წვერის მოვლის და გაპარსვის რეკომენდაციები - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ

დერმატო-ვენეროლოგი, FIFA-ს ექსპერტი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მომხმარებლებს, ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, ამჯერად მედიკოსი მამაკაცებს წვერის სწორად მოვლასთან დაკავშირებით ვრცელ რეკომენდაციას აძლევს:

"გაზრდილ წვერს არანაკლები მოვლა სჭირდება ვიდრე თმას თავზე.

თუ წვერს ყურადღებას არ მიაქცევთ, ძალიან მალე ამან შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ.

ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ:

1. თუ წვერის ტარებას აპირებთ დააცადეთ უკეთესად გაიზარდოს.

დაელოდეთ რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ დააპირებთ ფორმას მისცეთ წვერს.

ეს გაითვალისწინეთ მაშინაც კი, თუ აპირებთ ატაროთ მოკლე წვერი, სახესთან ახლოს.

წვერის ნაადრევი ფორმირება და "მორთვა" ხშირია და არასწორია - ეს შეცდომაა, რომლის გამოსწორებას შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.

დააცადეთ გაიზარდოს დაახლოებით 2.5-3.8 სმ. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი ფორმირება.

2. იცოდე როდის უნდა "დანებდე" 

ეს მძიმე სიმართლეა, მაგრამ ყველა კაცს არ შეუძლია წვერის გაზრდა.

გენეტიკა დიდი როლს თამაშობს.

თუ ორი ან სამი თვის შემდეგ ის მაინც გამოიყურება არაერთგვაროვნად და "უსუფთაოდ", ან "ზეთოვნად" - ეს არ გამოსწორდება.

ამიტომ ჯობია გაიპარსო.

3. როგორ ზრუნავ მასზე?

ა. შამპუნის გამოყენება დასაბანად.

ბევრი არ იბანს წვერს - ან თუ იბანენ იყენებენ საპონს, რომელსაც ისინი იყენებენ სხეულის დასაბანად.

ეს ცუდი იდეაა. ამით ხდება წვერის და კანის გამოშრობა.

რეკომენდებულია შამპუნის გამოყენება მინიმუმ 2-3-ჯერ კვირაში.

გამოიყენეთ დამატენიანებელი შამპუნი -  Moisturizing Shampoo იმისათვის, რომ თმა არ გახდეს მყიფე.

ბ. გამოიყენეთ თმის კონდიციონერი (Hair Conditioner) - სქელი, კონდიციონერი (thick, heavy-duty conditioner).

აცალეთ კონდიციონერს წვერზე გაჩერება. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კონდიციონერი რომელსაც არ სჭირდება ჩამობანვა

გ. გამოიყენეთ პროდუქტები რომელიც არის - არა-კომედოგენური (non-comedogenic),  ეს იმას ნიშნავს რომ ის არ ჩაკეტავს/დაახშობს კანის ფორებს.

დ. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ან აკნეს დროს: გამოიყენე გელი დასაბანად, რომელიც შეიცავს - Salicylic acid ან Glycolic acid და ეტიკეტზე აწერია - “non-comedogenic” (won’t clog pores).

ნორმალური კანი: აარჩიე არა-კომედიგენური დასაბანი (non-comedogenic cleanser)

მშრალი კანი: აარჩიე დასაბანი საშუალება დატენიანების მოქმედების, პარფიუმის გარეშე (hydrating, fragrance-free cleanser).

კანი რომელიც ხშირად განიცდის წვის შეგრძნებას პროდუქტის გამოყენების დროს: გამოიყენე კრემოვანი გამწმენდი რომელიც არის მგრძნობიარე კანისთვის და აწერია - საპნის-გარეშე, პარფიუმის-გარეშე (creamy facial cleanser - “soap-free” and “fragrance-free”)

ე. ნაზად მოახდინე დასაბანი საშუალების შეზელვა წვერში და კანზე წრიული მოძრაობით. შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით. გამოიყენე პირსახოცი, ნაზად შეიშრე სველი წვერი, დატოვე ოდნავ ნამიანი.

ვ. გაისწორე, "შეიკრიჭე" წვერი.

იმ შემთხვევაშიც კი თუ გრძელ წვერს ატარებთ აუცილებელია მისი შესწორება ყოველ 2 თვეში ერთხელ. 
ეს ნიშნავს თმის გაყოფილი ბოლოების მოცილებას.

თუ წვერს მოკლედ ატარებთ, წვერი შეისწორეთ რამდენიმე კვირაში ერთხელ.

ე. დატენიანება

თუ თქვენ გაქვთ თმის ჩაზრდისკენ მიდრეკილება გამოიყენეთ მსუბუქი, ნაზი ექსფოლიანტი 1-2-ჯერ კვირაში.

დაიტენიანე დაუყოვნებლივ მისი გამოყენების შემდეგ - SPF30 შემცველობით დამატენიანებელი.

