როგორ შევამციროთ დაბერების პროცესი - რჩევები დერმატოლოგ ზაზა თელიასგან
ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია, სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევებს. ამჯერად მედიკოსი საზოგადოებას, კანის სწორ მოვლაზე - ბოლო კვლევების შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
"ახალგაზრდობის ელექსირი"
დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს!!!!!!
ბევრი რამ იწვევს კანის დაბერებას.
არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით (ნატურალური დაბერება, შინაგანი დაბერება) და არსებობს რაღაცები რისი შეცვლითაც ზეგავლენას მოვახდენთ და შევამცირებთ დაბერების პროცესს.
ნატურალურ დაბერებას და შინაგან დაბერებას (natural aging, “intrinsic aging”) ვერაფერს მოვუხერხებთ - ეს ბუნებრივი პროცესია.
მაგრამ შესაძლებელია სხვა ტიპის დაბერებაზე ვიმოქმედოთ, რომელსაც ნაადრევი დაბერება ეწოდება (premature aging) და ის გარემო ფაქტორებით და ცხოვრების წესით არის განპირობებული (“extrinsic aging ”).
პრევენციული ზომების მიღებით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ამ ტიპის დაბერების პროცესი:
1. ნაადრევ დაბერებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს მზე.
ამიტომ მნიშვნელოვანია მზის სხივებისგან რუტინული დაცვა, ყოველდღიურად. არ აქვს მნიშვნელობა ზღვის სანაპიროზე ვიმყოფებით თუ დავრბივართ.
15 წუთით ადრე მზეზე გასვლის წინ გამოიყენეთ მზისდამცავი - SPF30, UVA + UVB;
2. კანის ფერის გასამუქებლად გამოიყენეთ აუტო-გასარუჯი (self-tanner), ვიდრე გაირუჯოთ მზეზე ან სოლარიუმში.
ყოველი მზეზე გარუჯვის დროს თქვენი კანი ნაადრევად ბერდება;
3. დაანებე თავი მოწევას
თამბაქო აჩქარებს დაბერების პროცესს.
არამარტო კანის არამედ მთელი ორგანიზმის.
ის აჩენს ნაოჭებს;
4. თავიდან აირიდეთ ხშირი სახის მიმიკების მიღება.
ამით თქვენ ახდენთ სახის კუნთების შეკუმშვას და წლების განმავლობაში ვითარდება ხაზები.
გამოიყენეთ მზის სათვალე მზეზე ყოფნის დროს;
5. ჭამეთ ჯანსაღის, ბალანსირებული საკვები.
სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ ბევრი ახალი ხილის და ბოსტნეულის მიღებით ხდება კანის დაზიანების პრევენცია, რომელიც ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს;
ასევე რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ საკვების მიღება, რომელშიც შედის ბევრი შაქარი, რაფინირებული ნახშირწყლები ხელს უწყობს და აჩქარებს დაბერების პროცესს;
6. შეამცირე ალკოჰოლის მოხმარება.
ის ახდენს კანის დეჰიდრატაციას;
7. ივარჯიშე რუტინულად, სისტემატურად კვირაში 4-5 ჯერ.
კვლევებით დადგენილია რომ ვარჯიში ახდენს იმუნური სისტემის ბუსტირებას, ასევე ცირკულაციის გაუმჯობესებას;
8. გაიწმინდე, დაიბანე კანი ნაზად.
სკრაბმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი.
მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კანის გაღიზიანება აჩქარებს დაბერების პროცესს.
ნაზი დაბანა აშორებს კანიდან ჭუჭყს, მაკიაჟს და სხვა ნივთიერებებს რომლებმაც შესაძლოა გააღიზიანოს კანი;
9. დაიბანე სახე დღეში 2-ჯერ და გაოფლიანების შემდეგ.
ქუდმა, ჩაფხუტმა ან სხვა ნივთმა შესაძლოა გააოფლიანოს სახის კანი.
რეკომენდებულია სახის დაბანა, რაც შეიძლება სწრაფად გაოფლიანების შემდგომ;
10. გამოიყენეთ სახის დამატენიანებელი ყოველდღიურად.
ის "კეტავს" წყალს კანში, ატენიანებს და იცავს გარე გამაღიზიანებლებისგან.
ამით კანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად;
11. შეაჩერე კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენება რომლებიც იწვევს ჩხვლეტის ან წვის შეგრძნებას
დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს.
არ მოტყუვდეთ
დაიცავით კანი მზისგან და დაიტენიანეთ რუტინულად", - წერს ექიმი ზაზა თელია.
სხვა სიახლეები:
🔵 "საქართველოში ეს არ შუქდება!... აცრა რადგან არ გაიკეთა, ასე დასაჯეს" - იუნა შაფათავა
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
1791654431
საზოგადოებარატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...
1791653970
საზოგადოებაპაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

























