პრემიერი: მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები

უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, დღეს ხარისხის მართვის სისტემა არსებითად ფორმალურია.
„დიდწილად ფორმალურია ის საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით. უფრო მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე.
რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, დღეს არავითარი მწყობრი სისტემა არ გვაქვს და უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორები, რომლებიც, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში სხვა საქმიანობით არიან დაკავებული და შეთავსებით მუშაობენ უნივერსიტეტებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
1760645525
საზოგადოებაპრემიერი: უზარმაზარი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას
აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმ...
1760644490
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის
ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1760644456
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას
სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვი...
1760643838
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე
3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრ...
1760643598
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, არაფერია სასპეკულაციო, საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს
ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის...