„სანატორია 2020“ - რა ეტაპზეა საბუთების განხილვა

2020 წელს გამოსული „სანატორიის“ საფუძველზე იტალიაში ბინადრობის ნებართვის (Permesso di soggiorno) მისაღებად განაცხადი 230 000-მა არალეგალმა უცხოელმა გააკეთა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 60 000 ბინადრობის ნებართვაა გაცემული, მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 26%. პროცესი შედარებით დაჩქარდა მიმდინარე წლის თებერვლიდან. მანამდე კი, კანონის გამოსვლიდან თებერვლამდე, საქმეების მხოლოდ 5% იყო განხილული.

განსაკუთრებით რთული სიტუაციაა დიდ ქალაქებში. მაგალითად, მილანში, 26 000 მოთხოვნიდან, მხოლოდ 2000-ია დაკმაყოფილებული, რომი - 16 000-დან მხოლოდ 60, ტურინი -  5000-დან 760, ნეაპოლი - 17 500-დან 641, კაზერტა - 3700-დან 285. შედარებით უკეთესი სიტუაციაა შემდეგ ქალაქებში: ბარი - 4150-დან 2000, ბოლონია - 3884-დან 2177, რეჯო-კალაბრია  - 2000-დან 950, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც კრიტიკულია.

უკეთესი მდგომარეობაა „სანატორიით“ განსაზღვრული იმ საქმეების განხილვის მხრივ, რომლებიც დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, საფოსტო გზავნილის, ე.წ. KIT-ის საშუალებით გაიგზავნა. 13 000 განაცხადიდან დადებითად დასრულდა 9942 საქმე, 1500-ს უარი ეთქვა, დანარჩენი განხილვის პროცესშია.

ეს ყველაფერი ათიათასობით უცხოელს დაბრკოლებებს უქმნის როგორც სამუშაო, ასევე სოციალურ ინტეგრაციაში და აგრეთვე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაში. განსაკუთრებით კი იმ სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრ, საბუთების მომლოდინე არალეგალს, პრობლემა შეექმნა ვაქცინაციისა და Green pass-ის მიღების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ამის საშუალებას აძლევდათ.

განაცხადების განხილვის დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი პრეფექტურებში პერსონალის ნაკლებობა გახლდათ. 800 თანამშრომელი, რომელთაც საქმიანობა გასული წლის მაისში უნდა დაეწყოთ, თითქმის ერთი წლის დაგვიანებით, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში შევიდნენ პრეფექტურებში, რის შედეგადაც საქმეების განხილვის პროცესი დაჩქარდა. თუმცა, მათი კონტარქტები მხოლოდ ექვსთვიანია. იმედი ვიქონიოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, კონტრაქტების გახანგრძლივების ბრძანებას ხელს მოაწერს, რაც ავტომატურად აისახება ბინადრობის ნებართვის საქმეების განხილვის ვადების დაჩქარებაზეც.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი