ჩარევაზე განცხადებები სიმართლე არაა - კელი დეგნანი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე
„ნებისმიერი განცხადება, რომ მოხდა რაიმე ჩარევა, არ არის მართალი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა..
ელჩის განცხადებით, ამერიკის საელჩო მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა.
„იმიტომ ,რომ ეს არის მთავარი ქვაკუთხედი კანონის უზენაესობისთვის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ეს არის მიზანი. ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემაა“, – თქვა ელჩმა.
დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ ის აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან ამოიღო, რის გამოც მან ვერ შეძლო აშშ-ში გამგზავრება. ასევე ის აცხადებს, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ მას შეხვდა საელჩოს წარმომადგენელი, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი.
20 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში აღარ გაემგზავრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ე. წ. „ქოცებო“ კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ „იმასთან“ თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით“ - სოსო გოგაშვილი განცხადებას ავრცელებს
🔵„მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი“ - ალეკო ელისაშვილი
🔵გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს პირადი ნივთები 1 წლისა და 5 თვის შემდეგ დაუბრუნაა
1782672368
ახალი ამბებიგაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯ...
1782671521
ახალი ამბებირიდის და ბითაძის შეჩერება რთულია - საქართველომ ლატვია დაამარცხა
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკონტროლო ხასიათის იყო, მაინც დიდი ბრძოლა ვიხილეთ, რომელიც ქართველთა გამარჯვ...
1782670204
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+...
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...































