თბილისში ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი დაუკრავს
"თბილისში ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი დაუკრავს," - ინფორმაციას იტალიის საელჩო თბილისში ავრცელებს.
"დაუვიწყარი საღამო კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის: 16 სექტემბერს 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" იწყება. ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი წარდგება.
ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი 1982 წელს შეიქმნა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის. კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრავენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ვირტუოზი სიმონიდე ბრაკონი, რომელიც სახელგანთქმულმა დირიჟორმა რიკარდო მუტიმ ლა სკალას თეატრის პირველ ალტად შეარჩია და შესანიშნავი მუსიკოსი სუელა პიჩირი, რომელიც ტირანასა და პარმის ორკესტრებთან თანამშრომლობის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელია, მილანის ლა სკალას კამერული ორკესტრის მევიოლინეა.
ორკესტრს მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. შესრულდება დვორჟაკის, მოცარტისა და ბოსის მუსიკალური ნაწამოებები.
კონცერტი გაიმართება 16 სექტემბერს (დასაწყისი 19:30სთ-ზე), ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში."
1789992708
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...
1789992587
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ეს არის „ნამოხვანჰესი 2“ - შეთქმულება საქართველოს ეკონომიკის, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ
„თითიდან გამოწოვილ, აბსურდულ კამპანიას აწარმოებენ“, - ამ სიტყვებით შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კონსერვატორული ძალების მიერ Eagle Hills-ის წინააღმ...
1789988610
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამი...
1789987717
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე: ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას
„ეს პოლიტიკა, რომელიც ნიშნავს არ მოსმენას საკუთარი მოსახლეობის, მათი ინტერესების არ გათვალისწინებას და მთლიანად სხვა ღერძზე გადასვლას, რომელიც უცხოეთიდან არაფორმალური ძალების ინტერესების დაცვას გულისხ...
1789986678
საზოგადოებასამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო პრ...




























