არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, რომლითაც გვარამია ამაყობს, სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ არაკვალიფიციურობის გამო საქართველოსთვის უდიდესი ზიანით დასრულდა.
მისი თქმით, მტკიცებულებების ვერდადასტურებისა და პროცედურების დარღვევის გამო, 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საქმის განახლების პერსპექტივა დაკარგა, ხოლო 9-12 აგვისტოს პერიოდზე სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. ამასთან, ICJ-მ დროებითი ღონისძიება დისკრიმინაციისგან თავის შეკავებაზე რუსეთსაც და საქართველოსაც თანაბრად დააკისრა. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგსა და ჰააგაში (ICC) სწორი სტრატეგიითა და მტკიცებულებებით მიაღწია რუსეთის პასუხისმგებლობას, ოკუპაციის დადასტურებასა და ქართველი სამხედროების უდანაშაულობის დამტკიცებას.
„რით ამაყობს ნიკა გვარამია? მას ეამაყება 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე:
სინამდვილეში „ნაცმოძრაობის“ მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ მიიღო უდიდესი ზიანი:
* 2008 წლის 9 აგვისტომდე პერიოდზე საერთოდ საქმის განახლების ყველა პერსპექტივა დაიკარგა, რადგან მტკიცებულებებით ვერ დაადასტურეს რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის არსებობა;
* 2008 წლის 9-12 აგვისტოს პერიოდზე ვერ დაიცვეს პროცედურები და სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა;
* ამასთანავე, წინა ხელისუფლების არაკვალიფიციური ქმედებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იყო აგრესორი, დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება ორივე მხარეს დაეკისრა თანაბრად ისე, თითქოს ორივე თანაბრად არღვევდა კონვენციის მოთხოვნებს. კერძოდ, 2008 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ICJ-მ რუსეთსაც და საქართველოსაც მოსთხოვა დისკრიმინაციისგან თავის შეკავება. სამაგიეროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორი სტრატეგიით, მტკიცებულებების შეგროვებითა და სამართლებრივი პოზიციებით შეძლო:
რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და მის შემდეგ განგრძობითად ოკუპაციის ფარგლებში;
რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დადასტურება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით;
საქართველოს სამხედროების ღირსების დაცვა - ICC-ის გამოძიება ისე დასრულდა, რომ ქართველი სამხედროების უდანაშაულობა დამტკიცდა“, - განაცხადა გორდულაძემ.
1793291826
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...
1793290911
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...
1793289054
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხ...
1793288205
ახალი ამბებიქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვე...
1793288117
მსოფლიოVolkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში თითქმის 6 მლრდ ევრო შეადგინა
გერმანიის ავტოკონცერნის, Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში 5,82 მლრდ ევრო შეადგინა. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კო...































