მაკა ბოჭორიშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა
იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატოს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მაკა ბოჭორიშვილმა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის კოლეგას მადლობა გადაუხადა.
„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი. ჩვენმა ისტორიამ ჩვენ ეს გვაჩვენა. იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით ფრთხილი პოლიტიკის გატარება და ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა. ეს არის ის, რასაც აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ძალიან ვაფასებთ ყველას თანადგომას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის უზრუნველყოფაზე.
მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა. ეს არის ასევე ის, რაც გვაერთიანებს სლოვაკეთთან, მშვიდობისკენ სწრაფვა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაგიხდით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენ ისაუბრეთ ამაზე. მადლიერი ვართ იმისთვის, რომ სლოვაკეთი მუდმივად მხარში უდგას საქართველოს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1771254497
საზოგადოებაიურაი ბლანარი: სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მომხრე ვართ, რომ ეს დიალოგი შენარჩუნდეს
სლოვაკეთი მხარს უჭერს, რომ სწორი დიალოგი გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთ მ...
1771253220
საზოგადოებაალექსანდრე დარახველიძე: შს მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას
შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მომდევნო წელს მინიმუმ, 4 ათასი არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული, რათა ერთხელ და სამუდამოდ პრობლემა, რაც ქვეყანას უდგას, გადაიჭრას, - განაცხადა...
1771252641
საზოგადოებასლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, რომ მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა
საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მ...
1771251335
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე: ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია და ცნობილი. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს
ჩვენი მზაობა ამ კუთხით [ურთიერთობების გაუმჯობესების] ნათელია და ცნობილია. ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1771250199
ახალი ამბებიქადაგიშვილი ბაჩო ახალაიას განცხადებაზე: ეს ნიშნავს იმ დანაშაულის აღიარებას, რისი განხორციელებაც 4 ოქტომბერს უნდოდათ, პირდაპირი მტკიცებულებაა, რას აპირებდნენ და რა გეგმები ჰქონდათ
„ახალაიას განცხადება იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს, რაც მას და მის მესვეურებს უნდოდათ, 4 ოქტომბერს განეხორციელებინათ. პირდაპირი მტკიცებულებაა დანაშაულის ორგანიზატორის მხრიდან, რას აპირებდნენ და რა გ...



























