შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს
„გულითადად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის ისტორიულ თარიღს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„ჩვენმა ქვეყნებმა ორმხრივ ურთიერთობაში შთამბეჭდავ წინსვლას მიაღწიეს. ჩვენთვის ნამდვილი მეგობრობა და პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, საერთო გამოწვევების ღიად და გულწრფელად განხილვას, კომპრომისების მიღწევას. დიალოგში ჩვენ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემით ვერთვებით. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ურთიერთპატივისცემის, მტკიცე ნდობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს.
სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში დიალოგზე მეტად კონფრონტაციისთვის მზაობას ვხედავთ. რთული და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც სწორედ დიალოგი უნდა იყოს გამოწვევებთან გამკლავების მთავარი გზა, ღრმავდება ქვეყნებს შორის პოლარიზაცია, კონსენსუსის ძიების ნაცვლად კი წახალისებულია დაპირისპირება. ნდობის კრიზისი სულ უფრო ღრმავდება, ხოლო მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო გამოსავალი სულ უფრო ძნელი მისაღწევი ხდება.
დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე იშვიათად ვხვდებით ნამდვილ მშვიდობისმყოფელ ლიდერებს, განსაკუთრებულია თურქეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი. თურქეთმა შეძლო ერთგულების შენარჩუნება მთავარი მიზნისადმი, რომელიც მშვიდობისკენ სწრაფვაში გამოიხატება. თურქეთის სამშვიდობო ინიციატივები ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგისთვის სათანადო სივრცის შექმნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნდობა იმ აქტორებს შორის, რომლებსაც გლობალური უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყოთ, უკიდურესად დაბალია.
მშვიდობისმყოფელობა სისუსტე არ არის, ის პოლიტიკური სიბრძნის და გამბედაობის გამოხატულებაა. მშვიდობა მოითხოვს პასუხისმგებლობას და დიალოგს. დღეს, როდესაც ნდობა საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო სუსტდება, მშვიდობის ხელშეწყობაზე ზრუნვა განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს.
წელს საქართველო ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წლისთავს აღნიშნავს. ამიტომ მინდა, გავიხსენო სახარებისეული სიტყვები: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას, რაც შავი ზღვის რეგიონის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„მშვიდობისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის განვითარებას, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.
საქართველოს და თურქეთის პარლამენტები ამ ძალისხმევის ავანგარდში არიან. წელს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში, შევხვდი ჩემს კოლეგას, ბატონ ნუმან ქურთულმუშს. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა მეგობრული, ღია და ნაყოფიერი დიალოგით, ასევე, თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი გზების განსაზღვრისკენ მიმართული ერთობლივი ძალისხმევით.
საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში, ჩვენ - პარლამენტის თავმჯდომარეები, მეგობრობის ჯგუფები, კოლეგა პარლამენტარები - ვმუშაობთ საკანონმდებლო ორგანოებს შორის ინსტიტუციური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა დონეზე.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა მომავალშიც გაძლიერდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღეს.
მჯერა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ მრავალ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1793291826
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...
1793290911
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...
1793289054
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხ...
1793288205
ახალი ამბებიქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვე...
1793288117
მსოფლიოVolkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში თითქმის 6 მლრდ ევრო შეადგინა
გერმანიის ავტოკონცერნის, Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში 5,82 მლრდ ევრო შეადგინა. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კო...































