"ახლა ვიცით, რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო" - ნანა გეგეჭკორი ამერიკელ კოლეგებზე წერს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგჭკორი თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებმაც ახლა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირწმუნეს, რომ რუსეთი აგრესორია.

გეგეჭკორის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"გრძელი საუბარი მიწევდა უცხოელი მეგობრებისთვის რომ ამეხსნა 2008 წლის ომი და რუსული ოკუპაცია.

დილიდან არავის ჩაუვლია ჩემთვის სამსახურში, არ ეთქვათ, ახლა ვიცით რომ რუსეთი ნამდვილად აგრესორია და მას შენი ქვეყანაც ოკუპირებული აქვსო.

სამწუხაროდ, წლები და მსხვერპლი დასჭირდა ჩვენი სიმართლის აღიარებას.

ამ ომში სიმართლე სრულად არის უკრაინის და საქართველოს მხარეს და ამას ზედმეტი ახსნის გარეშე იგებს ომს ათასობით კილომეტრით მოშორებული ადამიანი.

დრო და მსხვერპლი თორემ გამარჯვება ჩვენს მხარეს რომ იქნება, ეს ისე ჩანს როგორც არასდროს", - წერს ნანა გეგეჭკორი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 24 თებერვალს გამთენიისას, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ომი დაიწყო და ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მოსკოვის აგრესია დაგმეს დასავლეთში და ახალი სანქციებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

ამავე თემაზე:

🔵 "მკვლელისგან ვერ ავიღებ ხელფასს" – რუსეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი გადადგა

🔵 უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

🔵 "მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რომელმაც არ იცის, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს" - ავსტრიის კანცლერის ემოციური გამოსვლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი

1791558292

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო

„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...

ლევან მაჭავარიანი