„97 წლის გივი ვარდანაშვილ არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და გმირული ისტორიის უკანასკნელი ცოცხალი მოწმე“ - რა წერს დავით ხვადაგიანი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ფოტოზე თქვენ ხედავთ 97 წლის გივი ვარდანაშვილს, ის არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და გმირული ისტორიის უკანასკნელი ცოცხალი მოწმე, მისი ძმა იყო სტუდენტი დიმიტრი ვარდანაშვილი, დიმიტრის ამბავი დღეს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანებისთვის არის ცნობილი..
ქუთაისელმა სტუდენტმა სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში გააცნობიერა, რომ მისი სამშობლო ოკუპირებული იყო და შეგნებულად დაიწყო ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. პირველად 1934 წელს გააკრა პროკლამაციები ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კიროვის მკვლელობის სამგლოვიარო ღონისძიებების საპასუხოდ.
გივი ამ დროს 9 წლის იყო და ახსოვს ძმა, მათი ძველი ხის სახლის სხვენში, როგორ ბეჭდავდა არალეგალურად ნაშოვნი საბეჭდი მანქანით ამ პროკლამაციებს, ისიც ახსოვს როგორ აკითხავდნენ თბილისიდან საიდუმლოდ თანამებრძოლები, მასზე უფროსი ადამიანები..1935 წელს დიმიტრი თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში გადმოდის და კვლავ აგრძელებს არალეგალურ მუშაობას, თანამოაზრე სტუდენტებთან ერთად განზრახული ჰქონდა 1937 წლის 26 მაისს დემონსტრაციულად აღენიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, თუმცა ორგანიზაცია ჩავარდა და 25 მაისს სტუდენტური არალეგალური ჯგუფი დააკავეს..
დიმიტრიმ არ უარყო, რომ სძულდა საოკუპაციო რეჟიმი და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა, თუმცა თანამებრძოლების გადასარჩენად ჩვენება მისცა, რომ მხოლოდ თვითონ მუშაობდა არალეგალურად და მეგობრები ვერ გადაიბირა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მას რევოლვერი, საბეჭდი მანქანა და "მენშევიკური არალეგალური ლიტერატურა" აღმოუჩინეს. დიმიტრი 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს 21 წლის ასაკში, დანარჩენები ხანგრძლივი ვადით გადაასახლეს..
მამამ, რომელიც პედაგოგი და სკოლის დირექტორი იყო, დანარჩენი ოთხი შვილის გადასარჩენად დიმიტრის ფოტოები, ნივთები გაანადგურა და შვილებიც გააფრთხილა ძმაზე არასდროს, არსად არ ესაუბრათ..
გივიმ, ძმის უკანასკნელი ფოტო, რომელიც დაპატიმრებისას გადაუღეს და დღემდე "კა გე ბეს" არქივშია, 85 წლის შემდეგ ნახა .. ძმის სახე აღარ ახსოვდა.. დროის დინებამ და თითქმის საუკუნის სიშორემ მოგონებები გააფერმკრთალა ..ქუთაისში ვისი სახელობის ქუჩები აღარაა, ქარხნების დირექტორებიდან დაწყებული, ანეგდოტების პერსონაჟებით დამთავრებული..
ვის სახეს არ შეხვდებით საჯარო სივრცეში, რაც არაფერს არ გეუბნება, არაფერს არ გასწავლის.. ნამდვილი გმირის და თავისუფლებისთვის მებრძოლის სახელი არავის არ გაუგია და კიდევ გვიკვირს, რატომ გვჭირს ამდენი უბედურება, რატომ და ათასი რატომ...
გივის დავპირდი, თქვენი სახელითაც, მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ, რომ მალე დადგება დრო და ყველა გაიცნობს ნამდვილ გმირს, მისი სახელიც ქუთაისის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ ქუჩას დაერქმევა და მომავალი თაობები სკოლაში ისწავლიან თავისუფლებისთვის მებრძოლი და დაღუპული დიმიტრი ვარდანაშვილის გასაოცარ ისტორიას !“- წერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ბიძინა ივანიშვილის ნათესავების რუსული ბიზნესკავშირები - გამჭვირვალობის კვლევა
1793641344
ახალი ამბებიპროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...
1793638172
მსოფლიოდონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...
1793635990
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...































