ჯანმრთელია თუ არა თქვენი პატარა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად?

ჯანმრთელია თუ არა თქვენი შვილი - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ასაკის შესაბამისად?

აღნიშნულ საკითხზე საუბრობს, ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გვანცა არველაძე.

"ახალშობილში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სფეროების ერთდროული განვითარება, თუმცა თქვენს ყურადღებას შევაჩერებ მნიშვნელოვან მახასიათებელზე.

1 თვემდე ახალშობილის მოძრაობები არის არაკოორდინირებული, შენელებული, უმრავლეს დროს ძილში ატარებს. გამოხატული აქვს წოვის და ყლაპვის რეფლექსები.

2 თვიდან - მნიშვნელოვანია რომ ბავშვს შეეძლოს გარკვეულ საგანზე თვალის გაყოლება, ასევე თავის ჭერა მუცელზე წოლის დროს. ამ ასაკში, წამიერად, ხელში ჭერის დროსაც ახერხებს თავის დაჭერას.

3 თვის პერიოდს, ჩვენ გამოცოცხლების პერიოდს ვეძახით. ბავშვი აქტიურად ღუღუნებს, მშობელს ცნობს და გამოხატავს მისადმი დადებით ემოციას.

4 თვის ასაკში ხდება ხელის და თვალის კოორდინაციის დახვეწა. იწყება უკვე ბავშვის ხელის მოძრაობა გარკვეული საგნის მიმართულებით. მას შეუძლია მის თავს ზემოთ მოთავსებული საგნის შეხება.

5 თვის ასაკში მნიშვნელოვანია რომ ის ახერხებდეს უკვე გადატრიალებას. გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში.გამოხატავს დადებით ემოციას. პერიოდულად იცინის ხმამაღლა, ასხვავებს მკაცრ და მოფერებით ინტონაციებს.

6 თვის ასაკისთვის ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ჯდომაზე. ბავშვს შეუძლია იჯდეს, მაგრამ დახმარებით _ დამოუკიდებლად ჯდომის უნარი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული. იწყება ცალკეული მარცვლების წარმოთქმა ეს გახლავთ ტიტინის პერიოდი.

7 თვის ასაკიდან იწყება ცოცვის ელემენტი,ზის დამოუკიდებლად ან ცალი ხელის დახმარებით.

8 თვის ასაკში უკვე ახერხებს წამოდგომას. ეს არის პერიოდი როდესაც შეუძლია მას დამოუკიდებლად ჯდომა.

9 თვიდან ცდილობს ხელებმოკიდებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგას.

10 თვიდან, უკვე დახმარებით, დგამს ნაბიჯებს.

11 თვის ასაკისთვის ვემზადებით იმისთვის რომ ბავშვმა მოახერხოს დამოუკიდებლად სიარული. საყრდენის გარეშე დგას ფართოდ გაშლილი ფეხებით.

რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები მეტყველებას?

ყურადღებას ვაქცევთ ნული ასაკიდანვე, რადგანაც თავიდან, პირველი ინტონაცია, რომელსაც გამოხატავს ბავშვი, ეს არის ტირილი. ეს ტირილი თანდათანობით იხვეწება და 2-3 თვის ასაკში ძალიან ბევრ დედას შეუძლია განარჩიოს - ტირილის ინტონაციით - თუ რაზე ტირის ბავშვი.

თითქოს, საჭმლის მოთხოვნისას სხვანაირად ტირიან, ვთქვათ სათამაშოს მოთხოვნისას - სხვანაირად, ანუ ინტონაციის დახვეწა ხდება.

4-5 თვის ასაკი, ეს არის უკვე ტიტინის პერიოდი. ხდება ბგერების ჩამოყალიბება. ბგერებს გადმოსცემს ბავშვი.

8 თვის ასაკისთვის, უკვე ამ ბგერების დაწყვილებით, მას შეუძლია წარმოსთქვას სიტყვა, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიტყვა არ არის მიზანმიმართული, არ იცის მან მნიშვნელობა ამ სიტყვის, თუმცა წარმოთქმა შეუძლია.

11-დან 13 თვემდე მეტყველების ფორმირების პერიოდია. ეს საკმაოდ სენსიტიური პერიოდია, ხდება მეტყველების ფორმირება და ბავშვს უკვე შეუძლია გაცნობიერებულად წარმოთქვას სიტყვა. აქ ჩვენ განვასხვავებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პერიოდს. ზოგჯერ სწორედ ამ პერიოდში ხდება ბავშვთან კომუნიკაციის დეფიციტი და ადგილი აქვს მეტყველების შეფერხებას...

2-დან -2,5 წლის ასაკითვის ჩვენ გადავდივართ ფრაზულ მეტყველებაზე. შემდგომ უკვე მეტყველების გამართვა და სრულყოფილი სახის მიცემა ხდება.

რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ამ განვითარების ეტაპების შეფერხება?

განვითარების ეტაპების შეფერხება-დაყოვნება ბევრი სხვადასხვა ფაქტორების შედეგად შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაძლოა გენეტიკური ფაქტორით, სხვადასხვა დაავადებებით, ნევროლოგიური დარღვევებით და სხვა დაავადებებით...ასევე განვითარების შეფერხების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა გარემო ფაქტორებიც. ძალზე მნიშვნელოვანია გარემო - თუ სად იზრდება, როგორ გარემოშია და როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება.

განვითარების ეტაპების დაყოვნებას უკავშირებენ სმარტფონებსა და ეკრანთან გატარებული დროის დიდ ნაწილს?

რაც შეეხება ეკრანებსა და გაჯეტებს, გარდა იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ გართობის საშუალებას, საჭიროც გახდნენ, მოგეხსენებათ, 2020 წლის დიდი დრო ჩვენმა ბავშვებმა სწავლების ონლაინ მეთოდის ფონზე გაატარეს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან გაჯეტებსა და ეკრანებთან გატარებული დროის სიჭარბე შესაძლოა, გახდეს გარკვეული დარღვევის მიზეზი.

წლამდე ასაკის ბავშვისთვის საერთოდ არაა რეკომენდებული ეკრანის გამოყენება. 1-დან 5 წლამდე კი შესაძლოა, მაგრამ მხოლოდ 1 საათით. ამასთან ძალიან მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს, რასაც ბავშვი უყურებს იმის შინაარსის, რადგანაც სხვადასხვა სახის უარყოფითი ემოცია ზეგავლენას ახდენს ბავშვზე, _ მის ქცევაზე, ემოციურ სფეროზე, სტრესზე, რომელიც შესაძლოა გახდეს ძალიან ბევრი არასასურველი ფაქტორების გამომწვევი.

როგორ ხდება დიაგნოსტირება, თუ რამდენით ჩამორჩება ბავშვი თავის ასაკს?

არსებობს სპეციალური ტესტირების მეთოდი. არის სხვადასხვა სახის ტესტები, რომელიც აფასებს ბავშვის ინტელექტს, მეხსიერებას, აკადემიურ მოსწრებას, სხვადასხვა მახასიათებელს... ეს ტესტები ადრეული ასაკის განვითარების ეტაპზეცაა, მოზრდილ ბავშვებისთვისაც და მათ მიხედვით ნეირო-ფსიქოლოგი, მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ სფეროების შეფასებას. ამის შესაბამისად ჩვენ ვადგენთ ბავშვის განვითარება შეესაბამება მის ასაკს, თუ ადგილი აქვს გარკვეულ ჩამორჩენას. დგინდება, მოცემულ მომენტში რომელ ასაკს შეესაბამება მისი განვითარება.

თუ არის საშუალება, ბავშვი დაეწიოს განვითარების იმ ასაკს რომელიც მის ბიოლოგიურ ასაკს შეეფერება?

საკმაოდ მნიშვნელოვანია, როგორ სიმძიმეზე ვლაპარაკობთ. თუ საუბარია მძიმე შეფერხებებზე, შესაძლოა, არ მოხდეს დაწევა, მაგრამ, გაუმჯობესება მისი უნარების ხდება, სხვადასხვა პროგრამებით, დავუშვათ, როგორიცაა "ადრეული ინტერვენციის პროგრამა", რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ საშუალებას, ეხმარება ბავშვს განვითარებაში. მსუბუქ და საშუალო სიმძიმის შემთხვევებს რაც შეეხება, არის შემთხვევები, როდესაც ძალიან კარგად ეწევა ბავშვი თავისი ასაკის მაჩვენებლებს.

დღევანდელი დედები საკმაოდ კარგად არიან გათვითცნობიერებულები.

ჩვენც ჩვენი მხრივ, მუდმივად ვაძლევთ რეკომენდაციებს.

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღესდღეობით უფრო მარტივი არის გამოვლენა, თუ ბავშვის განვითარების ეტაპის დარღვევასთან გვაქვს საქმე.

დროული ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის.

სხვა სიახლეები:

🔲 "გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია" - ანსამბლი "ერისიონი" ჯემალ ჭკუასელზე ემოციურ წერილს ავრცელებს

🔲  "დეკემბრის თვეში წლიური ინფლაცია იქნება ყველაზე მაღალი ბოლო 25 წლის განმავლობაში" - რომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშსს ეხმაურება

🔲  Mercedes-Benz თანამშრომლებს 6 ათას ევროს ოდენობის პრემიას გადასცემს

🔲 "ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი უკრაინას

🔲 ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა

🔲 თოვლის ბაბუას თავი მოჰკვეთეს

🔲 ანტივაქსერები ფსიქიატრიულ შემოწმებას უნდა გადიოდნენ - საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელმთავარი

🔲 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“
 
წყარო: მკურნალი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება