გაციების სეზონი - პრაქტიკული რჩევები ექიმისგან

მოდის ზამთარი, გაციებისა და სურდოს სეზონი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს უსიამოვნო მდგომარეობა თავიდან ავიცილოთ?

საუკეთესო მედიცინა, პრევენციაა. კოვიდსაწინააღმდეგო ჰიგიენის წესები, კარგად დაგიცავთ ასევე გაციების ვირუსებისგან, რადგან გაციებას ყოველთვის იწვევს ვირუსი და არა ერთმნიშვნელოვნად სიცივე.

დღეს მედიცინაში არ არსებობს არცერთი ე. წ. გაციების წამალი. 
გაციებას ყოველთვის იწვევენ ვირუსები და შესაბამისად მკურნალობაში თუ არ გამოიყენეთ ანტივირუსული პრეპარატები (რასაც ბანალური გაციების "common cold" დროს არასდროს ვხმარობთ), მაშინ ვერცერთ პრეპარატს ვერ მიეცემა ასეთი კვალიფიკაცია.

ეს არის ჩვეულებრივი ფულის გადაყრა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ექიმის რეცეპტით.

გაციება, როგორც წესი, თავისით ლაგდება 7-14 დღეში.

მკურნალობა არის იგივე, რაც მაგალითად მსუბუქი კოვიდის შემთხვევაში:

- ბევრი სითხე (რომ არ გასქელდეს ლორწო და ნახველი).
- სრულფასოვანი კვება (ეხმარება იმუნურ სისტემას თავისი საქმის გაკეთებაში).
- გემრიელი ძილი (რეგენერაცია).
- სუნთქვის ვარჯიშები (ფილტვში ყველგან რომ ცირკულირებდეს ჰაერი).
- დადებითი განწყობა (ყველაფერზე დადებითად მოქმედებს).

ცალკეული სიმპტომების მკურნალობა შეიძლება მოხდეს ფარმაკოლოგიურად:

ჯანჯაფილის, გვირილას, თიმიანის, სალივა ოფიცინალის, იგივე სალბი, ჩაი ან სავლებები - ზომიერი, ანთების საწინააღმდეგო  და ანტიმიკრობული ეფექტი.

მაღალი სიცხის დაწევა კლასიკური სიცხის დამწევი პრეპარატებით.

შეგახსენებთ, რომ 37 გრადუსი სიცხე არ არის!!!

ტკივილის გაყუჩება იგივე კლასიკური სიცხის დამწევი, ანალგეზიური პრეპარატებით (პარაცეტამოლი, იბუპროფენი) შეიძლება.

ხველის წამალიც ძირითადად ფულის გადაყრაა. შეიძლება მცენარეული პრეპარატების დახმარება Cineol შემცველობით, თუ არ ხართ ევკალიპტის ზეთზე ალერგიული.

თუ ხველა არის ძლიერი, პროგრესირებადი, მშრალი მიმართეთ ექიმს.

თუ დაგჭირდათ ცხვირის სპრაი, გამოიყენეთ მაქსიმუმ 1 კვირა, რადგან სერიოზული შეჩვევა იცის, რასაც პრივინიზმი, ან რინიტის მედიკამენტოზა ჰქვია.

ცხვირის სპრაი ოქსიმეტაზოლინის შემცველობით სჯობს, რადგან ეს ნივთიერება ანტივირუსულად მოქმედებს სურდოს ყველაზე ხშირად გამომწვევ მიკრობზე - რინოვირუსზე.

გაციება არ უნდა იყოს ძვირი "სიამოვნება". მაქსიმუმ დაგჭირდეთ პარაცეტამოლი და ცხვირის სპრაი.

გამონაკლისი და გართულებები ყოველთვის არსებობს და ეს პოსტი მათ არ ეხება.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ! 

წყარო: "თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი