16-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები.
უწყების ცნობით, სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.
„შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1760633203
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველოში გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი, თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა სწავლებაში ხარისხის უთანაბრობიდან გამომდინარე, დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი
„დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან...
1760633040
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება
„გამოწვევები არის სერიოზული, ეს გამოწვევები შემდეგ კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების ს...
1760632999
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას, ორივე შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი
„ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას“, - ამის შესახებ პ...
1760632421
საზოგადოებაპრემიერი: სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა
„ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცი...
1760630181
საზოგადოებაპარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდ...