ადამიანებზე „ალცაიმერის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა იწყება
„ალცაიმერის“ საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა, ადამიანებზე იწყება“, - ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
მცირე, I ფაზის კლინიკური კვლევა,თითქმის 20 წლის შემდეგ იწყება. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60-დან 85 წლამდე ასაკის 16 მონაწილე. მათ ვაქცინის ორ დოზას ერთი კვირის ინტერვალით გაუკეთებენ.
I ფაზის კლინიკური კვლევა პოტენციური ახალი მედიკამენტის უსაფრთხოებისა და დოზის დასადგენად შეიქმნა. თუ პროცესი, ისე წარიმართა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ვაქცინის ეფექტურობის შესამოწმებლად ბევრად უფრო დიდი ტესტირება გახდება საჭირო.
საქართველოში ალცჰაიმერის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება. მსოფლიოში კი მილიარდამდე ადამიანს ნერვული სისტემის დისფუნქცია აღენიშნება. მათ შორის დაახლოებით 47 მილიონს სხვადასხვა წარმოშობის დემენცია, ჭკუასუსტობა აწუხებს.
როგორ ამოვიცნოთ დაავადება საწყის სტადიაზე?
ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა დროთა განმავლობაში მატულობს. რამდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა: აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.
დაავადების ყველაზე უფრო ადრეული სიმპტომია
ახლად მიღებული ინფორმაციის გახსენების სირთულე. პაციენტს როგორც წესი კარგად ახსოვს წარსული ამბები, თუმცა უძნელდება გაიხსენოს, თუ რა მიირთვა დილით საუზმეზე, ვინ იყო მასთან სტუმრად გუშინ ან რა საკითხზე საუბრობდნენ ნახევარი საათის წინ. დროთა განმავლობაში თავს იჩენს შემდეგი სიმპტომატიკა:
ჩვეული ყოველდღიური საქმიანობის შესრულების სირთულე. მაგალითად, პაციენტს ესაჭიროება მეტი დრო მისთვის ჩვეული საქმიანობის შესასრულებლად, უძნელდება თავი გაართვას მისთვის ნაცნობ ქმედებას, უჭირს მიიღოს მარტივი გადაწყვეტილებები. ანგარიშის უნარის დარღვევა. გართულებულია ფულადი ოპერაციების წარმოება, გადასახადების გადახდა, ნივთების შეძენა. ჯანსაღი და ლოგიკური აზროვნების შეფერხება
ხშირია არასწორი დასკვნები და შეცდომები. ინიციატივის დათრგუნვა. პაციენტი თანდათან კარგავს სურვილს წამოიწყოს ესა თუ ის აქტივობა. მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ვერ გაიხსენოს საკუთარი ოჯახის წევრების სახელები, სწორად ვერ გაიხსენოს თუ რამდენი შვილი ან შვილიშვილი ჰყავს და ა. შ. პაციენტმა შეიძლება ვერ მიაგნოს საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დაიკარგოს მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში, შეიძლება შორეულ წარსულში მომხდარი ფაქტები აღიქვას, როგორც ამჟამად მიმდინარე მოვლენები და სხვა.
შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება:
ჰალუცინაციები, ბოდვითი იდეები. თუმცა, არსებობს შემთხვევები ახალგაზრდა ასაკშიც. დაავადებისათვის დამახასიათებელია განუხრელი პროგრესირება, რასაც სამწუხაროდ ვერ აჩერებს თანამედროვე თერაპიული საშუალებებიც კი.
სპეციალისტების თქმით, ადეკვატური მკურნალობის პირობებში შესაძლებელია მხოლოდ დაავადების პროგრესირების შეფერხება, ანუ პროგრესირების ტემპის შემცირება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 მოხუცის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ “ბადანტე” და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა
1793099951
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური: სააკაშვილის განცხადება როინ შავაძეზე არის აღიარება, ეს არ არის წამოცდენა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც „მკვლელ სახელმწიფო მანქანას წარ...
1793097883
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს 66 ათასზე მეტ მასწავლებელს - თქვენ ხართ აკადემიური ცოდნის მატარებლები, პროფესიონალები, რომლებიც ბავშვის წარმატებას საკუთარ წარმატებად განიცდით
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მასწავლებლებს ეროვნული დღე მიულოცა და პროფესიული წარმატებები უსურვა. „27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნულ...
1793096796
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი...
1793096563
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი
„4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი...
1793093580
ახალი ამბებიმაია ბითაძე: მუზეუმების მოდერნიზაცია, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან გიორგი თუშიშვილთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და გურჯ...






























