გეკუთვნით დასვენება?
კერძო სექტორსა და ოჯახებში დასაქმებულ პირებს (მომვლელი, ძიძა, მოახლე), ისეთივე შრომითი უფლებები აქვთ, როგორც სხვა სექტორებში დასაქმებულებს. მათ შორისაა საყოველთაო სადღესასწაულო დღეების გამოყენება, იქნება ეს რელიგიური, თუ ნაციონალური დღესასწაულები.
თქვენ სრული უფლება გაქვთ, ეს დღეები, თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ, რადგან გეკუთვნით როგორც დასვენება, ასევე ანაზღაურება, მაგრამ ოჯახში დასაქმებული პირების შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ოჯახი, დასაქმებულ პირს სადღესასწაულო დღეებშიც სთხოვს მუშაობას. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამატებით უნდა გადაგიხადოთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება სამუშაო კონტრაქტის ტიპის მიხედვით.
გთავაზობთ სადღესასწაულო, დასვენების დღეების სრულ სიას იტალიურად, ქართული შესატყვისით (ზოგიერთ შემთხვევაში, არა პირდაპირი თარგმანით, არამედ ქართული მნიშვნელობით).
1 იანვარი - Capodanno - ახალი წელი
6 იანვარი - Epifania – ნათლისღება
9 აპრილი (2023წ.) - Pasqua - აღდგომა (მოძრავი თარიღი)
10 აპრილი (2023წ.) – Lunedi del Angelo - მიცვალებულთა ხსენების დღე (დიდი ორშაბათი, მოძრავი თარიღი)
25 აპრილი - Festa della liberazione - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
1 მაისი - Festa dei lavoratori - მშრომელთა დღე
2 ივნისი - Festa della Repubblica - რესპუბლიკის დღე
15 აგვისტო - Ferragosto - ღვთისმშობლის მიძინების დღე
1 ნოემბერი - Tutti i santi - ყველა წმინდანის დღე
8 დეკემბერი - Festa dell’immacolata - ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღე
25 დეკემბერი - Natale - შობა
26 დეკემბერი - Santo stefano - წმინდა სტეფანეს ხსენების დღე
ასევე, იმ ქალაქის მფარველი წმინდანის დღე, სადაც მუშაობთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 Green pass-ის გარეშე "ბადანტემ" სამუშაო ადგილი უნდა დატოვოს - იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება
🔴 როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება
1765127843
საზოგადოებაგივი მიქანაძე: ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას
ჩვენ უზრუნველყოფთ ისეთ საგანმანათლებლო სისტემას, რომელიც 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მოსწავლის სრულფასოვან განათლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების და მეცნიერებისა და ახალგაზ...
1765127025
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის
ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერ...
1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...


























