სახალხო დამცველის მოადგილე:სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო ექიმთა თხოვნით, მან მიიღო, როგორც მედიკამენტის შემცვლელი და სამკურნალო
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი.
„უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით და ინფორმაციით, რომელიც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა; ის აღნიშნავდა, რომ სურათები, რომელიც დაიდო, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, მას თვალით არ უნახავს და არც იცის, სავარაუდოდ სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, რომელიც მიიღო, მიიღო ექიმთა თხოვნით, როგორც გარკვეული პრეპარატის და მედიკამენტის შემცვლელი და ამ თვალსაზრისით, იღებდა ამას, როგორც სამკურნალოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
გიორგი ბურჯანაძის თქმით, ამ ეტაპზე, პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღება.
„თავად აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან მიიღო რამდენიმე მილიგრამის და მცირე ოდენობის სახით – მისი მიღება მას სთხოვეს ექიმებმა, როგორც ალტერნატიული საშუალება მედიკამენტის. გარკვეული მედიკამენტები იწვევს, როგორც ვიცით, კუჭის გაღიზიანებას, ა.შ. და გარკვეული პარამეტრების შენარჩუნების თვალსაზრისით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია იყო მის მიმართ, რომ მომხდარიყო ამ დანამატებით ჩანაცვლება, ისიც ძალიან მცირე, საუბარია მილიგრამებით ულუფებზე და ისიც ერთეულ შემთხვევებში“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
სახალხო დამცველის მოადგილე ასევე ამბობს, რომ გავრცელებული ვიდეო სამედიცინო სივრცეშია გადაღებული. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამედიცინო ჩანაწერებით დასტურდება, რომ სააკაშვილი ერთეულ და მილიგრამ შემთხვევებში იღებდა დანამატებს.
„როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, თამთა დემურიშვილთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამ ტიპის საკვები დანამატი, როგორც ერთ-ერთი პრეპარატის ალტერნატივა. ის ასევე საუბრობს, რომ შეთავაზება იყო უფრო მეტი, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
გიორგი ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ დოკუმენტურად, იურიდიულად მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა გრძელდება და არანაირი ცვლილება არ არის.
ამასთან, სახალხო დამცველის მოადგილემ მედიას უთხრა, რომ მისასალმებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების საკითხის შესწავლის დაწყება.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე თემაზე:
1792401805
ახალი ამბები„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია
„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...
1792400239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...
1792398186
ახალი ამბებიპროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის 20 ოქტომბერს საცდელი ტესტირება ჩატარდება
24 და 25 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრირებულ პირებს 20 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირე...
1792397450
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...
1792395005
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალ...































