საქართველოში ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურის საშობაო მილოცვა
"შობა-ახალი წელი წლის განსაკუთრებული პერიოდია, რომლის დროსაც ბეთლემში ჩვილი იესოს დაბადებით შთაგონებული საქრისტიანო თავის სანუკვარ ფიქრებს მიაპყრობს და „ხელს უწვდის“ ოჯახებსა და მეგობრებს, საკრებულოებსა და საზოგადოებას.
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, გასულმა წელმა უამრავი სირთულე და საფიქრალი დაგვიტოვა - უსაშველოდ გაჭიანურებული კოვიდ პანდემია, რთული ისტორიული კონტექსტი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცირება, ხშირად, საუბრის დროსაც კი.
და მაინც, 2021 წელს მომსწრენი გავხდით არაერთი ნაყოფიერი შეხვედრისა, დიალოგისა თუ განხორციელებული პროექტისა.
უპირველეს ყოვლისა, დიდად ვაფასებთ უამრავი ქართველის მიერ საზოგადოების სასიკეთოდ გაწეულ თავდადებულ შრომას, განურჩევლად მათი რელიგიური მრწამსისა, ტერიტორიული და სოციალური წარმოშობისა თუ პროფესიისა.
რამდენიმე დღის წინ, პაპმა ფრანცისკემ გამოგვიგზავნა წერილი, სადაც გამოხატული იყო მისი დიდი სურვილი, რომ ადამიანებთან შეხვედრისას, უპირველეს ყოვლისა, მათ პიროვნებასა და ინდივიდუალობას გავცნობოდით და არა მხოლოდ მათ იდეებს, შეხედულებებსა თუ პრობლემებს. საჭიროა, გავიზიაროთ ადამიანების სიხარული და სატკივარი, რომლებიც ჩვენი საერთო ადამიანური ბუნების გამო, საზოგადოების არცერთი წევრისთვის უცხო არაა. ადამიანებთან ჭეშმარიტი შეხვედრა და მათი პიროვნების შეცნობა გულისხმობს მათ გულდასმით მოსმენას, მათ მიმართ მოთმინების, მზრუნველობისა და სიახლოვის გამოჩენას.
შობადღე სიცოცხლისა და ოჯახის ზეიმია, ოჯახისა, რომელიც ჩვილი იესოს დაბადებამ გააერთიანა. ბეთლემში მყოფი წმინდა ოჯახი სიახლოვეს, თანაგრძნობასა და სიკეთეს ასხივებს. რაც ერთმანეთისთვის „გაწვდილი ხელიდან“ მომდინარეობს. ამ ოჯახს ყველაზე მეტად სიტყვა „სიცოცხლე“ მიესადაგება. ერიც ოჯახია, ადამიანური ოჯახი რეალური ხალხით. მისი სიჯანსაღე და სიცოცხლე იმავე პრინციპებს ემყარება, რასაც ჩვეულებრივი ოჯახი.
გასულ წელს, არაერთხელ გაისმა ხალხისადმი მოწოდება, რომ „ხელი გაეწვდინათ“ ერთმანეთისთვის. საჭიროა შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, ვილოცოთ ერისთვის. ვილოცოთ პასუხისმგებელი პირებისთვის და მათთვისაც, ვისაც უსამართლოდ მოექცნენ, ვისი უფლებებიც დაირღვა, ვინც იტანჯება, ვისი ყოველდღიური პრობლემებიც უკეთეს გადაწყვეტას იმსახურებს. სხვებისთვის „ხელის გაწვდენა“ დიდსულოვნების, ძლიერებისა და სიბრძნის ნიშანია. მაშ, „გავუწოდოთ ხელი“ და ვილოცოთ ურთიერთგაგებისთვის. ვეძიოთ წინ მიმავალი ახალი გზები. ცხადია, ამას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ გვწამს.
2021 წლის ეროვნული თუ მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინსვლის გზა მეტ დიალოგშია, იმაში, რომ „ჯერ ადამიანებს შევხვდეთ და მერე მათ შეხედულებებს თუ პრობლემებს“.
1-ლი იანვარი მსოფლიო მშვიდობისათვის ლოცვის დღეა. მსოფლიო მშვიდობა კი ცალკეული ოჯახებიდან და ერთ ოჯახად ქცეული ერიდან იწყება.
ყოველი ჩვენგანი ჩვენი ოჯახების, საკრებულოებისა და საზოგადოების ხიდია. ამ სადღესასწაულო და წმინდა დღეებში, მე „ხელს გიწვდით“ და ჩემს ლოცვებს თქვენს ლოცვებს ვუერთებ, ჩვენი დიდი ოჯახის - ჩვენი საყვარელი ერის სასიკეთოდ.
ყოველ თქვენგანს და თქვენს ძვირფას ადამიანებს ვულოცავ წმინდა შობადღეს და ღვთით კურთხეულ ახალ 2022 წელს, ახალ დასაწყისს, აღსავსეს ჯანმრთელობით, მშვიდობით, ურთიერთგაგებით, ერთობით, უხვი ზეციური მადლით და ... ერთმანეთისთვის „გაწვდილი ხელით“.
არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში
წყარო: catholic.ge
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 91 წლის იტალიელი ჯინა, იღბლიანი ემიგრანტი და საშობაო სუფრა ქართველებისთვის - სამი ამბავი იტალიიდან
📌 როგორი ეპიდსიტუაციაა იტალიაში და რატომ გახდა რეგულაციების მკვეთრად გამკაცრება საჭირო - სტატისტიკა
📌 ევროპას მიგრანტები არ უნდა?!
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































