საქართველოს პრეზიდენტი: ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლია, საქართველო რუსული აგრესიისგან იხსნას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპამ თავისი წარუმატებლობისგან უნდა ისწავლოს, რათა უკრაინა წევრობის გზაზე დააყენოს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსის“ სტატიაშია ნათქვამი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უკრაინასთან დაკავშირებით დააგვიანა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ევროკავშირისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, მიიღოს თავის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც მის ნაწილად გახდომისაკენ მიისწრაფვიან.

„ჩვენ არ გვჭირდება, რუსეთს ის აზრი გაუჩნდეს, რომ არსებობს ადგილები, რომლებსაც არავინ იცავს“, – განუცხადა ზურაბიშვილმა Financial Times-ს.

მისი თქმით, „[ევროკავშირმა] უნდა იპოვოს გზა, უპასუხოს ჩვენს ხანგრძლივ მოლოდინს და მოგვცეს ნიშანი, ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რომლებიც ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის წევრები არიან, აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები, განაცხადეს თავისი სურვილის შესახებ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ორშაბათს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, კიევის ნაბიჯს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დამსახურებული“ უწოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წინა კვირას, ომის გამოცხადებისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალა საჭირო იყო უკრაინაში „დასავლეთის ტყუილების იმპერიის“ გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

„ყოველგვარი დაცვისა და სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყნების გარეთ დატოვებამ, რა თქმა უნდა, წაახალისა რუსეთი, იფიქროს, რომ ამ ქვეყნების დაბრუნების შანსი სამუდამოდ არ არის დაკარგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინაში საქართველოსთან ხანმოკლე ომიდან 14 წლის შემდეგ შეიჭრა. მოსკოვის მომხრე სეპარატისტებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი დაიკავეს.

„უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის“, – თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე კიევის ხანგრძლივმა მოლოდინმა ნაწილობრივ ხელი შეუწყო პუტინის თავდასხმას.

მისი თქმით, „ერთგვარად, უკრაინის ვითარება შეიქმნა იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ძალიან შორს იყო და მისი წევრობის მატერიალიზაცია არ ხდებოდა“.

სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირს პოტენციური მომავალი წევრებისთვის მკაცრი კრიტერიუმები და გარკვეული სტანდარტები აქვს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, სანამ განაცხადი რამდენიმე ათეულ ეტაპს გაივლის.

„საქართველოს ჯერ არ აქვს განაცხადი ოფიციალურად წარდგენილი (ინტერვიუ გამოქვეყნდა 2 მარტს), მაშინ როცა, ევროკავშირში ბოლოს გაწევრიანებულ ქვეყანას, ხორვატიას, განცხადებიდან წევრობამდე 10 წელი დასჭირდა.

საქართველოს, როგორც ერთ დროს ენერგიული დემოკრატიისა და ძლიერი დასავლური პერსპექტივებისთვის ევროკავშირის სანიმუშო აპლიკანტი ქვეყნის კაშკაში ბოლო წლებში მცირდება კანონის უზენაესობის დარღვევის, სადაო არჩევნებისა და მისი მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის დარბევის ბრალდებების ფონზე. საქართველომ გასულ წელს განაცხადა, რომ ევროკავშირში განაცხადისთვის მზად იქნება 2024 წელს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორის თქმით, პუტინმა განაახლა კონფლიქტი ტირანიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის.

სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ მიესალმება „ძლიერი ევროპის“ გაჩენას, რომელიც პუტინის შეჭრის შედეგად იშვა, სადაც ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები მიიღო და კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა, ხოლო გერმანიამ თავდაცვის ხარჯების გაზრდის პირობა დადო.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ვერც საქართველოს მიმართ 2008 წლის ომისა და ვერც უკრაინის მიმართ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვერ შეძლო იმავე სიმტკიცის გამოჩენა. „ამ რეაქციების ნაკლებობამ ალბათ გახადა პუტინი ისეთი როგორიც არის“, – თქვა მან.

„სულ არსებობდა ის აზრი, რომ თუ შეეცდებოდი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის კომფორტის შექმნას და არა მათთან დაპირისპირებას, ეცდებოდი მათთან რაღაც ფორმით საერთოს გამონახვას, ეს მათ გადმოიბირებდა, თუმცა ამას არასდროს უმუშავია!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, „ახლა ჩვენ ამას ვაცნობიერებთ“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სამშაბათს შეხვდა. მათი საუბრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს „კარგად ესმის, რომ კონკრეტული პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხილული და ძლიერი კავშირები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის“.

„ჩვენც იმდენ ხანს ველოდით რამდენსაც უკრაინა. ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე ვართ, ჩვენც უნდა გაგვითვალისწინონ და არ უნდა ვიყოთ დავიწყებულნი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ფაინენშალ თაიმსთან“ საუბრისას.

„ფაინენშალ თაიმსის“ სტატიის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 მედია: ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

🔵 „თუ ვინმე დარჩა მშობლების გარეშე, ვასწავლი, ამერიკაში წავიყვან მოვუვლი და სიყვარულს არ მოვაკლებ!“ - რას წერს ნინი შერმადინი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795613998

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...

პროკურატურა

1795612609

ახალი ამბები

ცესკოს თავმჯდომარე და სწავლების ცენტრის დირექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საარჩევნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების შესაძლებლობები - ამ საკითხებს დაეთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, გიო...

გიორგი კალანდარიშვილი

1795612104

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5919 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5922 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1795611668

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს. ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლ...

საქართველოს პარლამენტ

1795611296

მსოფლიო

„არ გაემგზავროთ ირანში არცერთი მიზეზით“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, შესაძლოა...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი