პრემიერი - საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან

„საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით, უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის.

მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760645525

საზოგადოება

პრემიერი: უზარმაზარი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას

აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმ...

ირაკლი კობახიძე

1760644490

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1760644456

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას

სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვი...

ირაკლი კობახიძე

1760643838

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1760643598

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, არაფერია სასპეკულაციო, საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე