14 წლის ნინის საქმე - 7 წლიანი პატიმრობა ბრალდებულს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს „14 წლის ნინის საქმეზე“, - ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

14 წლის ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და მოზარდის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული.

მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. დამნაშავედ კი მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.

ეს მუხლი სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე. მსჯავრდებული 24 წლისაა.

განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 2 ნოემბერს მიიღო.

ნიკა ტაკიძის მამის, იაშა ტაკიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამავე მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს 6 აგვისტოს შეუფარდეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ოჯახში ძალადობისთვის. ის მუქარის ნაწილში გამართლდა.

2021 წლის 10 თებერვალს ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ნინი 14 წლის იყო. მაშინ სოფელში ყველა, მათ შორის პედაგოგები აცხადებდნენ, რომ ნინისთვის უცნაური ქცევა, მოწყენილობა არ შეუმჩნევიათ.

„ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… ჩვენ გავიგეთ მაშინ, მეორეჯერ რომ მოაკითხა, ექვსი თვის მერე“, – უთხრა მედიას მაშინ გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ. - წერს გამოცემა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 კოვიდით გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში - თენგიზ ცერვაძე

🔵 საქართველოში ვაქცინირებული მოქალაქეები სახმელეთო საზღვარზე PCR ტესტის წარდგენისგან გათავისუფლდებიან 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790795032

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...

ირაკლი კირცხალია

1790791981

ახალი ამბები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...

გენადი არველაძე

1790789585

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

1790786811

ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით

„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...

ზოგადი

1790785017

ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...

მარიამ ქვრივიშვილი