ვ. მას შემდეგ რაც წვერი დაფარავს კანს დაიწყე წვერი კონდიციონერის გამოყენება:

აკნეს ტიპის კანი - წვერის კონდიციონერი (Beard conditioner)

ნორმალური ან მშრალი კანი: წვერის ზეთი (Beard oil)

მგრძნობიარე კანი (ხშირად ღიზიანდება) - Fragrance-free, non-comedogenic დამატენიანებელი

დაიტენიანე კანიც და წვერიც, დაიმასაჟე თითების გამოყენებით ნაზად.

დატენიანებლი წვერი და კანი გამოიყურება უფრო რბილად, ნაკლებად იწვევს ქავილს და გამოიყურება უფრო ჯანმრთელად.

ზ. გაიპარსე კისერი შხაპის შემდეგ, ამ დროს თმა უფრო დარბილებულია.

გაიპარსე თმის ზრდის მიმართულებით.

შეცვალე საპარსი 5-7 გამოყენების შემდეგ. 

დაიტენიანე გაპარსვის შემდეგ.

საპარსი კარგად გარეცხე და დადე მშრალ ადგილას ბაქტერიების გამრავლების პრევენციის მიზნით.

თ. Hands Off!!

არ შეეხო წვერს, ამით დააზიანებ და დააბინძურებ, რაც გამოიწვევს პრობლემებს.

ი. კიდევ რა შეიძლება დაეხმაროს თქვენს წვერს გამოიყურებოდეს ლამაზად?

1. იკვებეთ ჯანსაღი კვებით.

 არ არსებობს სპეციალური საკვები ან დანამატი რომელიც წვერის ზრდას გააუმჯობესებს.

არსებობს სპეკულაცია, რომ დანამატი ბიოტინი (B კომპლექსის ვიტამინი) აძლიერებს თმას, მაგრამ არ არსებობს ამის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს მათ ეფექტურობას;

2. დაანებე თავი მოწევას;

3. მოაწესრიგე ძილი

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ძილის ფაზების დარღვევამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინის თმის და წვერის ზრდაზე (თმის ზრდის ფაზების დარღვევა გამოიწვიოს);

4. ჭამე საჭმელი ფრთხილად.

მოიწმინდე ხელსახოცით პირი ხშირად ჭამის დროს. დაიბანე პირი ჭამის შემდეგ

📍 წვერის გაპარსვის რეკომენდაციები და კანის მოვლა სხვადასხვა ტიპის კანის მიხედვით

კანის მოვლა ისევე ესაჭიროებათ მამაკაცებს როგორც ქალებს.

ხშირად პრობლემას წარმოადგენს წვერის გაპარსვა კაცებში, ასევე არასასურველი თმის გაპარსვა ქალებში, რომლის შემდგომ შესაძლებელია განვითარდეს კანის გაღიზიანება ან გამონაყრის არსებობა.

მარტივი რჩევებით შესაძლებელია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას:

1. გაპარსვამდე დაისველეთ კანი და თმა დასარბილებლად თბილი წყლით. საუკეთესოა თუ გაპარსვას განახორციელებთ შხაპის მიღების შემდეგ როდესაც კანი თბილი და დატენიანებულია, ასევე ამ დროს კანი თავისუფალია ჭარბი ცხიმიანობისგან და მკვდარი უჯრედებისგან, რომლებმაც შესაძლოა დააბინძუროს/დაბლოკოს საპარსი სამართებელი;

2. შემდეგ წაისვით საპარსი კრემი ან გელი. თუ თქვენ გაქვთ ძალიან მშრალი ან სენსიტიური კანი, არჩევანი გააკეთეთ იმ საპარს კრემზე/გელზე რომელსაც აწერია - “sensitive skin”.
საპარსი კრემი/გელი დატოვეთ 2-3 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიწყეთ გაპარსვა;

3. გაიპარსეთ გაზრდილი თმის მიმართულებით და არა საპირისპიროდ. თუ ამჩნევთ კანის გაღიზიანებას, გამონაყარს და წვას რეკომენდირებულია გამოიყენოთ ერთ-სამართებლიანი საპარსი ვიდრე რამოდენიმე სამართებლიანი.

ყოველი ერთი მოქმედების შემდგომ გაავლეთ სამართებელი გამდინარე წყალში.

ასევე გამოცვალეთ სამართებელი ყოველი 5-7 გაპარსვის შემდგომ;

4. ანთების შესამცირებლად დაიბანეთ გაპარსული ადგილი ცივი წყლით და არა თბილით ან ცხელით;

5. შეინახეთ სამართებელი მშრალ ადგილას. გაპარსვებს შორის დარწმუნდით რომ სამართებელი გაშრა სრულად, მასზე ბაქტერიების გამრავლების პრევენციის მიზნით.

