პრემიერი: სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა

„ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს.

„რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით.

არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა. შესაბამისად, რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი.

ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება. რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760634322

საზოგადოება

პრემიერი: ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე უსისტემო საკადრო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები, ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან სისტემას

„ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათ...

ირაკლი კობახიძე

1760633254

საზოგადოება

პრემიერი - საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან

„საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თა...

ირაკლი კობახიძე

1760633203

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი, თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და რანგის დიპლომებს, თუმცა სწავლებაში ხარისხის უთანაბრობიდან გამომდინარე, დიპლომების ხარისხიც არის არათანაბარი

„დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს 19 სახელმწიფო უნივერსიტეტი და 45 კერძო უნივერსიტეტი და თითოეული მათგანი გასცემს თანაბარი სტატუსის და თანაბარი რანგის დიპლომებს, თუმცა გამომდინარე ხარისხის უთანაბრობიდან...

ირაკლი კობახიძე

1760633040

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება

„გამოწვევები არის სერიოზული, ეს გამოწვევები შემდეგ კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების ს...

ირაკლი კობახიძე

1760632999

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი - მაგისტრატურას, ორივე შემთხვევაში უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი

„ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა, უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას“, - ამის შესახებ პ...

ირაკლი კობახიძე