მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ქვეყნის მასშტაბით 559 ე.წ. ჭკვიანი კამერა აქვს დაყენებული, რატომ მოძრაობენ გაუმართავი მანქანები საქართველოში?

ტექინსპექტირების სავალდებულო წესის ამოქმედების მიუხედავად, საქართველოში გაუმართავი მანქანები მოძრაობენ, მათი შემოწმებისა და დაჯარიმების სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს კანონის ამ მოთხოვნის სრულყოფილად დაცვას.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც ტექინსპექტირების საკითხის შემოწმებისას პრაქტიკაში გამოავლინა.

2020 წელს ტექინსპექტირების გავლა უწევდა 1 250 787 მანქანას, მათგან მხოლოდ 41 პროცენტი მივიდა შესამოწმებლად (გაიარა 38%-მა).

შეუმოწმებელი მანქანების გამოსავლენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მასშტაბით 559 ე.წ. ჭკვიანი კამერა აქვს დაყენებული, თუმცა, როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, უწყებას ავტომატურად არ შეუძლია აღმოაჩინოს მწყობრიდან გამოსული ვიდეოკამერები - " შემოწმება კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება".

სწორედ ე.წ. ჭკვიანი კამერები გამოიყენებოდა 2019-2020 წლებში იმ მანქანების აღმოსაჩენად, რომელთაც ინსპექტირება არ ჰქონდათ გავლილი.

იმის მიუხედავად, რომ 2020 წელს ტექინსპექტირება მანქანების 62 პროცენტს არ გაუვლია, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა მხოლოდ 19 პროცენტის დაფიქსირება შეძლეს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით", ტექინსპექტირების არმქონე მანქანით გადაადგილებისთვის ადამიანი 50 ლარით ჯარიმდება, კომპანია კი 200 ლარით.

ჯარიმა განმეორებით იწერება მხოლოდ 30 დღის გასვლის შემდეგ.

ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეს მაქსიმუმ 600 ლარად, კომპანიას კი 2400 ლარად შეუძლია იაროს მთელი წლის განმავლობაში გაუმართავი მანქანით".

საკითხის შესწავლის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა რამდენიმე ხარვეზი აღმოაჩინა, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით.

  1. კეროდ, გზებზე ფიზიკური კონტროლის პროცესს გააჩნია ნაკლოვანებები, ხოლო გამონაბოლქვის კონტროლი პრაქტიკულად არ ხორციელდება - იმის გამო, რომ არ არის დანერგილი გზისპირა ინსპექტირების მექანიზმები, წარმოიშვება რამდენიმე სახის რისკი.
  2. მათ შორის, ინსპექტირების გავლისთვის მძღოლები სხვებისგან თხოულობენ მანქანის სხვადასხვა ნაწილს, ანდა იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს გამონაბოლქვში კვამლიანობის დროებით გასაქრობად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790529939

ახალი ამბები

იონათამიშვილი პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!

 „თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ​ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...

რატი იონათამიშვილი

1790527143

ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...

ღონისძიება

1790523869

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა

 სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...

პენიტენციური სამსახური

1790520378

ახალი ამბები

ოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს

 საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...

ოთარ კიტეიშვილი

1790518047

ახალი ამბები

შიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული

 „მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...

შიო მესამე