"ვინ რა მოიგო, ვინც არ დამიჯერა? აღარ მინდა დავასახელო იმ ადამიანთა გვარები, საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებულებმა ყურად რომ არ იღეს გაფრთხილება და სიცოცხლე წააგეს" - ლელა კაკულია
ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ფეისბუკ გვერდზე მისი ინტერვიუ ქვეყნდება, რომელიც 2008 წლით არის დათარიღებული.
"გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, 2008 წელი, მარტი, №19
( Интервью из архива - перевод смотрите ниже)
❓— ქალბატონო ლელა, ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე — კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და სერბეთში განვითარებულ საპროტესტო გამოსვლებზეა გადართული. გამონაკლისი არც საქართველოა. დაკარგული ტერიტორიების პატრონებს, ალბათ, ყველაზე მეტად გვაშფოთებს ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც რაღაც კუთხით გვეხება...
✅ — მერე, ვინ გითხრათ, რომ კოსოვოს თემა საქართველოს ან რამენაირად ეხება და ან რაიმე სახის საფრთხეს უქმნის?
❓ — ასე მიაჩნია ზოგ პოლიტოლოგს და ექსპერტს...
✅ — შენ დაგავიწყდა, მე რას ვწერ?
❓— არა, კარგად მახსოვს; უბრალოდ, მინდა მკითხველებს ვუთხრა, რომ გასულ წლებში, რამდენჯერაც კოსოვო და სერბეთი ვახსენე თქვენთან საუბარში, იმდენჯერ ხელის აქნევით გამაჩერეთ და მითხარით: არ მაინტერესებს არც კოსოვო, არც სერბეთიო და არცერთხელ არ მომეცით ამ თემაზე კომენტარი.
✅ — ეს უნდა გამხდარიყო შენთვის იმის მაუწყებელი, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არანაირად არ გამოიწვევდა ანალოგიებს საქართველოს შემთხვევაში (სხვათა შორის, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. რუსეთი ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს). რამდენიც უნდა იმუქროს რუსეთმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემით, ძალიან მალე მიხვდებიან მათი ვითომ პრეზიდენტები, როგორ ატყუებს მათ რუსეთი.
❓ — ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა... ამას ინფორმაციისთვის გეუბნებით, თქვენ ხომ არც ტელევიზიით ადევნებთ საინფორმაციო გადაცემებს თვალყურს და არც გაზეთებით; თქვენ არასდროს უსმენთ პოლიტიკოსებისა თუ პოლიტოლოგების ანალიზს...
✅ — ალბათ, გასაგებია, რატომაც. ფაქტია, რომ პოლიტოლოგები არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე აკეთებენ დასკვნებს და ვარაუდებსაც ამის მიხედვით გამოთქვამენ. მე კი ზუსტად ვიცი, რაც მოხდება და რაც მთავარია, ვიცი საბოლოო შედეგი. როგორც უნდა შეტრიალდეს და აირიოს სიტუაცია, როგორც უნდა ნათქვამის საპირისპიროდ აყირავდეს პროცესი, როგორც უნდა გაიწელოს დროში, დღეს თუ ხვალ, მაინც ასრულდება წინასწარმეტყველება. ერთადერთი, რაც არ ვიცი და არ ვხედავ — დროა.
<...> მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დასკვნების გაკეთება არ უნდა იჩქაროს არავინ და ნაადრევად არ უნდა ჩაჰბეროს ბუკს — ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება არ ახდაო.
რანაირ წინააღმდეგობაშიც უნდა მოვიდეს ჩემს წინასწარმეტყველებასთან მიწიერი მდგომარეობა, ყველაფერი დროებითია და ტყუილი. რადგან კოსმიურ ველში დრო არ არსებობს, გაიგეთ, ადამიანებო, თქვენი ნაფიქრალი და ნააზრევი არაფერს წარმოადგენს წინასწარმეტყველებასთან მიმართებაში — არაფერს! იმიტომ რომ ყოველივე დანახული ასრულდება და თქვენი ნაფიქრი საპნის ბუშტივით გასკდება.
❓ — ქალბატონო ლელა, ამას წინათ, კერძო საუბარში, რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით ბრძანეთ: მალე ისეთი რამეები მოხდება, ქვეყანას ჩემი სახელი ეკერება პირზეო. პრინციპში, ეს უკვე არის კიდეც ასე...
✅ — ჯერ სად ხართ?! აი სიტყვა სიტყვით, მისხალ-მისხალ რომ ასრულდება ყველაფერი, მერე ნახეთ, რაც იქნება. ოღონდ ეს არავინ გაიგოს ისე, რომ პოპულარობა და სახელ-დიდება მაღელვებს. ეს ჩემი თვითმიზანი არც არის და არც იქნება. უბრალოდ, წინასწარ მიხარია ის, რაც ჩემს ხალხს გაუხარდება მომავალში — ერთიანი, მშვიდი და ძლიერი ქვეყანა.
❓ — საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობა, კრემლის პოზიციის შერბილება და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გამოჩენა არაერთხელ იწინასწარმეტყველეთ და აგერ, ამ მიმართულებით თითქო დაიძრა პროცესი.
✅ — ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ტერიტორიების დაბრუნების მიმართულებითაც დაძრავენ პროცესს — სურთ თუ არა. ეს მათი ნება არ არის. კიდევ ვიმეორებ: ვინც უნდა დააბრუნოს ჩვენი ტერიტორიები, ეს არ იქნება კაცის, ანუ ადამიანის დამსახურება. ასე ნებავს უფალს და მისი ნება უზენაესია!
❓ — რომელსაც ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის...
✅ — დიახ, არცერთ ადამიანს ეს არ ძალუძს. მან უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოს ის გაფრთხილება, რომელსაც ვაწვდი. ამის საშუალება საქართველოს მოსახლეობას, ღვთის მადლით, აქვს და უნდა გამოიყენონ.
❓ — თუმცა, ნეგატიური ინფორმაციის დაჯერება ყველას უჭირს, მით უმეტეს, თუ საქმე სიმდიდრითა და თანამდებობით გალაღებულ ადამიანთან გვაქვს.
✅ — მერე, ვინ რა მოიგო, ვინც არ დამიჯერა? აღარ მინდა დავასახელო იმ ადამიანთა გვარები, საკუთარ უძლეველობაში დარწმუნებულებმა ყურად რომ არ იღეს გაფრთხილება და სიცოცხლე წააგეს.
❓ — სხვათა შორის, ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დარეკა რედაქციაში და იკითხა, რატომ არ გააფრთხილა ქალბატონმა ლელამ ბადრი პატარკაციშვილი, ასეთი საფრთხე რომ ელოდაო?
✅ — ძალიან ბევრმა ჩემმა ახლობელმა, მათ შორის შენც, იცით, რომ წესით, მას ამის შესახებ უნდა სცოდნოდა. სხვა თუ არაფერი, გაზეთში ვწერდით ყველა სახის მოსალოდნელ საფრთხეზე, რაც მას ემუქრებოდა.
❓ — თუ შეიძლება, ქალბატონო ლელა, ახლა მე განვაგრძობ და კონკრეტულ პირთა დასახელების გარეშე ვუამბობ მკითხველს, რატომ უნდა სცოდნოდა წესით მას ეს ყველაფერი.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ბატონი ბადრი საქართველოში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში (კარგი გაგებით), ერთი მისი ძალიან ახლო, სისხლით ნათესავი ეწვია ქალბატონ ლელას. წინასწარმეტყველი მას დიდხანს ესაუბრა, დაწვრილებით უამბო, რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მაგრამ ეს პიროვნება იმდენად დარწმუნებული იყო პატარკაციშვილის უძლეველობაში, ლელა კაკულიას ნათქვამი, როგორც ჩანს, არც თავად მიიტანა გულთან ახლოს და არც ბატონ ბადრის მიაწოდა ეს ინფორმაცია.
გავიდა წლები. ყველაფერი ზუსტად ისე აუხდა პატარკაციშვილს, როგორც ქალბატონმა ლელამ ბრძანა და მისმა ნათესავმა კვლავ დაიწყო წინასწარმეტყველთან მოსასვლელი გზების ძებნა.
