საიდან გაჩნდა „ომიკრონი“ - რა კავშირი აქვს მას უჰანსა და ცხოველებთან?

არსებობს მოსაზრება, რომ “ომიკრონის“ ანალიზმა შეიძლება დღეისათვის ყველაზე აქტუალურ კითხვებს გასცეს პასუხი. რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, სად შეიძლება გამოჩნდეს კორონავირუსის მორიგი ახალი შტამები და ვინ ავრცელებს მათ? ამასთან დაკავშირებით სამი თეორია დომინირებს. Deutsche Welle-მ თითოეული მათგანი გაგვაცნო. 


რა ხდება?

მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ პასუხს კითხვაზე, თუ სად და როგორ გაჩნდა კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რა თვისებები აქვს მას. ბოლოს და ბოლოს, ყველანი ვსაუბრობთ, როდის დასრულდება პანდემია და როგორ დავიცვათ თავი COVID-19-ის  ახალი მუტაციებისგან.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის შესახებ ბევრი მონაცემი არ არის, ერთი რამ ცხადია: „ომიკრონი“ საშიშია! სპაიკ-ცილაში განხორციელებული თითქმის 50 მუტაციის გამო, რომელთა მეშვეობითაც ინფექცია ადამიანის უჯრედში აღწევს, „ომიკრონს“ შეუძლია კორონავირუსის ვაქცინების მიერ ჩამოყალიბებულ დაცვით სისტემას გვერდი აუაროს, რადგან ანტისხეულები მას ყოველთვის ვერ ცნობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით შეიძლება აცრილებიც დაავადდნენ და მან ინფექციის მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, რამაც შესაძლოა მოკლე დროში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს. ამ კვირაში ცნობილი გახდა პირველი პაციენტების შესახებ, რომლებიც „ომიკრონის“ შტამით საავადმყოფოში მოხვდნენ, დიდ ბრიტანეთში კი გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა. 

როგორია „ომიკრონთან“ დაკავშირებული პროგნოზები?

„ომიკრონი“ უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შესაძლოა, მან „დელტა“ შტამი  ჩაანაცვლოს. მეცნიერთა აზრით, მოვლენების ასეთი განვითარება აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსისგან გათავისუფლება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება. დიდი ალბათობით, ის ენდემური გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემია არ მოიცავს მთელ მსოფლიოს, მაგრამ გამოჩნდება ტალღების სახით გარკვეულ ადგილზე და  გარკვეულ დროს. მაგალითად, სეზონების მიხედვით, როგორც ზამთარში გრიპის ვირუსი. ამ ფონზე აშკარაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მათ შორის - ბუსტერ დოზა.

უფრო გადამდები შტამის, „ომიკრონის“ გაჩენა მეცნიერებში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ის არის არა პირვანდელი ვერსიის მუტაცია, არამედ სავარაუდოდ, წარმოიშვა ან განვითარდა „ალფა“, „ბეტა“, „გამა“ და "დელტა" ვარიანტების პარალელურად. იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ძალიან განსხვავდება ვირუსის სხვა შტამებისგან, რთული სათქმელია, თუ  როგორია მისი მონათესავე ვირუსები, -  ამბობს ბერნის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ემა ჰოდკროფტი. 

საიდან გაჩნდა „ომიკრონი“? 

მეცნიერებს აქვთ სამი სავარაუდო თეორია იმის შესახებ, თუ სად შეიძლებოდა გაჩენილიყო „ომიკრონი“ და მისი წინამორბედები. პირველი თეორიის თანახმად, შესაძლოა, ის ჩამოყალიბდა იზოლირებულ პოპულაციაში, სადაც ვირუსი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა, ბევრი შეუმჩნევლად დაინფიცირდა და გამოჯანმრთელდა კიდეც ისე, რომ ტესტებმა ეს არ აჩვენა.

ამ თეორიას მხარს უჭერს ბერლინის Charité-ის მთავარი ვირუსოლოგი ქრისტიან დროსტენი. ჟურნალ Science-თან ინტერვიუში მან განაცხადა: ”ჩემი მოსაზრება გამომდინარეობს იქიდან, რომ „ომიკრონი“ არ გაჩენილა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ის გამოვლინდა. ვფიქრობ, ეს ახალი შტამი ჩამოყალიბდა სადღაც სამხრეთ აფრიკაში, ვირუსის ზამთრის ტალღის დროს. იქ დიდი ხნის განმავლობაში იყო ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ვირუსის განვითარებისთვის კი აუცილებელია კოლოსალური ევოლუციური ზეწოლა“.
 
ამ თეორიას არადამაჯერებლად მიიჩნევს ედინბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ენდრიუ რემბაუტი. ”დარწმუნებული არ ვარ, მსოფლიოში არსებობს ადგილი, რომელიც იმდენად იზოლირებულია, რომ არსებობს ალბათობა, ვირუსის ეს ვარიანტი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ იქ ყოფილიყო და დედამიწის სხვა წერტილში არ გამოვლენილიყო".