არ დატოვოთ სამართებელი საშხაპეში ან სველ ხელსაბანზე;

6. გაპარსვის და დაბანის შემდგომ დაიტენიანეთ კანი დაუყოვნებლივ.

დატენიანება უნდა იყოს ყოველდღიური კანის მოვლის რუტინა როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის.

⚫️ ძირითადი რეკომენდაციები ამ შემთხვევაში არ განსხვავდება სქესის მიხედვით, თუმცა კაცებს უფრო სქელი კანი აქვთ ვიდრე ქალებს.

🚩 მნიშვნელოვანია ყველამ, მათ შორის კაცებმა განსაზღვრონ საკუთარი კანის ტიპი:

1. მგრძნობიარე/სენსიტიური კანი - შესაძლოა აღინიშნოს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება კანის მოვლის პროდუქტის გამოყენების შემდგომ;

2. ნორმალური კანი - სუფთა და არა-სენსიტიური;

3. მშრალი კანი - ქერცლოვანი, იწვევს ქავილს ან უხეშია;

4. ზეთოვანი კანი - მბზინვარე და ცხიმიანი;

5. კომბინირებული კანი - მშრალი ზოგ ადგილებში და ზეთოვანი სხვა ადგილებში

⚫️ ყურადღება უნდა მიაქციოთ პროდუქციის ეტიკეტირებას და მასში შემავალი ინგრედიენტების ჩამონათვალს (Consider product labels and ingredients).

შერჩეული პროდუქტი უნდა ერგებოდეს თქვენი კანის ტიპს. 

🚩 თუ თქვენ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი (acne-prone skin), არჩევანი უნდა გააკეთოთ დასაბან/გამწმენდ და დამატენიანებელ პროდუქციაზე რომელიც არის -  ზეთის- გარეშე (“oil free”) და არა-კომედოგენური (“non-comedogenic"). ეს პროდუქტები არ დაახშობს თქვენი ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრებს. 

🚩 თუ თქვენ გაქვთ სენსიტიური კანი, გამოიყენეთ - მსუბუქი (mild), პარფიუმის-გარეშე (“fragrance free”) პროდუქცია. პარფიუმმა (fragrance) შესაძლოა გააღიზიანოს კანი.
ყურადღება მიაქციეთ პროდუქციას და არ გამოიყენოთ რომელსაც აწერია - “unscented” (არასურნელოვანი), რადგან ისინი შესაძლოა შენიღბულად შეიცავდნენ პარფიუმს და მათ გამოიწვიონ კანის გაღიზიანება. 

🚩 დაიბანეთ სახე ყოველდღიურად და ვარჯიშის შემდგომ თბილის წყლით და არა ცხელით.
რეგულარული გამოყენების საპონში შესაძლოა შედიოდეს უხეში ინგრედიენტები რამაც გამოიწვიოს კანის სიმშრალე.

გამოიყენეთ ბავშვის პარფიუმის გარეშე (fragrance free) დასაბანი საპნები, ან მსუბუქი სახის გამწმენდები (mild facial cleanser).

🚩 დაიტენიანეთ ყოველდღიურად - დამატენიანებელის რეგულარული გამოყენებით თქვენ კეტავთ/ბოჭავთ წყალს კანში. ამით შეინარჩუნებთ კანის ახალგაზრდობას და მოახდენთ ნაოჭების განვითარების პრევენციას.

🚩 რუტინულად გამოიყენეთ მზის დამცავი - მზეზე გასვლის წინ 15 წუთით ადრე, ასევე წყალთან ყოველი შეხების შემდეგ განმეორებით, და ყოველ 2 საათში ერთხელ". - წერს ზაზა თელია.

სხვა სიახლეები:

🔳 "რატომ ვერ აღწევს ომიკრონი ფილტვებამდე?" - მოლეკულური ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის განმარტება

🔳 როგორ შევამციროთ დაბერების პროცესი - რჩევები დერმატოლოგ ზაზა თელიასგან

🔳 ჯანმრთელია თუ არა თქვენი პატარა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად?

🔳 "ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი" - ექიმი ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

🔳 იმაზე ფიქრობენ, როგორ გაწეწონ პაციენტი, როგორ გაწეწონ ტურისტი, ვინ ჩამოვა საქართველოში - ზაზა თელია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732719780

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან  დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...

ცესკო

1732712267

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა, რომელიც 112 წლის იყო

დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კაცი, რომელიც 112 წლის იყო. ჯონ ალფრედ თინისვუდი იმავე წელს დაიბადა, როდესაც „ტიტანიკი“ ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონ თინისვუდი ორი მსო...

მსოფლიოს უხუცესი კაცი

1732711692

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, რომელიც ცესკოში გა...

ცესკოცესკო

1732705638

მსოფლიო

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა იყო

 თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა...

ააა

1732704583

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...

წყალი შეწყდება