„ქართველო ემიგრანტებო, აუცილებლად მოვყვები თქვენს შესახებ, 2 აპრილს, რომში, ტელევიზიაში“ - თემურ კილაძე

„არც არავის განსჯას ვაპირებ, შეგიძლიათ თავს არ დამესხათ, უბრალოდ ეს ჩემი აზრია ემიგრაციასთან დაკავშირებით, რადგან თავადაც კარგად ვიცი რას ნიშნავს მიგრაცია“ - წერს თემურ კილაძე, რომელიც აქტიურად აქვეყნებს ემიგრაციასთან დაკავშირებულ თემატიკაზე სხვადასხვა წერილებსა და ესეებს.

„დედას და მამას, ყოველ ზაფხულს, შვილი მატარებლით მიჰყავდათ ბებიასთან, სოფელში, მეორე დღეს,
ისინი, იმავე მატარებლით, ბრუნდებოდნენ შინ.
ბიჭმა, როდესაც გაიზარდა, მშობლებს უთხრა:
- უკვე ისეთ ასაკში ვარ, წელს ბებოსთან მარტო წასვლა რომ ვცადო, რას იტყვით?
მოკლე დისკუსიის შემდეგ, მშობლები შეთანხმდნენ, ბიჭი ბებიასთან გაეშვათ. ისინი სადგურის ბაქანზე იდგნენ და ფანჯრიდან ბოლო რეკომენდაციებს იძლეოდნენ. ბიჭი იმეორებდა:
- კი, ვიცი, ვიცი, ასჯერ მითხარით უკვე... მატარებელი, სადაც იყო, აპირებდა გასვლას, რომ მამამ უთხრა ბიჭს:
- შვილო, თუ უეცრად ცუდად გახდი ან შეგეშინდა, ეს შენთვისაა! - და შვილს ჯიბეში რაღაც ჩაუდო.

ბიჭუნა მარტო დარჩა მატარებელში, იჯდა ვაგონში, მშობლების გარეშე, პირველად. ცნობისმოყვარედ იყურებოდა ფანჯრიდან. ირგვლივ უცნობმა ადამიანებმა შეავიწროვეს, იხმაურეს, კონტროლიორმა მარტოობაზე კომენტარი გააკეთა, ვიღაცამ განკითხვით შეხედა და, უეცრად, ბიჭმა ძალიან უხერხულად და სევდიანად იგრძნო თავი, უფრო და უფრო დაბლა დაიხარა, სავარძლის კუთხეში ჩაეშვა და ცრემლებმა თავისით იწყეს თვალებიდან დენა...
უეცრად, სრულიად მარტოსულს, გაახსენდა, რომ მამამისმა ჯიბეში რაღაც ჩაუდო. აკანკალებული ხელი ჩაიყო ბავშვმა ჯიბეში და იქ რაღაც ფურცელი იპოვა, რომელზედაც ეწერა:
- შვილო, ბოლო ვაგონში ვართ!...

თემურ კილაძე: ერთხელ უკვე დავწერე, რომ თქვენი შვილები გაცალმტვერებულს დაგახვედრებს ყველაფერს თუ თქვენ არ შეიცვლებით. კი იმართლებთ თავს რომ პირველ ვაგონში გვყავს შვილები და რა ვქნათო, მაგრამ…. თქვენ შვილებს რა მაგალითი მიეცით?! დედა ვერ იტირეთ, მამა ვერ იტირეთ და ბევრი კიდე სხვა და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოიცალეთ.

100% ვიცი, რომ თქვენი პირველ ვაგონში მჯდომი შვილები, როგორც კი გადაჯდებიან ბოლო ვაგონში, თქვენც ისევე მოგექცევათ, ამიტომ ხალხო მოსინჯეთ და შეიცვალეთ. ვისაც არ მოგწონთ, ჩემი წერილები და წერთ რა მძიმე პოსტებს წერს, რა საშინელი კაციაო, - თქვენ ან ცივი წყალი დალიეთ ან ანეკდოტები იკითხეთ. ვიცი რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს და თქვენ თქვენი, ჩვენი გზები არ იკვეთება. მე პირველ ვაგონშიც კარგად ვგრძნობდი თავს და ბოლოშიც ყველაფერი ადამიანურად გავაკეთე.

წარმატებები თქვენ ქართველო ემიგრანტებო. აუცილებლად მოვყვები თქვენზე, 2 აპრილს რომში ტელევიზიაში, მაგრამ ვიტყვი ყველაფერს კარგს, ცუდს სხვის გასაგონად ვერ ვიტყვი, ცუდს მხოლოდ აქ გეუბნებით ჩვენს შორის რომ დარჩეს.“ - წერს თემურ კილაძე.

მკითხველს შევახსენებთ, რომ თემურ კილაძის წიგნი, „ოქროს საწმისი“ იტალიურმა გამომცემლობა „albatros“-მა ახლახან გამოსცა და ის იტალიის წიგნის მაღაზიათა ქსელში უკვე იყიდება.

აგრეთვე დაგაინტერესეთ:

📌 ემიგრაციაში უსაშინლესი პრობლემაა ე.წ. დამსაქმებლის ინსტიტუტი, ისინი თაღლითურად, თვეში რამდენჯერმე ყიდიან სამსახურს - ანა ბურდული

📌 „იგივე სისპეტაკე ვიპოვე ქართველებში, ისინი ჩვენსავით არ არიან შეპყრობილნი სასაქონლო კულტურით. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ ოცნება“ - ჯულიო გრეკო

📌 იტალიაში დაკარგულ დედა-შვილს ეძებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791381935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...

ირაკლი კობახიძე

1791380679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

ირაკლი კობახიძე