ირაკლი კობახიძე: საქართველოში გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი, თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა სწავლებაში ხარისხის უთანაბრობიდან გამომდინარე, დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი

„დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან სწავლებაში თავისი არსით ამ დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი, რაც საჭიროებს გამოსწორებას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოწვევა არის აკადემიური რესურსების და ზოგადად რესურსების ირაციონალური გამოყენება, უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა.

„როდესაც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას გაცემულ დიპლომზე, მან უნდა უზრუნველყოს ამ დიპლომის თვისებრივი შინაარსობრივი თანასწორობაც, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.

ასევე ინფრასტრუქტურული და საკადრო რესურსებიც არ არის ოპტიმალურად გამოყენებული. დედაქალაქში ხშირია ფაკულტეტების დუბლირება, რაც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი გამოწვევა და ერთ-ერთი პრობლემა. მაგალითისათვის, თბილისი რომ ავიღოთ, თბილისში 4 სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს იურიდიული ფაკულტეტები, ასეთ პირობებში ისედაც მწირია რესურსი, მათ შორის საკადრო, ინფრასტრუქტურული რესურსი. ასეთ პირობებში, მაგალითად, რომ ავიღოთ განვითარებული ქვეყნები, ძალიან ხანგრძლივი აკადემიური ტრადიციებით, იქაც კი უჭირთ ერთ ქალაქში ერთზე მეტ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი და იგივე ფაკულტეტის არსებობა. ჩვენს შემთხვევაში ამას არავითარი რაციონალური გამართლება არ აქვს. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემასაც უნდა შევხედოთ სათანადოდ და ეს ყველაფერი საჭიროებს გამოსწორებას.

ასევე არის ცალკეული სახელმწიფო უნივერსიტეტები, სადაც ჭარბად არიან მოზიდული უცხოელი სტუდენტები. რეალურად სახელმწიფო უნივერსიტეტების მთავარი ამოცანა უნდა იყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება და ქართველი სტუდენტების მომზადება ჩვენი შრომის ბაზრისთვის. ასეთ დროს არის ცალკეული უნივერსიტეტები, რომლებიც უფრო მეტად ორიენტებული არიან მოგებაზე, რაც არის არსებითად ბიზნესის საქმე და არა სახელმწიფო სექტორის საქმე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული პრინციპი უნდა იყოს დანერგილი საუნივერსიტეტო სისტემაში, ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა, ანუ კერძო უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო ამოცანების შესრულება სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებმა ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760645525

საზოგადოება

პრემიერი: უზარმაზარი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას

აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმ...

ირაკლი კობახიძე

1760644490

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1760644456

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას

სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვი...

ირაკლი კობახიძე

1760643838

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1760643598

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, არაფერია სასპეკულაციო, საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე