მიხეილ სააკაშვილი: სუსი უნდა გაუქმდეს და დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლოს დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, სუსი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სრულიად უსარგებლო უწყებაა, რომელიც მისი თქმით უნდა დაიხუროს ან საერთოდ გაუქმდეს.

სააკაშვილი ასევე იწუნებს სასამართლო სისტემას და პროკურატურას და ფიქრობს, რომ ყველა თანამშრომელი უნდა იქნეს დათხოვილი სამსახურიდან.

"მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, უბრალოდ, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაედოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის, ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც, ძაღლის კუდი არ გასწორდება, როგორც არის ქართული გამოთქმა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, 7 ნოემბრის საქმის განხილვის პროცესის შემდეგ, სასამართლო პროცესს მეორედ დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების - მიხეილ სააკაშვილი

🔲 ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი, სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე - მიხეილ სააკაშვილი

🔲 ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - მიხეილ სააკაშვილი

🔲 სხვისი ნახმარი პიჯაკების ტარებას გირჩევნიათ, ის 9 მილიონი ზარალი აანაზღაუროთ - პროკურორმა სააკაშვილს მიმართა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781627834

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

 „ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...

ლევან მახაშვილი

1781623889

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...

აჭარის მთავრობა

1781621952

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა

2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...

მაკა ბოჭორიშვილი

1781621180

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც

„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...

თენგიზ შარმანაშვილი

1781619573

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი