ამბავი კაცისა, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ დიდ ქალაქში, შეშით თბება
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში, ნამდვილ ამბავს გვიზიარებს სახელწოდებით - "კაცი, რომელიც შეშით თბება", რომლის შემსწრეც, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გახდა.
"მის სახლს რომ მიაგნო, ჯერ მაღაზია "კარამელი" უნდა გაიარო, ნუცუბიძეზე. მერე აუყვე ნაცრისფერ აღმართს, ალაგ-ალაგ, აქეთ-იქით, კარალიოკები რომ აყრია ბატონებივით. თეთრი ტაქსი ღმუილ-ღმუილით მიუყვება ოღრო-ჩოღრო გზას და მივყავართ ჩვენ: მე, ოპერატორი და კამერა. საქმე გვაქვს ამ აღმართზე. სახლში მივდივართ კაცთან, რომელიც შეშით თბება და ამ შეშას მისთვის შემოდგომობით გამგეობა ეზიდება. კაცი უნდა ჩავწეროთ. კადრები გადავიღოთ. გავატარ-გამოვატაროთ. შეშა ვაჩეხინოთ. ნაკვერჩხალი ვაჩხრეკინოთ. ადვილი ხომ არ არის ვიდეო-სიუჟეტის მომზადება კაცზე, შეშით რომ თბება 21-ე საუკუნის ერთ დიდ ქალაქში. ღუმელი ბოლავს. იასამნისფრად შეღებილი ფიცრის კარი ზანტად ჭრიალებს. ნათურა ბჟუტავს. ცოლი მეზობელ ქალთანაა გადასული, საბნის კერვაში ეხმარება. ვახშმის ფულისთვის. ბიჭი, რომელიც მეცამეტე წელში დგას, სკოლაშია. ფარდით გატიხრულ 9 კვადრატულ ვითომ ოთახში, ფეჩი რომ ხრჩოლავს, ეს ბოლი თუ უღიტინებს ყელში ალბათ და ღმერთს ახველებს. მარიამიც რაღაცნაირად იშმუშნება ამ გამჭვარტლული, ჩამოფხავებული კედლიდან, ჩვილს იკრავს გულში და ფანჯარაში გახედვას ცდილობს, იმ ფანჯარაში, შუშის ნაცვლად Skyler - ის თეთრი პარკი რომ აუკრავს კაცს, რომელიც შეშით თბება და წამდაუწუმ, თავს იმართლებს:"ცოტა საქმეა? დილაობით ბიჭს სკოლაში თბილად რომ უშვებ"… ბიჭს, რომელსაც კლასში შესულს წიგნებთან ერთად შეშის სუნიც შეაქვს და იქნებ ვინმე ცხვირსაც უბზუებს... იასამნისფრად შეღებილი კარი ზანტად ჭრიალებს. გამჭვარტლულ კედელზე ჩამოკიდებული მარიამი პატარა ჩვილით, თვალს გვაყოლებს, კარში გასულებს. ამ კარში ის და მისი ჩვილი დღეს ვერ გამოვლენ. ვერც ხვალ და ვერც ზეგ. კაცი, რომელიც შეშით თბება, მის იმედზეა, ვერ მიატოვებს."
1793887079
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...
1793884988
ახალი ამბებიზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...
1793884010
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793883422
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...
1793882316
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული
„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა“, - განაცხადა ეკო...






























