პრემიერი: ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ასევე უსისტემო საკადრო პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები, ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან სისტემას

„ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უსისტემობის პირობებში, ეს არ არის უზრუნველყოფილი.

„რაც შეეხება მე-3 გამოწვევას, ეს არის უსისტემო საკადრო პოლიტიკა. ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. რეალურად, ქვეყანაში არის საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ფაკულტეტების, სპეციალობების უმრავლესობაზე შევძლოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვა, თუმცა უსისტემობის პირობებში, სამწუხაროდ, ეს არ არის უზრუნველყოფილი.

ლექტორებს შორის ფუნქციების განაწილებაც არ ეფუძნება რაიმე მწყობრ ლოგიკას ან მწყობრ სისტემას. ძალიან ხშირია პრაქტიკა, როდესაც უნივერსიტეტებში უმეტესწილად მუშაობენ არასრულ განაკვეთზე დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, რაც, ბუნებრივია, სწავლების და კვლევის ხარისხზე პირდაპირ აისახება და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა.

ასევე, ძალიან დაბალია საშუალო ანაზღაურება პროფესორ-მასწავლებლებისთვის. ასეთ პირობებში ძნელია მოსთხოვო პასუხი კონკრეტულ პედაგოგებს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამების განვითარებაზე, სახელმძღვანელოების განვითარებაზე, კვლევაზე და ა.შ.

ჩვენ გვაქვს დეფიციტური მიმართულებები, სადაც საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა, მაგალითად, ეს არის ტექნიკური დარგები, თუმცა არამარტო, სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა უცხოელი პროფესორების მოზიდვა იმისათვის, რომ შეივსოს არსებული ვაკუუმი. ამისათვისაც არანაირი მწყობრი სისტემა არ არსებობს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760645525

საზოგადოება

პრემიერი: უზარმაზარი აცდენაა შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, ბიზნესის ინტერესებშია პირდაპირ, რომ ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას

აცდენაა უზარმაზარი შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმ...

ირაკლი კობახიძე

1760644490

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, პროფესორების კვალიფიკაციაც, პროგრამები, სახელმძღვანელოები უნდა იყოს თანაბარი ხარისხის

ჩვენ თუ გავცემთ სახელმწიფოს სახელით დიპლომს, გინდა სახელმწიფო, გინდა კერძო უნივერსიტეტში, ამ დიპლომის ხარისხი უნდა იყოს თანაბარი, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1760644456

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ სტიმული პოტენციური პროფესორ-მასწავლებლებისთვის, უნდა შეიქმნას ისეთი ადამიანების ბირთვი უნივერსიტეტებში, რომლებიც სრულად მიუძღვნიან თავს განათლებას

სრული დატვირთვა რასაც ჰქვია, როცა შენ მთლიანად უძღვნი თავს სწავლებას, კვლევას, სახელმძღვანელოების მომზადებას, სასწავლო პროგრამების განვითარებას - ასეთი რამ თითქმის არ ხდება ჩვენს უნივერსიტეტებში, იშვი...

ირაკლი კობახიძე

1760643838

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 3+1 სისტემა არ შეეხება სამედიცინოს. მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრ...

ირაკლი კობახიძე

1760643598

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, არაფერია სასპეკულაციო, საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს

ჩვენ ვფიქრობთ, რომ 11 წელში თავისუფლად არის შესაძლებელი სასწავლო პროგრამის სრულად ათვისება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურის...

ირაკლი კობახიძე