საშობაო ტრადიციები იტალიაში

თუ  დეკემბერში  იტალიაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეამჩნევთ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ, ბევრად ადრე იწყება საშობაო მზადება.

მათი სადღესასწაულო სეზონი ოფიციალურად  8 დეკემბერს იხსნება  და  6 იანვარს, შობიდან მე-12 დღეს სრულდება.

საშობაოდ განათებულ, მორთულ ქუჩებში, მრავალ ეკლესიასა და პიაცაზე (მოედანზე)  გამოფენილია პრესეპი (შობის სცენები). ორნამენტული ხელოვნების ნიმუში, რომელიც  ხელით იქმნება.  ტრადიციის თანახმად, იტალიელები  რელიგიური დღესასწაულის წინა დღეს არ ჭამენ ხორცს, როგორც წესი,  მიირთმევენ სხვადასხვა თევზის კერძებს. თევზის გარდა, რა თქმა უნდა, იტალიელების საყვარელი კერძია მაკარონი.

საშობაო სუფრას,  ტრადიციულად ყველა ოჯახში  ამშვენებს  საშობაო ტკბილეული Pandoro, ვარსკვლავისებური ფორმის, ტკბილი, საშობაო პური.

სახელწოდება pan d'oro ნიშნავს "ოქროს პურს„ შუა საუკუნეებში,  თეთრი პური ძვირი ღირდა და  მას მხოლოდ მდიდრები მიირთმევდნენ.  ვერონაში, ოჯახები ფულს აგროვებდნენ, რათა თეთრი პური ეყიდათ. ასე დაიწყო ვერონიდან პანდოროს ისტორია.

შობის დღესასწაულისთვის დიდი თუ პატარა  განსაკუთრებულად ემზადება. ეს არის მეგობრების, ნათესავების და ახლობლების შეკრების დღე და დიდი ზეიმი ყველასთვის.

6 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს  და ასევე  პატარებისთვის საყვარელ, La Befana-ს დღეს აღნიშნავენ. 

ბეფანა  ეს არის  უცნაური, შეუხედავი ჯადოქარი, რომელსაც  პატარები მოუთმენლად ელიან და სჯერათ, რომ  5 იანვარს ღამით, ბეფანა  ოჯახებს ჩუმად სტუმრობს,  მისთვის განკუთვნილ ნუგბარს  ჭიქა ღვინოსთან ერთად მიირთმევს  და  სანაცვლოდ, იმ ბავშვებს რომლებიც კარგად იქცეოდნენ, ტკბილეულით სავსე წინდებს უტოვებს, ხოლო დანარჩენებს - ნახშირსა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს იტალიაა მოულოდნელობით, მრავალფეროვნებით, თავგადასავლებით სავსე ფერადი ქვეყანა და მოგზაურობისთვის წელიწადის ნებისმიერი დრო შესაფერისად ითვლება.

ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778761768

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თორნიკე ჭეიშვილის განც...

თორნიკე ჭეიშვილი

1778761355

ახალი ამბები

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწ...

პროკურატურა

1778759447

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გულწრფელი ღია დიალოგის გამართვას

იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და შესაბამისად ისინი ყველანაირად მხარს უჭერენ და მომავალშიც დაუჭერენ...

ნიკოლოზ სამხარაძ

1778758413

მსოფლიო

კრემლი: ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩინეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,...

ვლადიმერ პუტინი

1778757929

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,...

პოლიცია პოლიცია