ქალბატონმა ლელამ, რომელიც იმხანად შეუძლოდ გრძნობდა თავს, მაინც მიიღო ეს პიროვნება (ეს გამონაკლისი მან ერთადერთი მიზეზით დაუშვა - საჭირო იყო ადამიანის გაფრთხილება!) თანაც სრულიად უანგაროდ! სტუმარი გამოტყდა, რა ვქნა, გამიჭირდა წინასწარმეტყველების დაჯერება, იმდენად წარმოუდგენელი იყო მაშინ მოვლენების ასე შემოტრიალებაო. იგი ლამის ორი საათის განმავლობაში უსმენდა წინასწარმეტყველს, რომელიც კვლავაც მძიმე სურათებს უხატავდა ბატონი ბადრის გარშემო და აფრთხილებდა.
მიიტანა თუ არა ბატონ ბადრიმდე მისმა ნათესავმა ლელა კაკულიას სიტყვები, არ ვიცი. ფაქტია, რომ ქალბატონმა ლელამ თავისი ვალი პირნათლად მოიხადა.
ახლა კვლავ კითხვებს დავუბრუნდეთ. <...> ქალბატონო ლელა, რაც ახლა უნდა გითხრათ, იმ თემაზე არასდროს აკეთებთ კომენტარს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, არ ვთქვა: არ წყდება თქვენი წინასწარმეტყველებების მითვისების მცდელობა. ამას წინათ, ერთ-ერთ გაზეთში ვიღაც ქალბატონის „ნათელმხილველური ხედვები“ გამოქვეყნდა. მასში ერთი-ერთზე იყო გადამღერებული თქვენი წინასწარმეტყველებები, რომლებიც კარგა ხანია, ცნობილია საქართველოს მოსახლეობისთვის. ოღონდ მცირე სხვაობით. მაგალითად, ქალბატონი წერდა, რომ საქართველო სახელმწიფო მმართველობის ფორმად აირჩევს ისეთ მოდელს, როგორიც გერმანიაშია. ჩემი დასკვნით, ამ „ნათელმხილველმა“ თქვენეული „ისრაელის მოდელი“ გერმანიით იმ მარტივი მიზეზით ჩაანაცვლა, რომ ეს უკანასკნელიც საპარლამენტო მოწყობის სახელმწიფოა...
✅ — მაგრამ მან არ იცის, რატომ დავასახელე მაინცდამაინც ისრაელი, როცა მსოფლიოში სხვა საპარლამენტო მოწყობის სახელმწიფოებიც არსებობენ, მათ შორის, გერმანიაც და ისინი ამით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
საქმე ისაა, რომ, რახან კოსმოსმა „მისაბაძ“ მოდელად ისრაელი დამასახელებინა, საქართველო საკუთარ თავზე გაიზიარებს ყველა იმ მოსალოდნელ ცვლილებას, რომელიც შეიძლება ოდესმე მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მოწყობაში და არასდროს მოხდეს გერმანიის შემთხვევაში.
საერთოდ, უნდა გავაფრთხილო ყველა: ვინც ჩემს წინასწარმეტყველებებს მიითვისებს, მძიმე განსაცდელი ელის, ხოლო ის გაზეთები, რომლებიც ასეთებს „ტრიბუნას“ უთმობენ, დაიხურებიან!
(P.S. პუბლიკაციის ფოტოდ გამოყენებულია ქალბატონ ლელას კოსმიური ნახატი)".
ასევე დაგაინტერესებთ:
1782887670
საზოგადოება6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 6 თვეში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გ...
1782885769
ახალი ამბებიცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არაღიარება, სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა, კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ
თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია, - ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწე...
1782885483
მსოფლიოირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
2026 წლის 1-ელ ივლისს ირლანდიამ კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ი...
1782883061
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში - წიგნების კონცეფცია სრულად იცვლება, ყდებზე იქნება დატანილი ეროვნული ღირებულებების მატარებელი სიმბოლოები
„ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში. სახელმძღვანელოების რეფორ...
1782881405
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღი...






