მეორე თეორიის მიხედვით, „ომიკრონი“ შეიძლება წარმოქმნილიყო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანში, რომელიც შემდეგ COVID-19-ით დაინფიცირდა. ალბათ ეს იქნებოდა ისეთი ვინმე, ვისაც სხვა დაავადებებისა და მედიკამენტების გამო იმუნური რეაქცია დასუსტებული ჰქონდა. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კიბოთი ან აივ/შიდსით დაავადებული პაციენტი. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები კორონავირუსს უფრო დიდხანს ებრძვიან. შესაბამისად, მას აქვს დრო, მუტაცია განიცადოს და ჩამოაყალიბოს ისეთი შტამი, რომელსაც ორგანიზმის იმუნური პასუხის გვერდის ავლა შეუძლია.

ამ თეორიას მხარს უჭერს კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის წარმომადგენელი რიჩარდ ლესელსი. მას მაგალითად მოჰყავს ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ქალი, რომელსაც შიდსი ჰქონდა. ის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კორონავირუსის მატარებელი იყო. მას და სხვა პაციენტებს, რომელთაც ინფექცია რამდენიმე კვირას ან თვეს გაუგრძელდათ, „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი მუტაციები აღმოაჩნდათ.

იმავდროულად, ქრისტიან დროსტენი არ ეთანხმება ამ თეორიას და მიიჩნევს, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც შეუძლია იმუნური სისტემის გვერდის ავლა, მაგრამ უნარი, ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გაავრცელონ, შემცირებულია. მაშინ როდესაც, „ომიკრონი“, სხვა შტამებთან შედარებით, უფრო გადამდებია. 

იმოქმედეს თუ არა ცხოველებმა „ომიკრონის“ წარმოქმნაზე?

„ომიკრონის“ წარმოშობის მესამე თეორია არის ის, რომ ვირუსი შეიძლება რომელიმე ცხოველის სხეულში გაჩნდა, შემდეგ მუტაცია განიცადა და ადამიანებს „ომიკრონის“ ვარიანტის სახით გადაეცა. ამ თეორიას მხარს უჭერენ Scripps Research-ის ინფექციური დაავადებების მკვლევარი ქრისტიან ანდერსენი და არიზონას უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგი მაიკ ვორობეი.

ამ თეორიის სასარგებლო არგუმენტი არის არსებული მტკიცებულება იმისა, რომ ზოგიერთი ცხოველი შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირდეს. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მეცნიერთა უმეტესობა, ორი წლის წინ უჰანში ვირუსის აფეთქების დროს, კორონავირუსის ცხოველურ წარმომავლობაზე საუბრობდა.

2020 წელს დანიაში ბევრი წაულა განადგურდა, რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ცხოველები კორონავირუსის მუტაციური ვარიანტების მატარებლები არიან. ვეტერინარები კი ვარაუდობენ, რომ კვერნა ამ ვირუსით ადამიანისგან დაინფიცირდა. სავარაუდოა, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ ადამიანებს კორონავირუსის მუტაციური ვერსიები გადასდონ. კიდევ ერთი არგუმენტი ამ თეორიის სასარგებლოდ არის ის, რომ ცხოველის სხეულში არსებული ვირუსი იწვევს სხვა ევოლუციურ ცვლილებებს, რაც „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს ხსნის. 

წყარო:imedinews.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ქმარმა ორსულ ცოლს სამზარეულოს დანით ყელი ერთი წლის შვილის თანდასწრებით გამოჭრა - ტრაგედია თბილისში

🔵„შიმშილობის გამოცხადება არაერთი მიზეზით, არის შეცდომაც და მეტიც“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵პუტინის ორეულები - ვინ მართავს რუსეთს?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754404594

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: არსებობს ცალკეული სპეციალობები, სადაც უმწვავესი დეფიციტებია, ცვლილებით კი შესაძლებელია მათი შევსება, ცვლილება ერთჯერადია, პარალელურად, ვმუშაობთ სამედიცინო საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაზე

„პრობლემა, თავისთავად, ცალკეულ პროფესიებში მხოლოდ დეფიციტით არ გამოიხატება. გამოწვევა საკმაოდ დიდია და სამედიცინო განათლებას უკავშირდება. რეზიდენტურის მიმართულებით, ბოლო წლებში, ბევრი მნიშვნელოვანი სა...

 მიხეილ სარჯველაძე

1754402324

საზოგადოება

გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერებ...

გივი მიქანაძე

1754401820

საზოგადოება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ქუჩების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერად გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოირეცხა. ასე...

გზის მორეცხვა

1754401705

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: პრივატიზების კუთხით არსებული შედეგი ცხადყოფს, რომ საქართველოში ინვესტიციები იზრდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, წელს ორი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულება ადასტურებს, რომ სამინისტრო აქტიურად და ამასთან...

მარიამ ქვრივიშვილ

1754400578

საზოგადოება

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფულებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა. 2024 წლიდან თორნიკე ნოზაძ...

ინდონეზიია