ირაკლი კობახიძე: მე ვარ ექსპერტი, ქალბატონი კელი არა
„პირველ რიგში მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი. უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი, უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“, - ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში — პირველად, საქართველოს ისტორიაში — დანერგა სწორედ ქართულმა ოცნებამ და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს და სისტემა, რომელიც უნდა ამოქმედდეს ქვეყანაში 2014 წლიდან "შესაბამისობაშია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან", - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
დღეს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა, ერთი აზრის დომინირება მის პრინციპებს რისკის ქვეშ აყენებს, ეს კი ზოგიერთს არ ესმის.
აშშ-ს ელჩის თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა საპარლამენტო მრავალფეროვნებისკენ და ამაზე თანხმდებიან საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები. დეგნანი აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიების და ქართული ოცნების შეთანხმება არ შესრულდება, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება.
ასევე საინტერესოა:
🔵 მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავა დაიწყო
🔵 მიხეილ სააკაშვილი: სუსი უნდა გაუქმდეს და დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად
1777746402
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...
1777744132
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...
1777744085
საზოგადოებაპრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია
მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...
1777744021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...


























