ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს - თამარ ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიას მიმართავს
„ტაბულას“ დამფუძნებელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აზიარებს სტატიას, რომლის მიხედვითაც გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო. ამასთან დაკავშირებით, ჩერგოლეიშვილი საკუთარ შეფასებას აკეთებს.
„2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა - მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ!
კვლევებს მალავდნენ - ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.
სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას - ვუხსნიდით რომ ეს შეუძლებელია, რომ ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები ანაღვლებს.
2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე - უბრალოდ შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.
ყველა მოღალატედ შეგვრაცხა - ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა - ცოდვას ჩადიოდა!
ხოდა აი ახლა დედამისს ეს უკვირს!
დიახ ქალბატონო გიული - ჩვენ ვუხსნიდით რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.
ახლა ზის იქ, სადაც ზის - მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.
გამომივა თუ არა, არ ვიცი - მაგრამ ძალიან შევეცდები!“,-წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































